სანამ ძაან გაუტევდეთ, შეგახსენებთ, რომ ფორუმზე მოქმედებს წესები, რომელთა დაცვაც სავალდებულო და აუცილებელია
http://forum.ge/rules.html#4.
სადაც ვკითხულობთ, რომ იკრძალება:
4.3.1.1. ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივება, ანუ სხვადასხვა ეროვნების, რასის ან რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს შორის კონფლიქტის შექმნის მცდელობები.
4.3.1.2. ეროვნული პატივმოყვარეობის შელახვა, ანუ კონკრეტული ეროვნების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლინება შეუფერებელი ფორმით. ამ პუნქტს განეკუთვნება უადგილო, შეუფერებელი ან შეურაცხმყოფელი ეპითეტების ხმარება რომელიმე ეროვნების მისამართით.
4.3.1.3. მოქალაქეების რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის, სქესის ანაც სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე მათი შეურაცხყოფა, დისკრიმინაცია. გამოკვეთილობის, უპირატესობის ანაც არასრულფასოვნების პროპაგანდა, ანუ მოქალაქეების შეფასებების გავრცელება(პიროვნულობის, მათი შესაძლებლობების, ქცევის) განპირობებული მათი დამოკიდებულებით რელიგიისადმი, აგრეთვე რელიგიურობის, ეროვნულობის ანაც რასობრივი მიკუთვნების მიხედვით.
ამას წინათ ერთ თემაში მეგრელებს რომ დაუწყეს კბენა და ეს წესები შევახსენე, დიდი შერლოკ ჰოლმსობა არ დაჭირვებიათ, მეგრელობა ,,დამაბრალეს"

იმედია, კეთილგონიერებას გამოიჩენთ და შენიშვნას გაითვალისწინებთ

აწ უკვე სომეხი, მარად თქვენი მოდერატორი
* * *
პ.ს. ვინაიდან თემამ უკვე 100 გვერდს მიაღწია, ვხურავ და გახსენით ვინმემ მეორე ნაწილი