www.beatfm.ge
როგორც იქნა საიტის პილოტვერსია (თუ შეიძლება ასე დაერქვას) გაიშვა. ნელ-ნელა დაიხუნძლება.
ამ კვირაში დაემატება გადმოწერები გვერდში ,,მოუსმინე", აქვე დაემატება გამორჩეული მელოდიები, 3D მიქსები, რომლებსაც იანვრიდან განვაახლებთ.
გალერეაში ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით.
ასევე გაგვიხარდება თქვენი აქტივობა ფორუმზეც (ამ კვირაში ეგეც გაქართულდება) სადაც მელომანიაში თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი ტრეკების გადმოსაწერი ლინკები დადოთ.
Beat Fm-ს ძალიან ახარებს ის ამბავი, რომ 1 დღის დადებულ საიტზე უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელია შესული და ფორუმზეც ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა ერთი დღისთვის.

რადიოს ყველა თანამშრომელი დარწმუნებული ვარ, რომ გახარებულია ამ აქტივობით და იმით, რომ პოპულარობას და თქვენს ერთგულებას არ კარგავს.

მალე საიტზე დაემატება ის გეგმები, რომლებიც 2010 წელში გვაქვს. არ იფიქროთ, რომ გავჩერდით. უბრალოდ მცირე პაუზაა და აგრესიულად არ ვმოქმედებთ.
This post has been edited by _jamiroquai_ on 29 Nov 2009, 14:57