გმადლობ , მეც გილოცავ

ჩვენი ასტროლოგიური ნიშანი ყველაზე დერსკია.
ჰოდა, ახლა კარლო უნდა დავიცვა
ვერ გავიგე საერთოდ "რა შეჰმატას" რა კრიტერიუმები გაქვს.
სინამდვილეში კარლომ ძალიან ბევრი რაღაც შეჰმატა და ბევრითანც განავითარა ქართული არტი. თუნდაც იმით, რომ გზა გაუკვალა მომავალ თაობას და ფაქტიურად უფლება მისცა თამამად იყვნენ პოსტმოდერნისტები. ისევ ჩიხლაძეს დავესესხები, პერესტროიკის» პერიოდის ქართული რადიკალური პოეზია რევოლუციური იყო იმ ნიშნითაც, რომ მან პირველხარისხოვნად შემოიტანა ენობრივი პოეზიის პრეცედენტი ყოველგვარი თეორიული დისკუსიის გარეშე. შესაბამისად, ამ დროს პირველად გამოჩნდა ტექსტის გადახრა ექსპოზიციისკენ, ანდა თვითდესკრიპციისკენ. სახელები, რომლებიც მაშინ გამოჩნდა ქართული ლიტერატურის სცენაზე (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან რეპრეზენტაციები უფრო შეეხებოდა საბინაო შეკრებებს, ქუჩებს, გამოფენებს, უნივერსიტეტის აუდიტორიებსა თუ თვითგამოცემებს), სრულად წარმოაჩენენ ამ რადიკალიზმის შესაძლო სპექტრს. თუმცა, ეს ტენდენციები მათ შემოქმედებაში მხოლოდ განვითარებაში გამოჩნდა უფრო სისტემურად, ან სტილის სახით.
რატომ ენობრივი პოეზია? მისი განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანი ისევ კარგად ნაცნობი სახელოვნებო საკრალიზაციაა. პოეტიკა, არა როგორც გრძნობების გადმოცემის საშუალება, არამედ როგორც ხედვის ინსტრუმენტი. ეს მთლიანად პოსტმოდერნული მიდგომაა.
საწყისი სქემისთვის, სემიოტიკური ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, ყველაზე რადიკალურად კარლო კაჭარავას პოეტური შემოქმედება უნდა დასახელდეს, როდესაც იგი არც უწოდებდა საკუთარ მოღვაწეობას პოეზიას.
კარლო კაჭარავას ლექსები მისი ფაბულარული სურათების მოკლე შინაარსს ჰგავს, ან კინოსურათების სინოპსისს. ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ეს ლექსები ვერლიბრს მიეკუთვნება, ან ლექსებს პროზაში, მაქს ჟაკობის ტიპის. აქ უფრო დიდი წილია მოთხრობისეული სიუჟეტისა, არაკანონიკური ჰაიკუს ფორმით გადმოცემული. სრულიად არაპოეტური თხრობა, სადაც მეტაფორაც და ენაც მოთხრობის სტანდარტებისგან შედგება, გარდა რიტმისა (ისევე, როგორც ერნესტ ჰემინგუეის ჰქონდა ჟურნალისტური ფრაზის ლაკონურობა, მაგრამ არა რიტმი), რაც გადამწყვეტი დეტალია მისი ტექსტების პოეზიად მოაზრებისთვის. მაქს ჟაკობის და, შესაბამისად, მოდერნიზმის უნებლიე ასოციაცია მხოლოდ ადასტურებს, რომ კარლო კაჭარავა პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის თანმიმდევრული და სტილზე მომუშავე პოეტია, და არა სალონური მოდერნიზმის, რაც ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ქართული ვერლიბრის წიაღში.
პოსტმოდერნიზმი იყო ის ნიშანი, რის საფუძველზეც მოხდა ქართული «პერესტროიკის» პოეზიის იდენტიფიცირება დასავლეთის პროცესებთან
ესაა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მომავალში საშუალებას მისცემს ქართულმა პოეზიამ აღადგინოს მსოფლიოსთან სასაუბრო ენა და ათასი ჯურის შათირიშვილმა ვიღაც დაგვიანებული სიმბოლისტები მომავლის პოეზიად არ დაგვისახოს
სხვა რა შეიძლება შეჰმატოს 30 წლამდე ადამიანმა არტს 21 საუკუნეში?
ახლა თუ გლობალურ კონტექსტს გულისხმობ, ეგრე არცერთ არაესპანურ, არაინგლისურ და ა.შ. ავტორს არ შეუმატია არაფერი.
This post has been edited by shota gagarini on 18 Jun 2009, 17:08