ისეთები უნდა ვთქვა, ჭიჭიკო და ბიჭიკომ თუ წაიკითხეს, სიამაყით 2-3 სმ-ით ამაღლდებიან და თან გაწითლდებიან

ესაა ნათელი მაგალითი იმათთვის, ვინც გამწარებული ამტკიცებს, რაც საზოგადოება გვყავს, ის ცხოვრება გვაქვს და ის მთავრობაც გვყავსო.
მაგრამ, ამ საზოგადოებაში ასეთი განათლებული, არაგოიმი, ერუდირებული და პროფესიონალები დამიჯერეთ, რომ მართლა ბევრია, უბრალოდ ასეთ ხალხს ხმამაღლა ყვირილი და ე.წ. პიარ კამპანიები არ უყვართ და ამიტომაცნაკლებად ჩანან. თავის გასაკეთებელს უხმოდ, უპრობლემოდ აკეთებენ და თავის სახელსაც მშვიდად, წივილ-კივილის გარეშე იკეთებენ.
ამიტომ თუ საზოგადოების ზოგადად გაუმჯობესებაა საჭირო, მაშინ მას ნაკლებად უნდა შესთავაზო გაუნათლებლობა, ისტერიკა, პროვინციალიზმი, ყურმოკრული ჭორები და მთელი ის იდიოტიზმი, რითაც ასეა გაჯერებული ქართული მედია, განსაკუთრებით იუმორისტულ-გასართობი გადაცემები. ე.წ. ბაზრობის და ტაქსისტები ხუმრობები მართლა გულის ამრევია უკვე. რაოდენ სარფიანადაც არ უნდა იყიდებოდეს ის, საბოლოოდ, ზოგადად მაინც წამგებიანია.
ასე რომ გაუმარჯოს ნაკითხ და განათლებულ ხალხს!!!

ისინი ძნელად, მაგრამ მაინც აჯობებენ ყველას!!!!