ინგა გრიგოლია
ამონარიდი
[თამთა ქარჩავა, ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან, გაზეთი ”რეზონანსი”]
თუ შეგიძლია გაიხსენოთ, რა მოხდა ტელეკომპანიის შენობის გარეთ?
ლუბლიანის ქუჩიდან, ვიწრო ქუჩაზე, რომელიც ყოველთვის განათებულია და ჩემდა გასაკვირად ზუსტად იმ ღამეს იყო გამორთული მთელი გარე განათება, წამოვიდა სპეცრაზმი და ზუსტად იგივე მეთოდებით გაგვისწორდნენ ”იმედის” ჟურნალისტებს, როგორც რიყეზე და რუსთაველზე. ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები იქნა გამოყენებული. გავხდი ცუდად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. შემექმნა სუნთქვის პრობლემები. ფილტვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, გაზმა შეტევა გამოიწვია. ჩვენმა პროდიუსერმა იხელთა დრო, გამომათრია და იქვე ტყეში გადამაგდო. სადღაც ორმოში ჩავარდი. როგორც იქნა იქედან ამოვფორთხდით. გავრბოდით. ისინი კი კვლავ გვესროდნენ იმ ცრემლსადენ გაზს. შემდეგ ვიღაცა ღვთისნიერმა ადამიანმა იქვე შემიფარა საკუთარ სახლში, სადაც უკვე თავშეფარებული აღმოჩნდნენ ”ტელეიმედის” ჟურნალისტები. მათ შორის დიანა ტრაპაიძე, რომელიც ფეხმძიმედ არის. გამოუძახეს სასწრაფოს.
როგორ ფიქრობთ, როდის აღდგება ”იმედის” მაუწყებლობა?
- გამიჭირდება დაზუსტებით რამის თქმა, მიმაჩნია, რომ საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც შეიმნა ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ ”იმედს” უნდა უკავშირდფებოდეს. ”იმედი” არის მართლაც თავისუფალი სიტყვის ტელევიზია. ყველა ის პრობლემა, რომელმაც ხერხემალში გადატეხა საზოგადოების ცნობიერება, სანდრო გირგვლიანიდან დაწყებული თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო თემით და თავისი ატირებული კახელი გლეხით დამთავრებული, იყო სწორედ ”იმედი” და მისი თავისუფალი სიტყვის პლაცრდამი.
7 ნოემბერი 2007წ. ამ დღეს მოხდა საქართველოს მოქალაქეების დარბევა.
გამოყენებულ იქნა:
1.ხელკეტები
2.რეზინის ტყვიები
3.ცრემლსადენი გაზ 4.სავარაუდოდ CS-გაზიც
გამთენისას მშვიდობიან მოშიმშილეებზე თავდასხმა განხორციელდა. ცემეს და ალაგმეს, ჩამოართვეს ტექნიკა დანადგარები. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საქართველოს მოსახლეობა პარლამენტისაკენ დაიძრა. მას შემდეგ, რაც ხალხი ვერ დაეტია პარლამენტის წინ შეეცადნენ ქუჩაზე გადაენაცვლათ. სწორედ აქ დაიწყო ხალხის უსამართლო ცემა და დარბევა. რაც არ უნდა იძახოს მთავრობამ, ამის კადრები არსებობდა და ვიმედოვნებ ეხლაც არსებობს.
ამის შემდეგ მშვიდობიანი, თუმცა ნაცემი და მოწამლული დემონსტრანტები რიყის მოედნისკენ გადავიდნენ, რათა თავიანთი გულისტკივილი გამოეხატათ. იქ უეცრად გამოჩნდა სპეცდანნიშნულების რაზმი და იქაც დაარბიეს, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ამას მიჰყვა 2 თავისუფალი და საღად მოაზროვნე ტელეარხის(IMEDI) და (KAVKASIA) ჯერ დახურვა ხოლო შემდეგ მათი თანამშრომლებისა და მხარდამჭერების იგივე მეთოდებით დარბევა.
7 ნოემბერს საავადმყოფოში მოხვდა 14-დან 75წლამდე, 500 ადამიანზე მეტი. არსებობს ცნობები, რომ გარდაცვლილია ათამდე ადამიანი მათ შორის ერთი 12წლის ბავშვი.
ჩემს თვალ წინ მ ა მ ა ო ს მიმართულებით გასროლილ იქნა ცრემლსადენი გაზი. ხელკეტი არ დაიშურეს არც დ ე დ ა ო ს თ ვ ი ს. ქვაშვეთში შეაგდეს გაზის ყუმბარა. მთელი ღამე სიონის საკათედრო ტაძრის გარშემო მანქანებით გაურკვეველი ხალხი დადიოდა. ხელკეტებს ურტყავდნენ ტაძრის კარს. რამდენიმე ადამიანი ვინც სახლში წასვლა გადაწყვიტა საშინლად სცემეს (კადრები ერთ-ერთმა ფრანგულმა არხმა გადაიღო).
თუკი ვინმეს გაგაჩნეათ 7ნოემბრის ან ფოტო ან ვიდეო მასალა თუნდაც მობილურით გადაღებული ნებისმიერი კადრი, გთხოვთ დაყაროთ ფორუმებზე, ატვირთოდ საერთაშორისო site-ებზე მაგალითად www.youtube.com აგრეთვე ქართულ www.myvideo.ge. საშუალების და მიხედვით იქნებ ჩემს mail-ზეც გადმოაგზავნოთ pr92@bk.ru არქივს ვაკეთებ.
ეს არქივები ყველას გვჭირდება, რადგანაც ჩემი ინფორმაციით ხაკერებს დაავალეს ყველა ინფორმაციის განადგურება.
რაც უფრო მეტ საიტზე და PC-ში იქნება მასალა მით ნაკლებად განადგურდება იგი . წარმოიდგინეთ TV (IMEDI)-ს არქივი თითქმის მთლიანად წაიღეს. ერთადერთი მასალა არის ჩვენს ხელთ არსებული, მაშ ჩვენვე გავავრცელოთ იგი.
შეიძლება მასალა წაშალონ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას ტვინიდან ვერ ამოშლიან.
მიუხედავად ყველაფრისა, ვიმედოვნებ, რომ ერთმანეთს დავეხმარებით და მთელს მსოფილოს დავანახებთ თუ რა დიქტატორი პრეზიდენტი გვყავს!!!
გფარავდეთ უფალი.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)