violetაპრილიდან გუშინ იყო სიუჟეტი

პროექტი 'დასი'
08.02.07 20:05
რუსთაველის ექსპერიმენტული სცენა თეატრისა და 'რუსთავი 2-ის' ერთობლივი პროექტის 'დასის' მონაწილეებს აპრილიდან დაეთმობა. რეალური შოუს 13 გმირს დავალებას ყოველი კვირის დასაწყისში რობერტ სტურუა მისცემს. მონაწილეებს სამუშაოს შესრულებაში ნანუკა ხუსკივაძე დაეხმარება. გამარჯვებულს სამი თვის შემდეგ დასში აიყვანენ.
რეალურ შოუში მონაწილეობის მსურველთა უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია, მაგრამ კასტინგზე ჟურნალისტები, ცურვის ინსტრუქტორები და კარდიოქირურგებიც მივიდნენ.
შერჩევა სამ ტურად ჩატარდება. ფინალისტები რუსთაველის თეატრში დასახლდებიან. სცენის გარდა, მათ ბარიც ექნებათ და 'ჯეობარის' პრინციპით ითამაშებენ.
რობერტ სტურუას პირველი რვა კვირის განმავლობაში ვეტოს უფლება აქვს, მაგრამ თითოეული მონაწილის გადარჩენა მას მხოლოდ სამჯერ შეუძლია. საბოლოო არჩევანს მაყურებელი გააკეთებს.