Geoangel
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 536
წევრი No.: 119050
რეგისტრ.: 1-August 10
|
#21167183 · 17 Aug 2010, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემო კეთილო ადამიანებო! ამ პოსტს აქ, ექსტრასენსების განყოფილებაში იმიტომ ვდებ, რომ ერთხელ კიდევ დაგანახოთ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის სახე როგორია ისტორიის ქარტეხილებში, როგორი ტანჯვა-წამება და განსაცდელებით აღსავსეა დაფარულში მათი ცხოვრება, ჩვენ კი რას ვეთაყვანებით? ვის მიმართ ვიჩენთ ყურადღებას და ვახარჯავთ ცხოვრების ძვირფას დროს იმის მაგივრად, რომ სიკეთით ვიცხოვროთ? და სასუფეველში დამკვიდრებისთვის დავიხარჯოთ? იმედია ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ ბევრი თქვენთაგანი გამოერკვევა ხიბლის მდგომარეობიდან.
_ ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, სასუფევლიდან შორს ხარო, _ ასწავლიდა იგი, _ გიყვარდეს ყველა და ეცადე, იპოვო სასუფეველი. სიყვარული ყველა სათნოების დედაა! _ დასძენდა ბოლოს და ყველას მოუწოდებდა უფლის ეკლესიის წიაღში სიყვარულით ერთობისაკენ. შეუძლებელია სრულყოფილად აღწერო ის განუზომელი სიკეთე და მადლი, რისი მინიჭებაც მამა გაბრიელს შეეძლო ადამიანებისთვის. _ ოღონდ ყველა გადარჩეს, ოღონდ ყველა ცხოვნდეს და არავინ დაისაჯოს, _ ასე ევედრებოდა შემოქმედს თვალცრემლიანი ბერი; ჩემი სული მარად მლოცველიაო, _ იტყოდა და მართლაც, დაუღალავი მზრუნველობით ცდილობდა უამრავი ადამიანი უმეცრებისა და ურწმუნოების ჭაობიდან ამოეთრია. ღვთის წინასწარგანგებულობით ამგვარ შრომასა და ბრძოლაში მყოფი ხშირად ჩავარდნილა განსაცდელში, მაგრამ ეს ტვირთიც ღირსეულად უტარებია ადამიანთა სასიკეთოდ და სამაგალითოდ. 1956 წლის 9 მარტს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს საქართველოს. საბჭოთა სახელმწიფოს ,,ბელადი~, რომელიც 1953 წელს გარდაიცვალა, ახალმა ,,ბელადებმა~ შერისხეს და დაგმეს. სტალინის წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიებმა ფუჭი თავმოყვარეობა გაუღვიძა ქართველ ხალხს. თუმცა, მათმა პროტესტმა მალე პატრიოტული ხასიათი მიიღო. ,,ბოროტების იმპერიამ~ სისხლში ჩაახშო ქართველი ახალგაზრდების გამოსვლები და დემონსტრაციები. მრავალი უმანკო სისხლი დაიღვარა ამ დღეს. ჭირისუფლებმა მიცვალებულთა ცხედრები კი ვერ დაიტირეს ჯეროვნად. სამღვდელოებას ყოველგვარი თანადგომა აეკრძალა. მხოლოდ მამა გაბრიელი და მისი მოუდრეკელი სული ვერ შებოჭა ხელისუფლებამ და ისიც დაღუპულთა გაპატიოსნებით, პანაშვიდებითა და წესის აგებით ცდილობდა საუკუნო განსასვენებელში დაემკვიდრებინა მათი სულები. ამ უბედურებაგამოვლილი ქვეყნისა და ხალხის ხსნა მხოლოდ უფლის წიაღში სუფევა იყო. მამა გაბრიელი ყოველთვის თავის თავზე იღებდა იმ საქმეებს, რასაც მორწმუნეთა მიმართ ბოროტი, აგონიური რისხვის საშიშროების გამოწვევა შეეძლო. ყოფილი „კიროვის ბაღი~ წინათ სასაფლაო იყო. როდესაც პარკის მშენებლობა დაიწყეს, სასაფლაო ბულდოზერებით გადათხარეს. ახალგაზრდა მამა გაბრიელს თავისი ზურგით, ტომრებით გაუტანია მიმობნეული უპატრონო ძვლები და მიწისთვის მიუბარებია. გაბრიელ ბერი არც საბჭოთა ზესახელმწიფოს ეშმაკისეულ ხრიკებს უშინდებოდა და არც გონდაკარგული ბრბოს გაავება-გაბოროტებას. ასე იყო 1965 წლის 1 მაისსაც, კომუნისტურ დღესასწაულზე. 1 მაისის აღლუმზე თბილისის ქუჩებში უამრავი ხალხის კოლონა მოდიოდა. მათ უჩინრად მოერეკებოდა სახელმწიფოს ხელი ცენტრალური ქუჩისაკენ, იქ გამოფენილ საქვეყნო ღვთისმგმობელთა ,,სურათ-ხატებისაკენ,~ ისინი მოემართებოდნენ ქაშუეთის ტაძრის გვერდით მდებარე სამთავრობო მოედნისკენ, რათა თაყვანი ეცათ სატანის მსახურთათვის მათი საქმეების გამო. იმ დღეს, გაბრიელ ბერი საეკლესიო ნივთების მოგროვების შემდეგ, ქაშუეთში მივიდა. ეკლესიის ერთგულ მრევლს აქ მცირე ჯგუფად მოეყარა თავი. ისინი ძალიან შეწუხებული ჩანდნენ. მათ მორწმუნე გულებს გავეშებული ბრბოს საზეიმო შეძახილები აკრთობდა. _ ქრისტე ჯვარს აცვეს! ესენი კი, ზეიმობენ და ეშმაკს სცემენ თაყვანს! შენ ბავშვს მიხედე, მაგ საქმეს მე მოვუვლი, _ დაამშვიდა ბერმა იქ მყოფი ერთი ქალი, რომელიც განსაკუთრებით შეწუხებული იყო და სურდა მამა გაბრიელს გაჰყოლოდა თან. მამა გაბრიელს ხელში მცირე ჭურჭლით ნავთი ეჭირა. მან სწრაფი ნაბი-ჯებით მეხივით გაკვეთა „მოზეიმე~ ჯგუფების ბრბო და ლენინის 12 მეტრიან სურათს მიეჭრა, ნავთი მიასხა, ცეცხლი მოუკიდა და ხაფი ხმით დაჰქუხა: _ ამას დიდება რად უნდა, დიდება ქრისტე ღმერთს!.. ამ ანტიქრისტეს თაყვანს როგორ სცემთ! ალი მაშინვე მოედო ზეთით გაჟღენთილ ტილოს და უცბადვე ჩაქრა. გაოგნებული ხალხის თვალწინ მათთვის ასე ,,სათაყვანებელი ბელადის~ სურათი ერთ მუჭა ფერფლად იქცა; მისგან მხოლოდ ჩარჩოზე გადაჭიმული გაშავებული მავთულებიღა დარჩა. მამა გაბრიელმა, მშვენივრად იცოდა, რომ მის ასეთ ქმედებას დიდი აურზაური მოჰყვებოდა, მიუხედავად ამისა, იგი იქვე დადგა და მშვიდად დაუწყო ყურება ჰაერში მოფარფატე ფერფლს. შიშით დაზაფრულმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძახა ,,მერვე პოლკი~. ჯარისკაცები ჯავშნიანი მანქანით მიუახლოვდნენ უძრავად მდგარ გაბრიელ ბერს. იგი ყველას გასაკვირად, მშვიდად ჩაჯდა მანქანაში. ვერავინ გაბედა შეხება, თვითონვე გაჰყვა მათ სიმშვიდით აღვსებული, რამეთუ იტყოდა: „უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაБ მიყოს მე კაცმან? უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი~ (ფსალმ.117, 6-7). შემდეგ კი, ბოროტმა, სულს რომ ვერაფერი მოუხერხა, სხეული შეუმუსრა; რომ არა ღვთის განგება, ამდენ ტანჯვა-წამებასა და თავში წიხლების ცემას ვერ აიტანდა. მას ყბა და ჩვიდმეტი ძვალი გაუტეხეს, მაგრამ არ მოტყდა მისი უდრეკი სული. მამა გაბრიელი მაშინვე უშიშროების იზოლატორში წაიყვანეს და ნაგვემ-ნაცემი პირდაპირ სიკვდილმისჯილთა საკანში ჩაკეტეს. საზარელი ჯოჯოხეთური დაწესებულება ჰქონდა მოწყობილი კომუნისტურ ხელისუფლებას უშიშროების იზოლატორში. აქ არც ადამიანთა წამებას ერიდებოდნენ, არც მათ მკვლელობასა და განადგურებას. მიწისქვეშა, უსარკმლო საკანში ნიავიც არ იძვროდა. აქ მრავლად იყო ვირთხა თუ სხვა უწმინდური მკბენარი და ქვეწარმავალი. ირგვლივ საშინელი სიბინძურე სუფევდა. დაობებულ პურის ნატეხსა და წყალს აწვდიდნენ მამა გაბრიელს მხოლოდ. არავითარ ხერხს არ ერიდებოდნენ, რომ მასზე ზემოქმედება მოეხდინათ, რათა გაღიზიანებულიყო, წონასწორობა დაეკარგა და შიშით დაზაფრული მათ დამორჩილებოდა. მიყვანის პირველი დღიდანვე დაიწყო დაუსრულებელი ფსიქოლოგიური ზეწოლა. ხან მოტყუებით, ხანაც გინებითა და მუქარით ცდილობდნენ მასთან შეგზავნილი ადამიანის სახედაკარგული ეშმაკის მსახურნი, რომ მისი სიმტკიცე მოედრიკათ, რამეთუ „ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რაБთამცა მოკლა იგი; ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი Гელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას~ (ფსალმ. 36, 32-33). გაბრიელ ბერი ხშირად იხსენებდა თავის ახლობლებთან იქ გატარებულ საშინელ დღეებს. მისი ნაამბობიდან: _ ციხის თანამშრომელი მომიგზავნეს. მითხრა, რომ მეც მაქვს ხატი სახლში და მინდა მოგიტანოო. მე კი, უკვე ვიცოდი ანგელოზისგან, რომ შიშველი ქალის სურათის მოტანა ჰქონდა დავალებული. ვუთხარი, ეგეთი ხატები ჩვენ არა გვაქვს. ეგ თქვენი ხატია, სატანას ემსახურებით და სახლშიც ეგენი გაქვთ! შეცბა, წინასწარ რომ ვიცოდი, რა უნდა მოეტანა. მეორე დღეს, მაინც მოიტანა, მაგრამ მე უნახავად გავატანე უკანვე. როცა ცბიერებით ვერაფერი გააწყეს და ვერც განმარტოებულ საკანში ყოფნამ მოტეხა, სხვა პატიმრებთან გადაიყვანეს საერთო ოთახში. ყოველ საღამოს გაჰყავდათ დასაკითხად, ათასგვარ მაცდუნებელ და დამაბნეველ შეკითხვას აძლევდნენ. გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: _ მარტო ვარ. არავინ მყავს გვერდზე, გაბრიელ ბერსა. ვთხოვე უფალს _ ჩემი ხელით აშენებული ეკლესიისა და გაკეთებული ხატების მადლით, მამხედე უფალო და გამაძლიერე. რაღაც ძალა ვიგრძენი; დამხედა უფალმა და ის მადლი მომცა, რაც გაბრიელ ათონელისა, გიორგი მთაწმინდელისა, ექვთიმესი და სვიმეონ მესვეტისა. ფეხზე წამოვდექი, პირჯვარი გამოვისახე და ვთქვი: დიდ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა! გამუდმებულმა ლოცვებმა და უფლის ნებისადმი თავის მინდობამ საკ-ვირველი ძალა შეჰმატა მამა გაბრიელს. რა არ დაუპირეს, როგორ არ გაუთელეს ფეხქვეშ ადამიანური ღირსება, შეურაცხადად გამოაცხადეს, მაგრამ მაინც ვერ მოდრიკეს და დაიმორჩილეს. იგი უმძიმეს მომენტშიც ახერხებდა უფლის სახელით და სიტყვით ექადაგა. ბერის ნაამბობიდან: _ ჯვარი აიხსენი და ჩაგვაბარეო, მითხრეს. ჯვარს მე თვითონ არ ავიხსნი, თუ შეგიძლიათ, მოდით და ამხსენით-მეთქი, ვუპასუხე. ეცადნენ, მაგრამ ჯვარი ვერ ამხსნეს. შეკითხვებს მაძლევდნენ, მე კი ვქადაგებდი; გიჟიაო, ჩემზედ ამბობდნენ, მაგრამ ინტერესით მისმენდნენ. შემეკითხნენ, _ რატომ დაწვიო ლენინის სურათი? _ მაშ, რად დააწერეთ, ,,დიდება დიდ ლენინს~? დიდება შვენის ქრისტე ღმერთს, თქვენ კი, დიდება ბოროტისთვის მიგი-წერიათ! მამა გაბრიელის ყოველ სიტყვას გაფაციცებით ისმენდნენ უშიშროების თანამშრომლები. ისინი ცდილობდნენ, რომ მის ინტონაციაშიც შეენიშნათ მცირედი ბზარი, რათა ნაპრალად ექციათ, ნაპრალით კი, შუაზე გაეხლიჩათ მისი მორწმუნე სული. მამა გაბრიელის მონათხრობიდან: `მაგიდასთან დამსვამდნენ ხოლმე. მაგიდის ქვეშ მავთულები იყო გაყვანილი და ყველაფერს იწერდნენ. მე ვუთხარი, _ ეს რა არის, განა არ ვიცი, ყველაფერს რომ იწერთ-თქო. გაიცინეს, _ ამაზე ვინა თქვა, გიჟიაო. მკითხეს, ახლა ქრისტეს ხედავ? Dდიახ, _ ვუპასუხე. ჩვენც დაგვანახე შენი ქრისტეო, _ მითხრეს. გადააგდეთ პარტიის მანდატები და დაგანახებთ! _ შევპირდი მათ~. ეს ბერი ჩვენც გაგვაგიჟებსო, _ იცინოდნენ დამკითხველები. ღვთის მადლით ისეთი ქადაგების უნარი მიეცა მამა გაბრიელს, რომ ყველა გაოცებით უსმენდა. ერთხელ ერთი თანამშრომელი წამოდგა და აღიარა, _ იესო ქრისტე მეც მწამსო, მაგრამ სხვებმა დააშოშმინეს და გაიყვანეს დაკითხვის ოთახიდან. როგორც ცნობილია, უშიშროების თანამშრომლების მეთოდებს ადამიანთა დაკითხვისას, თითქმის ვერავინ უძლებდა, ამიტომ შეუდრეკელი გაბრიელ ბერი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაიყვანეს. გამოძიების ბიუროს სურდა ოფი-ციალურად გამოეცხადებინა იგი გიჟად, ხოლო მისი მტკიცედმორწმუნეობა _ სიგიჟედ. თანამშრომლები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ბერის მართლ-მორწმუნეობის სიდიადე და მისი ჭეშმარიტი სიტყვები უფლებას არ აძლევდათ დამორჩილებოდნენ საბჭოთა სისტემის ცენტრიდან გამოგზავნილ ერთადერთ ბრძანებას _ დახვრიტეთ! სამედიცინო ექსპერტიზის დროს, ნიშნის მოგებით უთხრეს, _ ახლა, როცა ჩვენს ხელში ხარ, როგორღა გიშველის შენი ქრისტეო?! გაბრიელ ბერმა მშვიდად უპასუხა, _ შვიდ თვეში ისე გავალ აქედან, რომ ბუზი არ ამიფრინდება, დადგება დრო და იმ ძაღლის ძეგლს თქვენივე ხელით ჩამოაგდებთ და იქ ვარდების მოედანი იქნება. ეს წინასწარმეტყველება მას უფლის ანგელოზის მიერ ეუწყა ნუგეშად. მართალია ბერს დასცინოდნენ, მაგრამ უფლისაგან ისეთი შიში ჩამოწვა მათ სულებში, რომ ეკითხებოდნენ, _ ,,კაცი ხარ, თუ ვინ ხარო?~ მამა გაბრიელი მაღალჩინოსნებსაც ამხილებდა ჭეშმარიტების უარყოფისა და ბოროტების სამსახურისთვის, და ეუბნებოდა მათ: `თქვენ რა ქრისტიანები ხართ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე არა გწამთ?! რომ არ აღმდგარიყო, მკვდარი იესო მე რად მინდოდა? აბა, სულელები იყვნენ ის მოციქულები, ქრისტესათვის რომ ეწამნენ?!. თქვენი ლენინი კი, წევს ძაღლივით, მკვდარი ვის რად უნდა!.. და მე აქ იმიტომ მოვხვდი, რომ აქაც იყო გადასარჩენი სულები და, ღვთის ნებით, აქაც უნდა მექადაგა~. შეცბუნებული ჩინოვნიკები გაბრიელ ბერს პატიებას თხოვდნენ და მალულად უთვლიდნენ, ჩვენგან ხომ არაფერი გეწყინაო. გაბრიელ ბერი 12 მაისს გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით, რაც ანტისაბჭოთა პროპაგანდას ითვალისწინებდა. კარცერიდან გადაყვანილ ბერს თანამოსაკნეები თავდაპირველად ცუდად ეპყრობოდნენ, ცდილობდნენ, პატიმართა იქ გაბატონებული ,,წესრიგისთვის~ დაემორჩილებინათ. ერთ-ერთმა ხელით შეხებაც კი სცადა, მაგრამ მამა გაბრიელი ფეხზე დადგა და ლოცვა დაიწყო. როცა ჯვარი გამოისახა, ბოროტის მზრახველნი დიდმა შიშმა შეიპყრო. ყველანი მუხლებზე დაეცნენ და პატიება თხოვეს მას. სარწმუნოებრივი სათნოებით აღჭურვილი გაბრიელ ბერი პატიმრებს მაგალითს აძლევდა, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ ერთმანეთს. ბერის მონათხრობიდან: _ დილით ადრე ვდგებოდი, იატაკს გამოვგვიდი, ტუალეტის `ვედრო~ (სათლი) გამქონდა. შემდეგ, სველ ტილოს მოვიტანდი და ვწმენდდი. არაფერს ვთაკილობდი. ქურდები გაკვირვებული მიყურებდნენ. ცოცხის ტარისგან ჯვარი გავაკეთე, იმაზე ვლოცულობდი და თან პატიმრებთან ვქადაგებდი. მალე ერთად დავიწყეთ ლოცვა. საქმე ყველამ თანაბრად გაინაწილა. იატაკის ტილოს რომ ავიღებდი, ქურდები ხელიდან მტაცებდნენ, _ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, შენ მხოლოდ გველაპარაკეო. ჩემი გარდაცვლილი ძმა, ,,კანონიერი ქურდი~ იყო; ვიღაცამ მიცნო _ ეს ,,ორთავას~ ძმა არისო. პატიმრები სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდნენ. ღვთისგან ისეთი დიდი სიყვარული ჩამოწვა, რომ პატიმრები იძახდნენ, ჩვენთან ისეთი კაცი ზის, გარეთ გასვლა აღარ გვინდაო. მამა გაბრიელის ბოროტმოქმედად შერაცხული ძმა ავადმყოფობით გარდაიცვალა სულ მცირე ხნით ადრე, სანამ გაბრიელ ბერს დააკავებდნენ. მალე მამა გაბრიელი საპატიმროდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საშინელი სისასტიკე სუფევდა. საავადმყოფოს ხელ-მძღვანელი და ექიმი-ფსიქიატრები ცდილობდნენ პირნათლად შეესრუ-ლებინათ ,,ძლიერთა ამა ქვეყნისათა~ ბრძანებები. ისინი არ ერიდებოდნენ ადამიანთა ტანჯვა-წამებას. მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მათმა ხელმა; მრავალმაც, ნაცვლად სულიერი გამრთელებისა, უყურადღებობასა და დაცინვაში დალია სული. გაბრიელ ბერი იხსენებდა: _ ავადმყოფები ხშირად მტაცებდნენ პურს და თითქმის მშიერი ვრჩებოდი. წვერის გაპარსვა უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ ვერ შემეხნენ წვერზე, უფალმა ხელი გაუშეშა მათ და შეშინდნენ. ავადმყოფებს ერთმანეთს აცემინებდნენ, მე კი, ვერ მეხებოდნენ _ უფალი მიცავდა. იქ ყველას ნემსებს უკეთებდნენ. მე ვაკვირდებოდი, რომ ნემსი ყველას არ სჭირდებოდა _ ზოგს კვეთებულის ლოცვა განკურნავდა. წამლებსაც გვაძლევდნენ და ექიმის თვალწინ უნდა დაგველია. წამალს რომ ხელის გულზე დავიდებდი, თავისით ქრებოდა. გაკვირვებული მიყურებ-დნენ. თუ რაიმეს ძალით შეგვაჭმევდნენ, ცოტა ხნის შემდეგ გულს ვირევდი, რომ არ ემოქმედა. ექიმები მეუბნებოდნენ, _ გაბრიელ, შენი ნახევრად გვეშინია და ნახევრად გვიყვარხარო. გაბრიელ ბერის შემყურე, ავადმყოფები დილას `მამაო ჩვენოთი~ იწყებდნენ. ერთხელ, როცა ჩვეული იუმორითა და სარკაზმით ჰყვებოდა საავადმყოფოს ამბებს, უნებურად გაეცინათ. ახედა მათ ბერმა და ჩაილაპარაკა: _ იცით, რა მწარე იყო, მოსაგონებლადაც კი ძალიან მძიმე! მამა გაბრიელი თავისებური იუმორით იტყოდა ხოლმე: _ „ვირს პიტნა ეჯავრებოდა და მაინც ცხვირში ტენიდნენო~; რაც ყველაზე მეტად მეჯავრებოდა და რის გამოც ციხიდან საგიჟეთში გადამიყვანეს, იქ სწორედ იმისი ნომრით გამატა-რეს, _ თითქოს წყეული დამცინოდა, ხომ ხედავ, ჩემი მიზეზით უკვე გიჟად იწოდებიო. გაბრიელ ბერი ღვთის მადლით გადარჩა და საავადმყოფოდან მშვიდობით გამოვიდა შიზოფრენიის დიაგნოზით. მას გიჟის საბუთი მისცეს _ ქრისტეს ხედავსო.
სამედიცინო დასკვნის ამონაწერი
საქ. სსრ. ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო 19/ 1 – 1966 წ. ქ. თბილისი, ელექტრონის შეს., 1 # 666 ავადმყოფი ურგებაძე გიორგი ვასილის ძე, დაბ. 1929 წ., 6 კლასის განათ-ლებით, მცხ. თეთრიწყაროს ქ. 11. ქალ. ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18. VIII.1965 წ., მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე. დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა: 19 / XI _ 65წ. ანემნეზის თანახმად, თორმეტი წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული, თავზე რქებით... ავადმყოფი ამტკიცებს, რომ რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია. 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა... 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა. უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: „ოთხშაბათს იუდამ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი _ ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო~. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.… როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წ. 1 მაისს, დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, მან ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო _ ეჭვი დაებადათ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო-ფსიქოპატიულ ექსპერტიზა-ზე.…გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: _ სჩანს არსებობა არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა და ა. შ. საუბრისას ფსიქოპატის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქეთკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა. შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისაგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს ა. შ. არის სრულიად უკრიტიკო თავის მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, რის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე. სტაციონარის აქტი 1965 წ. #42 /კომისიის თავმჯდომარე: მედ. მეცნიერებათა კანდიდატი/ მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი, წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი. გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19/XI-65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.
ექ. ლეჟავა 19/I-66 წ.[B][I][U]
This post has been edited by Geoangel on 17 Aug 2010, 23:07
|