#10434897 · 16 Jul 2008, 09:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მაესტრო იყო მუსიკალური არხი და ჯობია ამ პროფილით დარჩეს და მეტი პოპულარიზაცია გაუკეთოს ნორმალურ მუსიკას, იქნებ ხალხს გემოვნება მაინც აუმაღლონ... |
გეთანხმები...
QUOTE | პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას კი აზრი არ აქვს... |
მაგაშიც გეთანხმები, მაგრამ ერთი რამ მინდა დავამატო - მამუკა ღლონტი პოლიტიკურ თამაშებში არასდროს მონაწილეობდა და არც ახლა მონაწილეობს. ხელისუფლება უბრალოდ დაკომპლექსებული და შეშინებულია და ჰგონია რომ ვინც მათ არ აქებს ყველა ოპოზიციის მომხრეა, არადა მამუკა ღლონტი ოპოზიციას უფრო მეტს ლანძღავს ვიდრე პოზიციას, თუმცა არც პოზიციას აკლებს. ჩემი აზრით უნდა არსებობდეს არხი რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელსაც არავინ შეუზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. უნდა არსებობდეს არხი, რომელიც სიმართლეს იტყვის. "რუსთავი-2"-ს ტყუილად კი არ უწოდებენ "ერორს", error ნიშნავს შეცდომას, ეს არხი შეცდომაა ქართულ ტელესივრცეში, ამ არხმა გაანადგურა სარეკლამო ბაზარი, გემოვნების დეგრადაცია მოახდინა...
|