ამ გადაცემამ, მისმა რეიტინგულობამ და ფეისბუქზე სასიყვარულო მესიჯებმა მათი პროფილის გვერდზე, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თბილისში 90% -ს თავში მხოლოდ საპირისპირო სქესის სასქესო ორგანო და ფული აქვს...
+ სხვისი პირადი ცხოვრებისადმი ცხოველი ინტერესი (მერე საკუთარისთვის შედარების და გულზე გასკდომის ან პირიქით, ნიშნის მოგების მიზნით) ისეთი ძლიერია, რომ ხალხი მზად არის ასეთ საშინელებასაც კი უყუროს, ოღონდ სხვის პირადში ჩაიჭყიტოს და იქირქილოს.
მერე დადგებიან, აქ მოსმენილ ჭორებს სადაქალო-საძმაკაცოში მოყვებიან, უიმე გოგო იცი თურმე რა მომხდარა, ლიზა ბაგრატიონისთვის ზაზა სინაურიძეს რა უქნია (ან ერთის ან მეორის ხსენება ამ გადაცემაში დიდი თავხედობაა) და გაასაღებენ საკუთარი წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციად, -ო-ს დამატების გარეშე, იმის დასადასტურებლად, როგორ არიან გარეულები "ღლიამურში" და "სვეცკი ელიტაში"
სულ მეგონა რომ ყველაზე საოცარი გადაცემა ქართულ ტელესივრცეში "სამოთხის ვაშლები" იყო, მაგრამ თურმე უარესიც შესაძლებელია, თუ გადაცემაში უკვე გათხოვება/ფულიანიკაცისგამოჭერის იმედდაკარგული ქალების ნაცვლად (სამოთხის ვაშლები) ჯერ კიდევ კრიტიკული ასაკის ქალებს დასვამ.
ის ქალი კიდევ, შუანა, ბოდიში მათთან ვინც პირადად იცნობს და როგორც ლექტორი შეიძლება კარგია (თუმცა, მე ეჭვი მეპარება), მაგრამ ინტელექტის მე ვერაფერი შევნიშნე და ინტელექტუალი ჭორიკნების გადაცემაში მუშაობას არ დათანხმდებოდა, ასე მგონია.
ეკრანს როგორ არ უხდება უზარმაზარი ღაბაბით და გადმოყრილი მკლავებით, მაგაზე აღარაფერს ვამბობ.
მოკლედ რა,
სად ვცხოვრობთ,
რუსულ არხებს ვერ ვიტან და გულში რომ ვადარებ, იმდენად გვჯობიან, გულზე ვსკდები

(
########
პ.ს. ჰო, ისა, მთავარი დამავიწყდა,
წამყვანები რომ ერთმანეთს "ქალო"-თი მიმართავენ, იმ გადაცემაში ინტელექტის ნამცეცის გაჭაჭანებაზე კიდევ ვინმეს აქვს ილუზია?
This post has been edited by Ekaterina Oniani on 1 Aug 2010, 15:26
.
www.Katiee.Ge
.