დამიჯერე, რეიტინგზე ნამდვილად მოქმედებს, მაგრამ არანაირად არ მოქმედებს დადებითად.
საკუთარ მაგალითს მოვიყვან:
ღამით, როცა მაქვს ამის საშუალება და სურვილი, რომ იმედზე რაიმე ფილმს ვუყურო, ტელევიზორთან ვჯდები (თუ ვწვები. რა მნიშვნელობა აქვს) და ვცდილობ წყნარად ვუყურო, მაგრამ იმდენი სარეკლამო ჭრა არის, რომ ზოგჯერ მართლა ხმამაღლა ვიგინები. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბილწსიტყვაობა შორს ვართ ერთმანეთისაგან. აი მართლა გამოვყავარ...
ზუსტად არ მახსოვს სტანდარტები, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რომ ერთი საათის განმავლობაში სამი სარეკლამო ჭრა არის დაშვებული და კანონით ეს სარეკლამო დროც განსაზვრულია. ღამის ფილმის დროს რაც ხდება, იმას ვერ ავღწერ. ხუთ წუთში ერთხელ ხომ არ შეიძლება სარეკლამო ჭრა არა? თან ძირითადად ერთი და იგივე რეკლამებია (ანუ, შიდა რეკლამები), "ნანუკას შოუ", "სიმართლის დრო", "სამსონაძეები", სხვა (პოლიტიკური თუ არა...) თქოშოუების რეკლამები, მოკლედ რაა... ეს არის მაყურებლების წამება. ბუნებრივია იმის მიმართაც აგრესიული ხდები, რის რეკლამასაც ხედავ. მე ასე ვარ. სხვებზე პასუხს არ ვაგებ.
სერიალების დიდი მოყვარული არ ვარ. სულ რამოდენიმე სერიალს ვუყურებ: "შუა ქალაქი", "ჰაუსი" და "24". "შუა ქალაქის" რეკლამებთან (სარეკლამო ჭრების დროს რაც გადის) პრეტენზია არ მაქვს. ამ დროს "ნანუკას შოუს" რეკლამებსაც სიამოვნებით ვუყურებ და მაინტერესებს რა თემაზეა გადაცემა, სტუმრები ვინ იქნებიან და ა.შ. ვისაც არ აინტერესებს, ისინი გადართავენ ხოლმე სანამ რეკლამები დასრულდება და მერე გადმორთავენ. შეიძლება ითქვას, რომ იგივე ხდება "24"-ის დროსაც. ოღონდ რატომღაც ამ სერიალს ეხლა კვირაში ერთ სერიას აჩვენებენ... აი, "იმედის" ღამის სარეკლამო პოლიტიკა საოცრებაა. ერთხელ ჩაუჯექი იმედზე ფილმს და შენი ნერვები რა დღეში იქნებიან ნახავ. ოღონდ თუ ფილმი დაგაინტერესებს, თორემ თუ არ გაინტერესებს, არც არაფერი არ იქნება

ეს მართლა აუტანელია. ზოგჯერ ვამბობ, რომ იმედზე ფილმს აღარ ვუყურებ თქო...
დარწმუნებილი ვარ ბევრი ფიქრობს ასე. შესაბამისად, ასეთი სარეკლამო პოლიტიკა დაანონსებული გადაცემებისთვის მხოლოდ ანტირეკლამაა. ნორმალური დოზით რომ იყოს ეს სარეკლამო ჭრები, კიდევ აიტანდა ადამიანი, მაგრამ ამ რაოდენობით ვერაა....