დუეტი ''ჯორჯია'' საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვასაქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციამ დღეს ''ახალი ტალღა 2008-ის'' გამარჯვებულ დუეტ ''ჯორჯიას'' უმასპინძლა. გამარჯვებუ-ლების შესახვედრად ნაციონალური სასახლის ეზოში საპატიო მიღება გაიმართა. ხელი-სუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები მაკა ზამბახიძეს და რატი დურგლიშვილს საზეიმოდ შეხვდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა ქართველი შემსრულე-ბლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ასევე, გაწეული შრომისათვის ქართული ესტრადის მომღერალი ლელა წურწუმია და 1989 წლის ''იურმალას'' გამარჯვებული სოსო პავლიაშვილიც დააჯი-ლდოვა.
''მინდა პატივით მივესალმო და გამარჯვება მივულოცო ახალგაზრდა მომღერლებს. ისინი თავიდანვე გამარჯვებაზე იყვნენ კონცენ-ტრირებულები და მომზადების წყალობით გამარჯვება შეძლეს. როცა გინდა რომ გაიმარჯვო, საჭიროა ლტოლვა გამარჯ-ვებისკენ, წინასწარი მომზადება და ბევრი შრომა. ''იურმალას'' სიმღერის ფესტივალზე საქართველომ უკვე მეორედ გაიმარჯვა. ჩვენ გამარჯვებები გვჭირდება. საქართველო გავა მსოფლიოში და ყველას დაანახებს, თუ როგორი ნიჭიერი ერია.'' - მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი.
''ახალი ტალღა 2008-ის'' ლაურიატები თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმაც დააჯილდოვა. დუეტს თბილისის მერიის სახელით ორი ''შევროლეს'' ფირმის ავტომო-ბილები გადაეცათ.
''დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გამარჯვება გაიზიარა. ეს მთელი საქართველოა. ძალიან მიხარია და სიტყვები არ მყოფნის. მადლობა პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან ერთად განიცდიდა და ჩვენი გამარჯვების სჯეროდა.'' - მაკა ზამბახიძე - ჯგუფი ''ჯორჯია''.
მიღება პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართვე-ლი მომღერლების კონცერტით გაგრძელდა. პირველი სიმღერა დუეტ ''ჯორჯიამ'' შეასრულა. მომღერლები სცენაზე ერთმანეთს გვიან ღამემდე ენაცვლებოდნენ. სასიამოვნო გარემო კი გამარჯვებულ განწყობას კიდევ უფრო ალამაზებდა.