sandro30475
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 145112
რეგისტრ.: 22-March 12
|
#30675689 · 12 Apr 2012, 20:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„გადავარჩინოთ საქართველო ეკოციდისგან“ „მწვანეთა პარტია“ 22 აპრილს საერთაშორისო საპროტესტო აქციას ჩაატარებს
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ კატეგორიულად უპირისპირდება და გმობს სააკაშვილის ხელმოწერით ამოქმედებულ კანონმდებლობას, რომელმაც გააუქმა საქართველოს ბუნების განადგურებისთვის დაწესებული ყველა სასჯელი! „- ბოლო ერთი თვის განმავლობაში არანორმალური საკანონმდებლო აქტები იქნა მიღებული. საქართველოს პარლამენტის მიერ, მთავრობის მიერ ჩაწოდებული. ეს დაიწყო ბირთვული და რადიაციული კანონიდან. ამან გააუქმა 1998 წელს მიღებული კანონი, რომლის მიხედვით იკრძალებოდა რადიოაქტიური ნარჩენების შემოტანა, ტრანზიტი, ექსპორტი, რეექსპორტი. ბირთვული ტექნოლოგიების შემოტანა-გატანა. ახალმა კანონმა ეს ყველაფერი დაუშვა. მერე ამას მოაყოლეს წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვება. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაშენების პირას მისულ ცხოველებზე ნადირობა დაიშვა, თანაც - დაცულ ტერიტორიებზე. ამას მოაყოლეს კიდევ ერთი: თუ ადამიანი, იურიდიული პირი გადაიხდის ფულს, მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ცეცხლი წაუკიდოს ტყეს, ამოწყვიტოს ცხოველები, მოხსნას ნაყოფიერი მიწა და საზღვარგარეთ. შხამქიმიკატები და ტოქსიკური ნივთიერებები ჩაყაროს წყალში. ამას ჰქვია შეთანხმება სამინისტროსა და პირს შორის. ვერა ქაბალიას მიეცა უფლება, კორექტირება შეიტანოს მიწისძვრების ბალიანობაში. ამის ისე დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს დამთავრდება კატასტროფით. ამას ჰქვია ეკოციდის დაკანონება. ეკოციდი პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის გენოციდთან. საერთაშორისო სამართალში ეკოციდი და გენოციდი ერთი და იგივე დანაშაულია. ერთი ეხება ბუნების განადგურებას, მეორე - ადამიანების განადგურებას და ერთნაირად ისჯება,“- აცხადებს პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე. ეკოციდის გამოვლინება #1: • საქართველოს პარლამენტმა გააუქმა „მწვანეთა პარტიის“ მიერ 1998 წელს შემუშავებული და დღემდე მოქმედი კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომლითაც საქართველო ბირთვული ობიექტებისა და ტექნოლოგიებისგან და რადიოაქტიური ნარჩენებისგან თავისუფალ სახელმწიფოდ იყო გამოცხადებული, ხოლო „ახალი“ კანონი წარმოადგენს მცდელობას, საქართველო გადააქციოს ბირთვული ობიექტების მშენებლობის პოლიგონად და ბირთვული ტექნოლოგიების სატრანზიტო დერეფნად: 1998 წლის კანონით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული იყო: 1. ბირთვული ობიექტების, მათ შორის ატომური სადგურების მშენებლობა; 2. რადიოაქტიური ნარჩენების შემოტანა ნებისმიერი მიზნით, მათი ტრანზიტი, ექსპორტი, რეექსპორტი და იმპორტი; 3. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი. 2012 წლის მთავრობის „ახალი“ კანონით დაშვებულია: 1. ბირთვული ობიექტების, მათ შორის - ატომური სადგურების მშენებლობა; 2. რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი; 3. ბირთვული იარაღის, ან სხვა ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი. ეკოციდის გამოვლინება #2: • საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ითვალისწინებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარემოდან ამოღების ახალი წესებისა და პროცედურების შემოღებას. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებზეც ნადირობა შეიძლება დაიშვას. დათვზე, ირემზე, ჯიხვსა და სხვა იშვიათ სახეობებზე ნადირობა შეიძლება კანონს დაექვემდებაროს. ეკოციდის გამოვლინება #3: • საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, რითაც ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში “გარემოს დაცვის შესახებ” და სხვა საკანონმდებლო აქტებში. წარმოდგენილი ცვლილებებით დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, შეთანხმების დადება განუსაზღვრელი ვადით, რომლის მიხედვითაც შეთანხმებით განსაზღვრულ პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად. ცვლილებების მიხედვით, ასევე, დაუშვებელია პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ. ეკოციდის გამოვლინება #4: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მშენებლობისთვის, დადგენილი სეისმურობის (მოსალოდნელი მიწისძვრების) სიდიდის კორექტირების შესაძლებლობა მიეცა. ცვლილება "სამშენებლო ნორმებისა და წესების – "სეისმომედეგი მშენებლობა" დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში შევიდა. ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა, რომ კონკრეტული მშენენებლობისთის (სახლი, კაშხალი) მინისტრის ბრძანებით, განხორციელდეს უკვე დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირება ანუ შემცირება (საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეისმურობის (მიწისძვრების) ბალიანობის შემცირება მნიშვნელოვნად აიაფებს მშენებლობას). სეისმურობის რეალური მნიშვნელობის გათვალისწინება აუცილებელია მოსახლობის უსაფრთხოებისთვის, რდგან მიწიძვრის დროს ნაგებობამ ნაკლები ზიანი მიიღოს და მოსახლობის სიცოხლეს საფრთხე არ დაემუქროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დიდი კონსტრუქციების, მაგალითად წაყალსაცავების კაშხლების მშენებლობისას, რომელმაც ასეულობით მილიონი ტონა წყალი უნდა შეაკავოს. თუ კაშხალი აშენებული იქნება სეისმური ნორმების იგნორირებით, მაშინ მიწისძვრის დროს კაშხლის გარღვევა და კატასტროფა წყალსაცავის ქვევით მცხოვრები ათასობით ადამიანების ფიზიკური განადგურება გარდაუვალი იქნება! საქართველოს ხელისუფლება ყვალაფერზე მიდის თავისი გეგმების განხორციელებისთვის, მოსახლეობის გენოციდის რისკის ფასადაც კი. „საქართველო სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. აქ შესაძლებელია მოხდეს მიწისძვრები, რომელთა მაგნიტუდა 7-ის ტოლია, ხოლო მაკროსეისმური ეფექტი 9 ბალი. ამას ადასტურებს როგორც ისტორიული, ისე ე. წ. ინსტრუმენტული მონაცემები (1963 წ. ჩხალთის, 1991 წ. რაჭის მიწისძვრები). სეისმური საფრთხე განსაკუთრებით დიდია ურბანიზებული ტერიტორიებისათვის, სადაც მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე, მრავალსართულიანი შენობების, საქალაქო ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის მსხვერპლისა და ზარალის რისკს“ „მწვანეთა პარტიამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დღეებში სარჩელი შეიტანა, სახელწოდებით, „გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ეს სარჩელი უკვე გატარდა რეგისტრაციაში. როგორც პარტიის ოფისში 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მწვანეთა ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, პარტია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას აპირებს საქართველოს ეკოციდის შესაჩერებლად. „- ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საერთაშორისო აქცია, რადგან საქართველოში ვერ ხერხდება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენ გუშინ სპეციალური ტექსტით მივმართეთ თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის - მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს, გაეროს შესაბამის სტრუქტურებს, და რა თქმა უნდა - ევროკავშირს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ჩვენს მეგობრებს ევროპარლამენტში, და ყველა პარტიას, რომლებიც არიან ევროკავშირის ფარგლებში. ევროპის არასამთავრობო სექტორს, შეერთებული შტატების არასამთავრობო სექტორს, და შესაბამის პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვაქვს ასეთი სურვილი: 22 აპრილი გახლავთ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც, რომ საქართველოს საელჩოებთან მოაწყონ საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „გადავარჩინოთ საქართველო ეკოციდისგან“. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ კანონპროექტის ავტორებს მოვუწყოთ საინფორმაციო შეტევა. ჩვენ ვაპირებთ, თბილისში ორგანიზება გავუკეთოთ პირველ დიდ ეკოლოგიურ საპროტესტო აქციას. მე ვფიქრობ, რომ ამაში ჩაერთვება ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ოდნავ მაინც შესტკივა გული ქვეყნის მომავალზე, არასამთავრობო სექტორი და მოსახლეობა, თავისთავად, რომელიც ამ კანონმდებლობის შედეგად გაწირეს,“- განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი გაჩეჩილაძემ.
სანდრო უსტიაშვილი
|