ამას +
სტატია "ოპოზიციის საიდუმლო გეგმები, 9 აპრილი" (ავტორი ქეთი ხატიაშვილი). ციტატები სტატიიდან: "ამ დღეს ბურჯანაძე ან პრეზიდენტის გვირგვინს დაიდგამს, ან საერთოდ გაქრება პოლიტიკიდან", "მის ასეთ ოპტიმიზმს ოპოზიციაში არ იზიარებენ", "ახლა ბურჯანაძე უკვე გრეჩიხას იგდებს მასხრად, შენ რა ხალხის გამომყვანი ხარო", "მერაბიშვილის ფრაზა– პოლიცია მიტინგზე ხალხის უსაფრთხოებას დაიცავსო"...
სტატია (იმავე გვერდზე) "ნინო ბურჯანაძე უცნობთან ფარულ შეხვედრებს მართავს". ციტატები: "ექსსპიკერი საკან#5–ში ორჯერ იყო, თუმცა მაესტროს ეთერში მისი ვიზიტები არც ერთხელ არ გაშუქებულა", "რადგან შეხვედრა ასეთი გასაიდუმლოებული იყო, სავარაუდოდ მათ ისეთ თემებზე ილაპარაგეს, რომელსაც არავის უმხელენ(!). მაგალითად როგორ და რა მეთოდით აპირებენ სააკაშვილის ჩამოგდებას 9 აპრილს"...
ნიუსი სრულად (იმავე გვერდზე): "ნინო ბურჯანაძემ რომ შეიტყო, სააკაშვილი სამთავრობო რეზიდენციებს ყიდისო, აღშფოთებულა: – მაგას ვინ ეკითხებარეზიდენციის გაყიდვასო. როგორც ჩანს ნინოს თავი უკვე პრეზიდენტი ჰგონია და ბრაზობს: უჩემოდ ერთი მტკაველიმიწაც არ უნდა გაიყიდოს, მე ვარ ყველაფრის ბატონი და პატრონიცო" (სტილი დაცულია).
შემდეგ...
ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან და ამ ინტერვიუს სათაური – "ბურჯანაძე ურეიტინგოა". ამ სტატიაში არის "7 ბრალდება" ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ და ეს უნდა წაიკითხოთ რაა...
შემდეგ...
"პაშლი ვი კჩორტუ" (რუსული შრიფტით. ეხლა მეზარება...). ქვესათაური: "ეკა ტყეშელაშვილმა ამერიკაში ალასანიასა და ბურჯანაძეს რეკომენდაცია გაუწია". წყარო შალვა ნათელაშვილი...
შემდეგ...
სტატიის სათაური: "რატომ არის სირცხვილი ნინო ბურჯანაძის გვერდით დგომა". ეხლა ციტატების თავი აღარ მაქვს. იქვე ერთი პატარა ნიუსია სათაურით "ნინო მარგალიტებიან ტორტში 25 ათასს იხდის?", თურმე "ნინო ბურჯანაძემ გუდვილს მარგალიტებიანი ტორტი შეუკვეთა. მგონი დაბადების დღისთვის, უთხრეს "პრაიმტაიმს" "გუდვილში", თუმცა ფასი არ დაუკონკრეტებიათ". ნიუსიდან კი ირკვევა, რომ თურმე ასეთი ტორტები 1000 დან 25 ათას ლარამდე ღირს ვდა "გუდვილი" 4 წელია ნინო ბურჯანაძის შეკვეთებს იღებს...
შემდეგ...
ამავე გვერდზე ნიუსი ოქრუაშვილზე სათაურით "ვისზე იძიებს შურს "ოქრო".
შემდეგ...
იმავე გვერდზე, ოღონდ ვერ გავიგე ნიუსია თუ იუმორისტული ჩანახატი სააკაშვილის (ან მერაბიშვილის) "მეგობრობიდ დღიურიდან" –
მიხეილ სააკაშვილი ურეკავს ვანო მერაბიშვილს.
– ვანო, მინდა გითხრა, რომ რევოლუციურ ცვლილებებს ვაპირებ.
– როგორ თუ რევოლუციურს? – გაუკვირდა შს მინისტრს.
– ჰო, მინდა ყველა გამოვცვალო მთავრობაში...
– როგორ, ჩემი შეცვლა გადაწყვიტე? – გულწრფელად გაუკვირდა ვანოს.
– არა, არა, შენ როგორ გამოგცვლი, – გადაიხარხარა მიშამ.
– ჰო, ღრმად ჩაისუნთქა მერაბიშვილმა, – აბა, ეგ რა რევოლუციური ცვლილებებია, თუ მე არ მცვლი?
შემდეგ...
სტატია სათაურით "ვინ შეცვლის ბადრი პატარკაციშვილს და ვინ დააფინანსებს ახალ რევოლუციას", ინტერვიუ ბონდო შალიკიანთან.
შემდეგ...
"9 აპრილისთვის მე და ჩემი ბიჭები მზად ვართ" – თენგიზ კიტოვანთან ინტერვიუ... იქვეა ყარყარაშვილთან ზემოთ ნახსენები "ინტერვიუ" და შემდეგ (იმავე გვერდზე) ვენაში სკანდალურად აღმოჩენილი ბადრი ბიწაძე...
ოპოზიციაზე მეტს ვეღარ გავაგრძელებ და გადავალ 25–ე გვერდზე.
სტატიის სათაური: "მეორე პირის პირადი CV" (საუბარია დავით ბაქრაძეზე) სტატიის ქვესათაურები: "ბანალური გაცნობა", "ქორწილში მეუღლესთან არ იცეკვა", "ოჯახი - ვალდებულება", "ბაქრაძის შვილები უგულავას სახელზე მიმართვებს წერენ", "შეძულებული სუპები და მოხარშული კვერცხი", "სასიყვარულო მესიჯები და ინტერნეტ-კომუნიკაცია" და აქ უკვე გული ამერია...
გული ამერია მთელს გაზეთზე. კი ვიცოდი რისი გაკეთებაც იგეგმებოდა, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდი...
სულ კარგად იყავით...