#19091546 · 17 Apr 2010, 13:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | შემდეგ და შემდეგ უფრო კარგად გამოუვა smile.gif ხომ თქვა, რომ პირველად ვარ და ვღელავ, მაპატიეთო |
თუ ღადაობ არ ვიცი, მაგრამ ტუ სერიოზულად ამბობ - შანსი არ აქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც კამერის კომპლექსი აქვთ და რომლის გადალახვაც დროთა განმავლობაში (არა თავიდანვე პირდაპირ ეთერში მუშაობით) შესაძლებელია. მაგრამ, ამ გოგოს არაფერი არ ეშველება. კითხვა იცის თუ არ იცის ეს ცალკე საკითხია (და ჯერ კიდევ გასარკვევია), მაგრამ მეტყველების პრობლემა რომ აქვს, ეს ხომ ფაქტია არა... მე ერთი კითხვა გამიჩნდა - ამ ტელევიზიას პატრონი არ ჰყავს?
კეეე hexeQUOTE | რჩევა: გადაწერეთ ეს ვიდეო და თუ ოდესმე რომელიმე ტელევიზიამ უარი განაცხადა თქვენს აყვანაზე უჩვენეთ მას ეს ვიდეო |
და უმშევრობას ბოლო მოეღება  მაგრამ, ჩვენი ქვეყანა სახელს გაითქვაააამსს  თან ტურისტებიც მოგვაწყდებიან  ერთი იდეა გამიჩნდა - რომელიმე მუსიკალური საღამო რომ წააყვანინონ ამ გოგოს. ან დიმა ობოლაძის შემცვლელად აიყვანონ თუნდაც ერთ თამაშზე. თან თუ წინასწარ დაანონსებენ - "ოთხშაბათს, 21 აპრილს რუსთავი 2 გთავაზობთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ბაიერნი-ლიონის პირდაპირ ტრანსლაციას. მატჩის კომენტატორი იქნება შეუდარებელიიი მაია ჩიგოგოძეე..." ამ დროს დანარჩენ არხებს შეუძლიათ საერთოდ გათიშონ ეთერი KirchiQUOTE | შესაძლოა საქართველოში არ იყოს ისეთი ეფექტური მაგრამ იგივე ევროპაში და რუსეთში მთელი ღამის ეთერი ამნაირი გადაცემების მიერ არის დაკავებული.. |
საქართველოში ეფექტური კი არა სამარცხვინოა ასეთი გადაცემები. მაგთიმ საერთოდ უარი თქვა ასეთ პროექტებში მონაწილეობაზე იმის გამო, რომ ამ "პროექტის" ავტორები აშკარად ატყუებენ ხალხს. მერე მგონი ჯეოსელმაც იგივე გააკეთა. ევროპაში და რუსეთში შეიძლება კითხვის გამოცხადებისთანავე იმდენი ზარი შემოვიდეს, რომ უკვე ამოღებული ჰქონდეთ ხარჯიც და საკმარისი მოგებაც. აქ კიდევ გეკითხებიან " რა ჰქვია ხუთასოიან ცხოველს, რომლის მეორე, მესამე და მეოთხე ასო არის "რემ"? ეს ცხოველი არის ლაღი, ლამაზე, აქვს რქები..." და ა.შ. და 15 წუთი ვერ დარეკავ, რომ პასუხი (თუნდაც მცდარი) უთხრა. ამის გამო არიან დასაჭერები ესენი რაა... ფუ, გულის ამრევი ხალხი. თან ეს წამყვანი ხომ საერთოდ...
--------------------
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.
|