ახლა ვნახე გადაცემის ჩანაწერი.
მოკლედ ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია:
80-ელების თაობას აკლია თვითკრიტიკა. სულ ის ისმის, რა მაგარი იყო 80იანი წლების თბილისი, რა განუმეორებელი, რა რომანტიზმის ბუშტი.
სამზარეულოების რადიუსით შემოსაზღვრულ კონტრკულტურაზე გოგის აბსოლუტურად სწორი შენიშვნაც ამიტომ მოხვდა ლიკას აგრერიგად გულზე, რომ არათუ თვითკრიტიკა, არამედ სხვისი მხრიდან კრიტიკაც კი მაღალ ღირს ყურთ ფრიად ეხამუშებათ.
ხომ შეიძლება აღიარო, რომ კარგი იყო სამზარეულოში ჯდომა, მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც გეგონა, რომ სამზარეულოში ტუსოვკით და ღვინის წრუპვით სოც-რეალიზმს ანგრევდი, გაუშვი ყველაზე მნიშნვნელოვანი მომენტი ხელიდან და მართლმადიდებლური-რეალიზმის დასაწყისი გამოგრჩა მხედველობიდან...
სხვათა შორის, თვითკრიტიკის დეფიციტი იგრძნობოდა ფილმშიც (როცა ქართველი მხატვრები თბილისში საუბრობდნენ):
როცა წიბახა დიდი პათეტიკით ამბობს, რომ თურმე თბილისში არ არის საგამოფენო სივრცე, სადაც შეიძლება მისი და მისი მეგობრების ნამუშევრები დღეს გამოიფინოს.
დიახ არ არის.
ხოდა შექმნან მან და მისმა მეგობრებმა! დაწერონ პროექტი, მიიღონ დაფინანსება და გააკეთონ. თანამედროვე მხატვრები და ხელოვანები დასავლეთში სწორედ ასე მოქმედებენ.
თუ პროექტის დაწერა არ უნდათ (უტყდებათ, რადგან მერკანტილურად ჟღერს

) და მაინცდამაინც რომანტიზმი იზიდავთ, მაშინ მიბაძონ იმპრესიონისტებს და აირჩიონ ქართული ორსეის სადგური.
წიბახამ ასევე გამაღიზიანა თავისი უტაქტობით: ძალიან ცუდად მოიხსენია ლადო ბურდული და ჩიხლაძე.
გასაგებია, რომ შეიძლება დიდად გულზე არ ეხატებოდეს არც ერთი და არც მეორე, მაგრამ როდესაც იღებენ დოკუმენტურ ფილმს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე, უნდა გეყოს იმის ზრდილობა, რომ ადამიანი, რომელთან ერთადაც ერთ პროექტში გიმოღვაწია, მაინც და მაინც კამერის წინ არ დააკნინო.
ნიკო ცეცხლაძემ ტაქტიანად შეუსწორა, მაგრამ ეს მაინც ბოლომდე პირველ ჩვენებას მიყვა.

მოკლედ, ასეთი არაკოლეგიალურები რომ არიან ძვირფასი არტისტები, იმიტომაც არის ქართული არტი დღეს კლოაკაში.