#5829086 · 9 Jun 2007, 15:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგ გერმანულის მასწავლებელი ჩემს შვილს ასწავლიდა. რაც ბავშვები მაგას ამწარებდნენ, მაგრამ ხელი არავისთვის დაუკარებია. ჩემი ბიჭი სკოლიდან რომ მოვიდოდა, ციურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიყვებოდა ხოლმე, გადასხმები გაუკეთეს და ცოტა ფერი მოუვიდაო და ასეთი რღაცეები. ციურის დიდი გამოცდილება და 20 წლის გოგოს პროგრესული აზროვნება ჰქონდა და ახლაც აქვს, გერმანელივით მოწესრიგებული და უაღრესად თბილი ქალია. მართლა ჩამჟავებული მასწავლებელი რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. ეს ყველაფერი ვიღაც ახვარმა ბავშვმა და მისმა ახვარმა მშობლებმა გააკეთეს. ყველას ვეკითხები: ვინმემ დაფაზე გინება რომ დაგიწეროს, პირიდან ალუჩის კურკები გესროლოს და შუა თითი გიჩვენოს, რას უზამ? შესაძლოა ათი ათასად, ოცი, ორმოცდაათი ათასად და უფრო მეტად გეი არ გახდე, მაგრამ მილიონად კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში ჰომოსექსუალების კი არა, მათი სპონსორების ნაკლებობა შეინიშნება. ეს ხოხმაა, მაგრამ აბა, დაფიქრდით.... მილიონად..... ხომ კი? ხოოოოო, ახლა, ვიდრე ციურის ტალახს ესროდეს, ყველა დაფიქრდეს, რას უზამდა მას, ვინც ალუჩის კურკებს ესროდა და არა მარტო. მხოლოდ საგრუზინეთში შეიძლება ასეთი უკიდურესობა, რაც ჩვენმა მინისტრმა გააკეთა: ბრძანებით დააკანონა მოსწავლისა და მისი მშობლის აბსოლუტური ახვრობა, მსწავლებელს კი ყოველგვარი უფლება წაართვა. ვის სჭირდება ასეთი კარტ ბლანში/ მხოლოდ ფულით გატუტუცებულ ბავშვებს და მათ კრეტინ მშობლებს და ლომაიას. საინტერესოა, თავის შვილებს რომ ბანდა, ნაბან წყალს რატომ არ გადააყოლა, სხვებზე ხომ მარჯვეთაა?! სკოლა სიძულვილის ფაბრიკაა (აპდაიკი), შენ კი ფაბრიკის დირექტორი, ლომაია!
--------------------
It seems in after-dinner talk Across the walnuts and the wine.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავიყვანთ ამ თემას საყოფაცხოვრებო ტუტუცობების განხილვამდე, რაც ტონობით მოიძებნება ორივე მხრიდან; ვინაიდან ადამიანის ბუნება უნივერსალურია და პოლიტიკური პლატფორმის კუთვნილებას არ შეესაბამება. (c) ფირალი
|