ეგ "მაესტრო " რაც არის კარგად გავიგე.
გუშინწინ ტესტები ჩავუტარე-მესიჯები გავუგზავნე არამაამებლური და აღმოჩნდა,
რომ მესიჯებსაც და ზარებსაც "ფილტრავენ",ანუ ანტი-გრეჩიხულ მესიჯებს ან არ უშვებენ
ეთერში (არადა 2 ლარი ღირს-ტყუილია ვითომ მხოლოდ 1 ლარი,დავთვალე),ან ათ პროგრეჩიხულ
მესიჯზე მხოლოდ ორ ანტიგრეჩიხულს უშვებენ,ხალხი რომ არ მიხვდეს ცენზურის არსებობას.

პირველი სამი მესიჯი რომ არ გაუშვეს,მეოთხეში დავუწერე-ყველა ქართულ ფორუმზე
ხვალვე დავწერ,რომ ცენზურა გაქვთ-მეთქი და ამის მერე ეგრევე გაუშვეს,მაგრამ მხოლოდ მესამე,
ბოლო მესიჯი.პირველი ორი მაინც "ჩაყლაპეს".
თანაც შემოაჭრეს,რაც არ უნდოდათ რომ ეთერში გასულიყო-კერძოდ ის ფრაზა,სადაც დავუწერე
რომ მისი ძმის,ლევანას ფალსიფიცირებული ღვინის ბიზნესს შევარდნაძემ მონოპოლიური პირობები
შეუქმნა,ააყვავა და შენ რაღა სინდისით ლანძღავ-მეთქი ედიკას?
ეგ არ მოეწონათ და არ გაუშვეს,არადა სიტყვის თავისუფლებაზე რამდენს ჩხავიან!
ახლა რომ ამას აკეთებენ,ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ-წარმოიდგინეთ რა ცენზურა ექნებათ-
მიშა სანატრებელი დემოკრატი მოეჩვენება ყველას.