მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ცოტა უფრო ნიჭიერი © უცნობი
............ სიმართლე უთქვამს
იმათ აქვთ სხვა ფსიქოლოგია - დილით გადიან, მუშაობენ... და ჩვენ კი სხვა ვართ © უცნობი
.......... ნამდვილად, ჩვენ სამსახურის მერე მეგობრებს ვნახულობთ ნათესავს მოვიკითხავთ, ჭირს და ლხინს გავუზიარებთ და კვირის ბოლოს კარგადაც ჩავუჯდებით, მართალია უცნობი

ამერიკის ასაკის თუთის ხე მიდგას ეზოში © უცნობი
.......... მე კიდე უფრო დიდი ხნის ჭადარი ვიცი რაჭაში
მარხვას რომ არ დაიცავ ამის დედა ვატირე © უცნობი
......... ნამდვილად ტეხავს

მაგრამ ციხეში ცოტა ძნელია და გული სწყდება კაცს...
უფალო, მაპატიე, რომ სიგარეტი მიჭირავს და ისე გელაპარაკები © უცნობი
......... ხო მარა სიგარეტით თუ უსიგარეტოდ მაინც ელაპარაკება, ბევრი მაგასაც არ ვაკეთებთ....
ქრისტე მოვიდა და ადამიანს უთხრა: "შენც შეგიძლია იყო ჩემნაირი, ყოველ შემთხვევაში იჩალიჩე რა" © უცნობი
.......... და რა არის მაგაში ცუდი ცოტა ადამიანურ ენაზე რომ ვილაპარაკოთ ყველა ადამიანისათვის ყველაზე სათნო სულზე? აქ ვიღაც ზედა პოსტებში ტაბუებზე ლაპარაკობდა როგორც მახსოვს
ჩავიხადეთ, გადავიკუზეთ და მოდიიიიიით დავიყვირეთ © უცნობი
.......... ნამდვილად მასე იყო და მე ეგ ჯერ კიდევ სექტემბერში დავწერე ჩემს ბლოგზე რაც ჩვენ 12აგვისტოს გავაკეთეტ ზუსტად ეგ ერქვა
ჩემი დედა მოვტYYYY თუ არ დაგვბომბონნნნნნნნნნნნნნნნ © უცნობი
.......... ნუ ვერ ვიკამათებ არ ვიცი ვის გულისხმობდა
მაინც გიჟს მეძახიან და ბარემ ბოლომდე ვიყო გიჟი © უცნობი
......... ნუ აქაც არაფერია საკამათო, ვისაც არ მოსწონს გადართოს
ილია არაა ჩემი კუმირი © უცნობი
........ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ძნელია რამეს მტკიცება, იქნება და რა მოაყოლა მერე ტექსტი?!....
გიორგი თარგამაძე იყო ჩემთვის მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის © უცნობი
......... ბევრისთვის იყო 2007წლის 26დეკემბრამდე, მაგაში უცნაური არაფერია
მე ამერიკას ჯეფერსონებით და ლინკოლნებით ვიცნობდი და ეს მეთიუ ბრაიზა რა ჯანდაბაა © უცნობი
........ და მართლაც ვინ ჯანდაბაა მეთიუ ბრაიზა რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში აღარ მუშაობს?!....
შევარდნაძის დროს კარგად ვცხოვრობდით, ჩახუტებულებიც ვიყავით... რუსებმა კიდევ იმიტომ დაგვარტყეს, რომ ჩვენ ვუკიკინებდით © უცნობი
....... მართლა ვუკიკინებდით და მაგიტომაც დაგვარტყეს, ეს კონკრეტული ფრაზა მეც მოსმენილი მაქვს და აქაც კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, აქ ლაპარაკი იმაზე იყო რომ ჩახუტებულებიც ვიყავით, გალიც პრაქტიკულად ჩვენი იყო პარტიზანების დამსახურებით, კოდორიც, ბატალიონ მონადირის დამსახურებით, სამაჩაბლოს პრობლემა პრაქტიკულად აღარ არსებობდა და ერგნეთის ბაზრობის დამსახურებით ომის ტკივილებიც მოშუშებული იყო, ვიმეორებ უკეთესად ვცხოვრობდით შედარებით და ამ ჩახუტება ჩახუტებაში შევარდნაძემ იმხელა მილი ჩაუდო რუსეთს, რომ ამ მილის (და არა მიშას ) ხათრით 6 პრეზიდენტი ჩამოფრინდა თბილისში, რუსებს ეს მილი რომ არ გაეწყვიტათ...
დავუშვათ შეხვედი რესტორანში და სხედან კანადელები, ევროპელები, ამერიკელები და რუსები. ვისთან დაჯდები? ხო რუსებთან დაჯდები? © უცნობი
....... ძალიან ბევრი დაჯდება რუსებთან დღემდე და ეგ რეალობაა, იმიტომ რომ ავად თუ კარგად 200წელია ურთიერთობა გვაქვს და ბევრი საერთო გვაქვს, ეგ ცუდია და ჩემი პირადი მოსაზრებით საქართველოს უბედურებების ბევრი სათავეც რუსეთუმეობიდან მოდის მარა მაგას გინება და კიკინი კი არ უნდა, მეთოდურად და ნელნელა უნდა სხვა უკეთესი ფასეულობებით ჩანაცვლება და არა სიშლეგით
აი ეს მიყვარს

როდესაც ადამიანია რგუმენტებით გეკამათება და შენც ლოგიკურად პასუხობ, ისე მთლად უცნობისტი არც მე ვარ და არც ერის მამად მიმაჩნია, მაგრამ ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი რომაა ეს ფაქტია, თუნდაც იმიტომ რომ იმდენი მოახერხა ნახევარ თბილისს ასმენინებს გივის

და იმიტომ ვაფასებ რომ მოიფიქრა როგორ გამოეხატა პროტესტი და იმოქმედა, ვინც არ მოქმედებს ის უფრო ცუდ დღეშია მე თუ მკითხავთ და თუ არ მოგწონთ გადართეთ ბატონო გადართეთ უამრავი სხვა რამეც არის საყურებელი საკაბელო სივრცეში (ქართულ არხებს არ ვგულისხმობ).... რაც შეეხება მიშას სუშის და მასაჟისტებს ეგ მემგონი უკვე ისეთი თემაა რაც კომენტარსაც არ საჭიროებს და უბრალოდ ამორალურია..... არ შეიძლება ქვეყანაში 300ათასი ლტოლვილი გყავდეს და შენ ათი ათასებს სადილებში და მასაჟში იხდიდე და თუ ვინმე ვერ ხვდება რატომ არის ეგ ამორალური არც ვეკამათები....
და მაინც:
გიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიივიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

(ეს ისე განწყობისათვის

)