დეამ გულშემატკივრებისგან შეტყობიონებები მიიღო. თბილისის ფორუმზე სპეციალურად დეასთვის დეას ფანკლუბის თემა გაიხსნა. მისმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, ეს ამბავი დეას ყურამდეც მისულიყო და მას ამ თემის ამონაბეჭდი მიაწოდეს. გიორგი დაფიქრდა და მიხვდა, რომ დეა აღარ ხუმრობს...
დეამ გულშემატკივრებისგან დაახლოებით 20 გვერდი მიიღო. ამ ფურცლებზე იყო ის აზრები, რომელსაც მისი გულშემატკივრები თბილისის ფორუმზე სპეციალურად დეასთვის განკუთვნილ თემაში წერდნენ. დეა ტკბებოდა თბილი სიტყვებით და ყველას დიდი მადლობას უთვლიდა. მისი შემყურე გიორგიც ხალისობდა, თუმცა კი აღნიშნავდა, რომ დეა აღარ ხუმრობს...
გიორგის მიაჩნია, რომ დეა ძლიერი კონკურენტია. მისთვის მართლაც საინტერესო იქნება ეს ფინალური კვირა და იმასაც ამბობს, რომ მართლაც არ იქნებოდა კარგი, თუ მის გვერდით რომელიმე სუსტი მოწინააღმდეგე დაჯდებოდა ფინალში. დეას ფანკლუბის გახსნაზეც დაფიქრდა. დეა კი მართლაც არ ელოდა, რომ ასეთი სერიოზული ფანკლუბი ეყოლებოდა. მას ყოველი ასეთი წუთი და წამი აძლიერებს და თვითდაჯერებულობას მატებს. გიორგი კი საკუთარ თვს აფრთხილებს, დეასთან ორთბრძოლა ხუმრობა საქმე არ იქნება!