“ჟურნალისტის დღიურის” ჟურნალისტმა იასე ცინცაძემ “იმედი” დატოვა
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
14 / 03, 2010 22:00
Print
Font size:
“ტელეიმედის” ჟურნალისტმა, გადაცემა “ჟურნალისტის დღიურის” ჟურნალისტმა იასე ცინცაძემ ტელეკომპანია დატოვა.
როგორც დღეს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში იასე ცინცაძემ განაცხადა, მან არხი “იმედის” ეთერში გასული “მოდელირებული ქრონიკის” გამო დატოვა. მისი განმარტებით, მისთვის მიუღებელია ისეთი ფორმით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როგორც გუშინ მოხდა.
იასე ცინცაძის ინფორმაციით, მას ტელეკომპანიის დატოვებასთან დაკავშირებით “იმედის” ხელმძღვანელობასთან საუბარი არ ჰქონია და შესაბამისი განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილებაა.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს “ქრონიკის” “მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?