ძალიან მომეწონა გიორგი მაისურძის სესახებ მასალა, უფრო ზუსტად - გოირგი მაისურაძის აზრები.
ზოგ ადგილებში, მომეჩვენა, რომ მე ვლაპარაკობდი, უბრალოდ ცოტასხვაგვარად დალაგებული წინადადებებით.
- განუმეორებელი ედექტი მოახდინა გრიგოლ რობაქიძესთან დაკავშირებულმა შეფასებებმა. პირველად გავიგე ეთნიკურად ქართველის უარყოფითი აზრი ამ , მართლაც და პათოლოგიურად მოაზროვნე ეთნოცენტრიკზე. მთელი ცხოვრება მიკვირს, როგორ შეიძლება ამ კაცის პათო/მითო/ეთნო კვლავჯვები მოგეწონოს. მეც მაქვს ამ კასზე და არანაკლებ პათო ტიპზე, კოწიაზე, ძალიან საინტერესო მასალები მათი თანამედროვე ადამიანებისა, რომლებზეც იმედი მაქვს გვექნება საშუალება მსჯელობისა.
- ზვიადიზმის, შევარდნაძიზმის და მიშიზმის გაერთიანება ძალაუფლების კრიტიკის კონტექსტში სანიმუშოდ სწორი და სამართლიანია. ნაირას "პოზიცია" და "ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია" წაკითხული მაქვს და ზუსტ კონტექსტშია მოხსენიებული.
-ხელისუფლებაში ყოფნით გამოწვეული ფსიქო-სომატურმა შოკმა დამშოკა, მაგარია!
- სტატია "ქართლის დედა" მახსოვს და მახსოვს ამ სტატიაზე, მაშინ ერთ-ერთ შეკრებაზე ასტაფიევი გაახსენდა ერთ-ერთ ტვინჩაკეტილ "ინტელექტუალს".
- "ბოზი" და "პიდარასტის" თემაც ძალიან ცხადად არის ახსნილი და ქართული აღზრდის სისტემის ავტორიტარულ მოდელთან დაკავშირებული
-ქალთა ემანსიპაციის საბჭოთა და ქართულ გამოცდილებაზე მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს, მაგრამ კოლონტაის პიროვნულ და ინტელექტუალურ მნიშვნელობაზე ჩვენი აზრები ემთხვევა
- ბოლშევიზმის და მართლმადიდებლური სუბლიმაციის თემას მთლიანად ვეთანხმები, უფრო მკაცრიც ვიქნებოდი.
- ცოცხალი ბუშის მკვდრად გამოცხადება ანუ მისი სახელის ქართული ქუჩით უკვდავყოფაც ძალიან მაგარი იყო.
საუკეთესო ინტერვიუა - ცოცხალი, გულწრფელი და მომავლისკენ მზერით.
დანარჩენი მერე!