ქართულ მედიასივრცეში ტაბუ ადევს ყველაფერს, რასაც მთლიანად საზოგადოებაში ადევს ტაბუ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ტელევიზიები/რადიო/პრესა ერიდებიან ბევრი თემაზე სახალხოდ ლაპარაკს. არადა, მართლა უნდა მოხდეს რაღაც "აფეთქება" და ამას მოჰყვეს თანდათანობით ამ საზოგადოებაში არათუ ტაბუდადებული თემების, არამედ მთლიანად ტაბუდადებული საზოგადოების გახსნა.
ასეთი პროექტი ფაქტიურადარარსებობს საქართველოში. ნუ, ვთქვათ ავიღოთ "კედელი" და "ტაბუ".
"ტაბუ" მე პირადად ნანახიც არ მაქვს, თუმცა, არმგონია რაიმე მნიშვნელოვანი გადაცემა იყოს. როდესაც ასეთ გადაცემაში სტუმრად მერაბ სეფაშვილს და ლელა წურწუმიას იწვევენ, სხვა რაღაზეა ლაპარაკი? ასეთი სახის გადაცემაში უნდა მოიწვიონ მაქსიმალურად გახსნილი, პროგრესულად მოაზროვნე (უკვე ბანალური ტერმინია, მაგრამ მაინც) და რაღაც მომენტში უკომპლექსო ხალხი. მაგალითად, როგორც "კედელში"
"კედელი" შედარებით სხვა თემაა, ეს ძირითადად ახალგაზრდულ თემებზეა აგებული და სტუმრადაც ახალგაზრდები სხედან. სამწუხაროა ერთი რამ, კარგი გადაცემაა მაგრამ მთლად ისეთი ბომბი ვერაა, როგორც საჭიროა.
ასე მაგალითად, ქალიშვილობის ინსტიტუტზე რომ იყო გადაცემა, მეორე დღეს უნივერსიტეტში რომ მივედი, დამხვდა ჩემი კდემამოსილი ჯგუფელების ალიაქოთი. რათქმაუნდა წითელიც და ყვითელიც სოროსისგან ყოფილან მოგზავნილნი, საქართველოს გასაიაღოვლებლად (რა შუაშია ქალიშვილობასთან? არასწოხრხაზოვანი ლოგიკის ნიმუშია ალბათ

) და ათასი სისულელე კიდე. მოთმინების ფიალა მაშინ ამევსო, როდესაც გაუთხოვრობის შემთხვევაში სამუდამოდ ქალიშვილად დარჩენის აუცილებლობაზე გააგრძელეს ერთობ საინტერესო ყაყანი. მოკლედ ვუთხარი: კარგად მოუფრთხილდით, არსად დაგეკარგოთ მეთქი და გამოვედი აუდიტორიიდან (საკუთარი ყურებით მაინც რომ არ გამეგონა როგორ მიმიჩნევდნენ სოროსის მოგზავნილ იეღოველად რომელსაც საქართველოში ერის გარყვნა ქალიშვილობის ინსტიტუტის მოშლით აქვს დავალებული

)
ანუ, რას ვამბობი. გადაცემა თუნდაც ამ თემაზე ისეთი სახით უნდა მომზადებულიყო, რომ ეს ცეტური აღშფოთება კი არ გამოეწვია, არამედ სულ ოდნავ მაინც გონებაზე ემოქმედა.
ასეთი გადაცემები გათვლილი უნდა იყოს არა იმდენად ემოციებზე, არამედ გონებაზე. უფრო სწორად, ემოციით უნდა ააგდო მაყურებელი. მერე ავტომატურად გაჩნდება ამ ემოციის დაშოშმინების მოთხოვნილება და სანამ მეორე დღეს უნივერსიტეტში ჯგუფელებთან საუბარში დაიშოშმინებენ ამ ემოციებს, თვითონ გადაცემამ უნდა შესთავაზოს არგუმენტირებული და საფუძვლიანი ანალიზი განხილული თემის და თვითონვე უნდადააშოშმინოს. ასეთ შემთხვევაში ავტორიტეტი გახდება არა ჯგუფელი, რომელიც აგრეთვე დაუშოშმინებელი დარჩა, არამედ გადაცემა, რომელმაც მათ გონებაში რაღაც გაყინული აზრი ამოქექა და გაალღო....
ვოტტ