ერთადერთი რაც ამ ნომერში მომეწონა, ეს იყო ტუსიასთან ხადურის ინტერვიუ.
ბასას წერილი არის ყოვლად ამაზრზენი, ფარისევლური, ინფანტილური და უსაშველოდ "კაპრიზნი" პათოსით გაჟღენთილი. თან შიგადაშიგ საკმაოდ "დიასახლისურ" - ტაქსისტური ელემენტებია. მოკლედ აღმაშფოთებლად, სასტიკად, კოკისპირულად ცუდი წერილია.
თუ რატომ - ამას ავხსნი თუ მკითხავენ,
ასევე ვიკეას რუბრიკაში "გაიცანი", ასე საოცრად იწყება სტატია "არის ასეთი გოგო, რომელმაც
უცნაური პროფესია აირჩია,
სოციოლოგობა გადაწყვიტა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა დაისახა მიზნად."
ახლა მაპატიეთ, რადგან არ ვიცი "ვიკეა" ქალია თუ კაცი, მაგრამ მაინც -
ბატონო/ქალბატონო ვიკეა,
1.სოციოლოგიის უცნაურობა რაში გამოიხატება და რატომ არის მიუღებელი ხომ ვერ აგვიხსნიდით ერთი ორი სიტყვით?
2.სოციოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები სხვადასხვაა.
რჩევა: სანამ რამეს გაოცებით იტყოდეთ ხოლმე,მანამდე სჯობს ერთი, ორი თავის გადაკითხვა კონკრეტული საკითხის შესახებ.
ამონარიდი სტატიიდან: "რა სოციოლოგია?!" (ყოვლად გაკვირვებული ტონით)
ანუ რაღა სოციოლოგობა და რაღა აგრონომ-ინჟინრობა არა?

სერგი მაინც არ იყოს რედაქტორი, თვალებს დავხუჭავდი ამ ყველაფერზე.