kalinaisabellaეხლა მინდოდა მაგაზე თემა გამეხსნა ოღონდ მასმედიაში არა.
ცოტა მეტად რომ დავუკვირდეთ რაც მანდ ხდება და ზედაპირული აღშფოთება არ გამოვხატოთ ჯობია
პროექტს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ კასტინგის ასე ცალკე შოუდ გადაქცევას ორგანიზატორებიც არ ელოდნენ , მაგრამ ის რაც მანდ ხდება იმდენად სასაცილოა რომ ყველა ნორმალური ბიზნესმენი იგივეს გააკეთებდა. რეიტინგი აქვს ჯეოსტარის კასტინგს თვითონ ჯეოსტარზე მაღალი.
ეხლა მეორე საკითხს შევხედოთ, საიდან მოდიან ეს ყურზესპილოდადგმული ადამიანები. (მითუმეტეს ბავშვი არცერდი არაა, 18 წელზე მეტისაა ყველა) ან დედა არ ყავთ, ან მამა, ან მეგობარი? როგორ შეიძლება სმენა და ხმა არ გქონდეს და გეგონოს რომ მღერი? აბსურდია მემგონი.
ხოდა მე მგონია რომ საქართველოში ხდება ეს მარტო, იმიტომ რომ მარტო საქართველოში ეძახიან 20 წლის გოგოს და ბიჭს მშობლები "ბავშვს" და დარწმუნებული ვარ ამ ყროყინსაც უქებენ, ყოჩაღ შვილო რა კარგად მღერიო.
აბა ნორმალური ადამიანი, თუ რათქმაუნდა არ ღადაობს, მანდ როგორ უნდა მივიდეს, როცა "ჭრელო პეპელას" სიმღერა არ შეუძლია?
ხოდა მე არ მიტყდება რო დასცინიან.
This post has been edited by lemona on 30 Sep 2009, 11:37