ლომკაზე გამახსენდა ...
"შოკოლადი" დახლებზე ცოტა აგვიანებს გამოჩენას - ტექნიკური პრობლემების გამო. მაგრამ ხვალიდან კანტი-კუნტად უნდა იყოს, სამშაბათიდან - ყველგან. დიიიიიიიიიიიდი ბოდიში ყველა ჩვენს უსაყვარლეს მკითხველს!
კომპენსაციის მიზნით, ჟურნალის სარჩევს დავდებ (უფრო სწორედ, სარჩევის ფრაგმენტს):
კომენტარები:
მუშათა კლასი "სამოთხეში", ინტელექტუალები - გილიოტინაზე; - დავით ბუხრიკიძე
პროფილი ანფასში - სანდრო ნავერიანი
"იავნანამ" რა ქნას? - გიორგი ხასაია
ესეები:
"დიახ – ამნისტიას, არა – ამნეზიას" – საქართველოში ლუსტრაციის პერსპექტივების შესახებ –ანა დოლიძე
მზის ამოსვლამდე – ბექა მინდიაშილი
რელიგია და კორპორაცია – ზურა ჯიშკარიანი
მიშა – ლევან ბერძენიშვილი
წერილი:
თეთრი სპილო ფორევერ

– ანა კორძაია–სამადაშვილი
ისტორია:
პროვოკატორები – ნინო ლომაძე
საუბარი:
შალვა რამიშვილთან "იმანენტურად მონოლითური" – ქეთი სადღობელაშვილი
მე ჩემი სუპერ–სტატიების ნუსხა უკვე შევადგინე. მაგრამ არ მინდა თავს მოგახვიოთ...
მოკლედ, თავად განსაჯეთ.
კიდევ ერთხელ დიიიდი ბოდიში დაგვიანებისათვის! შოკოლადის არსებობის 5 წლიან ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს
* * *
ჰო, და რაც მთავარია. გვეღირსა "შოკოლადის" საიტი!
www.shokoladi.ge
(ჯერ ახალია და პრობლემები ალბათ უხვად არის, მაგრამ ნელ–ნელა გაიმართება. მთელი ძველი ნომრების არქივიც ახლა იტვირთება. )
ვისაც ძველი შოკოლადების ყიდვა გინდათ (ძველი ნომრები 2 ლარი ღირს), შეგიძლიათ მიაკითხოთ შოკოლადის რედაქციას ფალიაშვილი 108–ში და იკითხოთ ქალბატონი ლელა. ქალბატონის გარეშეც შეიძლება.