ინფორმაციისათვის: ვაკოპირევ იმ წერილის შემოკლებულ ვერსიას, რომელიც იმეილით გავრცელდა.
ჩვენო ძვირფასო ავტორებო, კონტრიბუტორებო და გულშემატკივრებო,
მინდა გაცნობოთ, რომ შემდეგი ნომრიდან, "ცხელ შოკოლადს" ეყოლება ახალი რედაქტორი, ნინო ლომაძე. ნინო უკვე 2 წელია ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორია და ჩემგან განსხვავებით, პროფესიონალი ჟურნალისტია.
ამიერიდან, თქვენი ყველა იდეა, შემოთავაზება თუ უკვე მზა სტატია შეგიძლიათ ნინოს გაუგზავნოთ.
"ცხელი შოკოლადიდანაც" სხვადასხვა ინიციატივებით ნინო შემოგეხმიანებათ ხოლმე. აქვე მისი საკონტაქტო ინფორმაცია.
email: ninolomadze@gmail.com
ჟურნალის აღმასრულებელ რედაქტორად დარჩება ნინო ჯაფიაშვილი.
email: njapiashvili@gmail.com
როგორც ჯურნალის გამომცემელი, ჩართული ვიქნები ჟურნალის მუშაობისა და განვითარების პროცესში.
(ან როგორ მოვითმენ, რომ არ ვიყო

ასევე, აპრილიდან ვიწყებთ სარედაქციო მუშაობას ჩვენს ახალ პროექტზე, ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემა "ლიბერალზე", რომელიც მაისში უნდა გამოვიდეს.
ამიტომ, უკვე ამ კვირიდან, დიდწილად "ლიბერალზე" მომიწევს გადართვა. თუმცა, მისამართი ჩვენს ორივე ჟურნალს საერთო ექნება, შესაბამისად, გულთან ძალიან ახლოს იქნება "შოკოლადიც"

სიყვარულით,
შორენა შავერდაშვილი