#20572339 · 8 Jul 2010, 13:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგით რა, ეგრეც არ არის საქმე. "მხიარული ოჯახი" ახალი თაობის დეგრადაციას ემსახურება და მშობლების დამცირებას და ა.შ. BS
გეთანხმებით, რომ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ძალადობისა და სექსუალური სცენები დღის ეთერში, ფილმებში და ა.შ. და ასევე მსგასი სცენების შემცველი ანონსები საბავშვო გადაცემებისას. როდესაც რეკლამას ამა თუ იმ საეთერო დროში სვამენ, ჩვეულებრივ ითვალისწინებენ, თუ ვინ უყურებს ტელევიზორს ამ დროს. ანუ როდესაც სერიალი გადის, უშვებენ ძირითადად სარეცხი ფხვნილებისა და ა.შ. რეკლამებს, რადგან სერიალების ძირითადი მაყურებელი დიასახლისია. ამიტომ თავისთავად საინტერესოა, რატომ უნდა დასჭირდეს ვიღაცას "სიმართლის დრო" და რომელიმე ამერიკული სერიალი, თუნდაც "სექსი დიდ ქალაქში" დაანონსოს ამ დროს. მაგრამ ის, რომ რეკლამაში თქვეს უფროსებს არ დაუჯეროო და ტკბილი ჭამეო, ეს ჩემის აზრით განხილვად არ ღირს და უბრალოდ სასაცილოა
--------------------
- Is it because words are not important? - No. It's because they are. *** I don't fight anymore, I watch the bees.
|