
აქ რა დღეში ყოფილან

`ღია ბოქლომმა~ `იმიჯცენტრის~ მოდელს თამარ შედანიას სასამართლო პროცესი მოუგო...
`მის სამეგრელო 2007-მა~ და "Eლიტე Mოდელ Lოოკ Iნტერნატიონალ 2007-ი საქართველო-ს" გამარჯვებულმა, 16 წლის მოდელმა თამარ შედანიამ 2007 წლის ოქტომბერში ზუგდიდის ყოველთვიური ჟურნალის `ღია ბოქლომის~ წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვინაიდან შედანია არასრულწლოვანია, საჩივარს ხელს მისი დედა ეკატერინე ჩუხუა აწერდა, ხოლო განცხადებას ბოლოში ჰქონდა მინაწერი: `ვეთანხმები დედაჩემის მიერ შედგენილ განცხადებას. თ. შედანია~. მოდელის და მისი ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალ `ღია ბოქლომის~ #7 დაბეჭდილმა სტატიამ (წწწ.ოპენტეხტ.ორგ.გე/07/გიაბოქლომი/07/07-25.ჰტმ ).
აღნიშნული სტატიის ავტორია ჟურნალისტი მაკა ქარცხია, რომელმაც თამთა შედანიას ინტერვიუს, რიგითი ზუგდიდელის საკმაოდ სკანდალური კომენტარიც დაურთო. შედანია რედაქციისგან გავრცელებული ცნობის უარყოფას მოითხოვდა, და მედიასაშუალებას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 ლარს სთხოვდა. თუმცა 14 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ მოდელის და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიოდან მომჩივანმა მხარემ ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტაციის წარმოდგენა. `ღია ბოქლომის~ რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით ~სასამართლო ობიექტური მხოლოდ ა-პოლიტიკური საკითხების განხილვისას არის, რაც დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფაა~.
მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი #39 ბ
შეკითხვების შემთხვევაში
დაგვიკავშირდით ნომერზე: 855 17 65 33
სააგენტო დაფუძნებულია
საგამომცემლო სახლ ~ღია ბოქლომის~ მიერ
* * *
ეს ილიას ნომერია და მხოლოდ თამთამ დაურეკოს!