
ველოდები!
კარლო კაჭარავა არ დაგვავიწყდეს




ა.შ.
ხატავენ არკის ქვეშ და არკის წინ, მავიწყდება შედარებები,
მკითხაობენ რაღაც სქემებით.
მოწყენილი ქერათმიანი ბავშვი _ ათეისტი პაპინი.
საღამო, მზე ჩადის. ყველაფერი ნაცრისფერია, თან მოყვითალო.
ეს საშინელი მუსიკა _ სიჩუმე. შემზარავია მომაკვდავი ქალაქი.
ქალის თვალი ნაპოვნი უნგრეთის გზაზე.
სევდიანი თვითანალიზი სახემრისხანე მამაკაცების დანუნციოს კვალი.
დემონიზმის სერაფიმული მზერა. მატარებელი დიდიხნის წინ მკვდარი მატარებელი.
სიმეტრიული თაფლი გემოს ვერ ვგრძნობ.
ხორცად ქცევის სურვილი, როგორც სარტრი ამბობდა.
მერე კენნეტ ნოლანდი, ობიექტურობის უმიზნო სურვილი
თუ უმიზნობის ობიექტივაცია.
ეს თაღლითობაა.
გარშემო უამრავი სახეა. მახსოვრობა გულის.
დიდი სურათების სურვილი და უფრო მეტად `ცხოვრების~ სურვილი.
ავხორცი პროლეტარი ქალი _ თეთრი ნატიფი ფეხებით _
დღეს ინტელექტუალურად ქცეული _ დიდი ქალაქის სექსუალური ზერია:
ბუკინისტურ მაღაზიაში, ბარში, როკკონცერტზე, ტუალეტში,
სასადილოში, ღამეში, საწოლში.
თეთრი კვადრატი თეთრ ფონზე, პილატე.
გზები, რომლებზეც არაფერი არ ხდება.
იქნებ ეს უკანასკნელი კივილია?