Breakyვეცდები ფორუმის წესები დავიცვა..
* * *
აქ დავდებ სერიალების მსახიობების ინტერვიუებს, საინტერესო ფაქტებს, კურიოზებს, საინტერესო ფოტოებს და ა.შ.
თუ თქვენც გაქვთ მსგავსი მასალები გამოაქვეყნეთ...
აქ დავყრი იმ ინტერვიუებს, მასალებს, ფაქტებს და ინფოებს, რომლებიც "ტელენოველაში" დაიბეჭდა...
წარმატებები ყველას....
* * *
ჰუგო ლეონ ფერერი – ყველაზე რეიტინგული სერიალების შემქმნელი
სერიალების მოყვარულებს ეს მასალა ნამდვილად დააინტერესებთ. ვუყურებთ საყვარელ ნოველებს და ალბათ არც კი დავფიქრებულვართ იმაზე, თუ ვინ ან როგორ ქმნის მათ. ყველაფერი კი არცთუ ისე ადვილადაა... იბადება იდეა, რომელზეც შემდეგ უამრავი ადამიანი მუშაობს. იწერება სცენარი, მუშავდება, იქმნებიან ჩვენი საყვარელი გმირები, დგება სამსახიობო გუნდი, კეთდება დეკორაციები, განათება, თითოეული კადრის გადაღება და სხვა მრავალი ნიუანსია საჭირო იმისათვის, რომ პროდუქციას მზა სახით უყუროთ. ამ ყოველივესთვის კი მსახიობების დიდი მონდომება და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, რომელიც ზოგჯერ თვეობით გრძელდება. ალბათ საინტერესოა ვინ დგას ამ ყოველივეს უკან. კაცი, რომელსაც ახლა გაიცნობთ, უამრავი ცნობილი და ყველაზე რეიტინგული სერიალის პროდიუსერად გვევლინება. მაშ ასე:
***
ჰუგო ლეონ ფერერი კოლუმბიაში დაიბადა. ის საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი დოგმატები, განათლება და ყველაფერი ის იყო, რასაც ხელოვნებასთან ჰქონდა კავშირი.
***
ჰუგოს ჟურნალისტიკა იზიდავდა, თუმცა მოგვიანებით ამ პროფესიას პროდიუსერობამ გადასძლია. ის არ შემცდარა, რადგან სწორედ ამ საქმეში ელოდა მას უდიდესი წარმატება.
***
ამჟამად ის `ტელემუნდოს~ და ღთI ცოლომბია-ს მთავარი პროდიუსერი და ღთI-ის ვიცე-პრეზიდენტია. მის გარეშე არცერთი სერიალის გადაღების დაგეგმვა არ ხდება.
***
მისი პროდიუსერობით გადაღებულია უამრავი ჩვენთვის ცნობილი და საყვაელი ნოველა, რომელთა შირისაცაა: "ფარული ვნება", "ღალატი", "ბლანკოს ქვრივი'', ''სასტიკი სიყვარული'', ''ქალი სარკეში'', ''ზორო: ეკლები და ვარდები'', ''შტორმი'' და უამრავი სხვა.
***
როგორც მსახიობები აცხადებენ, გადასაღებ მოედანზე ჰუგო ძალიან მკაცრია, თუმცა მათ არ ზღუდავს და უფლებას აძლევს შესწორებებიც კი შეიტანონ ამა თუ იმ ეპიზოდში.
***
როგორც კინოკრიტიკოსები ამბობენ, მის მიერ გადაღებული არცერთი სერიალი არ ჩავარდნილა, უფრო მეტიც თითოეულმა მათგანმა მაღალი რეიტინგი მოიპოვა და ფინანსურადაც დიდი მოგება მოიტანა. სწორედ ამიტომ ის სერალების სამყაროში ყველაზე ძლიერ პროდიუსერად ითვლება.
***
როგორც თავად აცხადებს, მსახიობებს პროფესიონალიზმისა და იმის მიხედვით არჩევს, თუ რამდენად საყვარელი სახეები არიან ისინი საზოგადოებისათვის. ჰყავს ფავორიტი მსახიობები, თუმცა ამას ჟურნალისტებს არ უმხელს.
***
ამჟამად რამოდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობს. ასე რომ, შეგვიძლია იმედიანად დაველოდოთ ახალი რეიტინგულ სერიალებს.