სკოლაში სწავლის პერიოდში და შემდეგ სტუდენტობისას იყო პერიოდი როცაა იმდენს ვყიდულობდი სახლში არ შეშვებით მემუქრებოდნენ რაში ყრი ფულსო

)
მოკლედ ვისაც არ ეზარება დღეს საქართველოშI ყველა ჟურნალს ან გაზეთს უშვებს, რომელტა ხარისხი იმდენად დაბალი დონისააა რომ ახლოს მიკარებაც არ მოგინდება... როგორც ხარისხობრივად, ასევე სტატიების თვალსაზრისითაც....
ქართულ მედია ბაზარზე ალბათ ლიდერი გაზეთი მაინც კვირის პალიტრაა... აქტიური მკითხველი ვარ, საინტერესო გაზეთია, საინტერესოდ გადაწყვეტილი სტატიებით და არაა თითიდან გამოწოვილი სკანდალებით..
ასავალ დასავალი - პირადად მე არ მომწონს , მასში ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ ვნახულობ, პროვოკატორული სტატიებია და თან გარეთა ყდაც არ მხიბლავს

ფასიც დოლარის კურსივით ეზრდება და ეზრდება....
ალია - ამის მკითხველიც ვიყავი ერთი პერიოდი (თუმცა ახლაც ვკითხულობ ხოლმე სამსახურში რომ მოდის პრესა) მაგრამ ესეც რაღაცნაირია, როგორ ვთქვა რაა... ანალოგიურია ქრონიკაც...
პრაიმ თაიმი - ამ გაზეთის რედაქტორს აშკარად პრეტენზია აქვს პირველობაზე, ვაღიაროთ პირველი ტაბლოიდია საქართველოში... და უპრეცენდენტოთ სკანდაური სტატიებით

) მაგრამ დიდი მაინც ვერაფერი... არის რაღაც შეცდომები რაც არ ეპატიებათ... პაპარაცის რუბრიკაში ხომ ზოგჯერ ისეთი ღადო ფოტოებია გული შეგიწუხდება... რუბრიკააა ბაზარი და იქაც ისეთ საშინელებებს მოთხრიან ხოლმე... ერთადერთი რასაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ რუბრიკა გმირია, სამშობლოსადმი თავდადებული ბიჭების შესახებ სტატიები... მოკლედ ამ გაზეთს ვკითხულობ, მაგრამუკეთესი მინდა რომ იყოს აშკარად... აი თუ ოდესმე საშუალება მექნა უკეთეს დაბლოიდს გავაკეთებ

)
ეს ის წამყვანი გაზეთებია რომელიც ლიდერობენ პრესის ბაზარზე, სხვა პატარ პატარა გამოცემებიც გვაქვს მაგრამ მათ შესახებ აზრი უკვე მოგახსენეთ...
* * *
რაც შეეხება ჟურნალებს...
სარკე - ერთადერთი საზოგადოებრივი პოლიტიკური გამოცემა იყო 1997 წელს

პირველია.... ერთ დროს რეიტინგშიც პირველი იყო გაყიდვების მხრივ, მაგრამ იმდენად გაბანძდა რომ მე პირადად სურვილიც აღარ მიჩნდება კითხვის

მხოლოდ წიგნების ხათრით ვყიდულობ და ისიც სხვას ვჩუქნი ჟურნალს.
გზა - როგორ ვთქვა აბაა. ეს გამოცემა მარტო იმიტომ უნდა გიყვარდეს ქართული პროზის საგანძური რომ წამოიწყო, სტატიები დიდი ვერაფერი, მაგრამ ყავთ რამოდენიმე ჟურნალისტი, რომელიც საკმაოდ საინტერესოთ წერენ... თვალის გადავლებით ვკითხულობ...
რეიტინგი - დიდი ვერაფერი, სლოგანი კი ჰქონდათ თავიდან ყველაზე რეიტინგული სტატიები ერთ ჟUრნალშიო, მაგრამ რეიტინგულობის რა მოგახსენოთ... არადა მსმენია რომ ძალიან კარგი რედაქტორი ჰყავს... მე არ მომწონს

) ლიზას სტილის ჟურნალია ლამის

) ქალებს აინტერესებთ
თბილისელები - არ დავმალავ და ამ ჟურნალს ახლაც ვკითხულობ, თუმცა იყო დრო როცა ყველაზე მეთად ეს გამოცემა არ მომწონდა, მაგრამ დროის ცვლამ და ბაზარზე კონკურენციამ, თბილისელები ყველაზე წარმატებულ ბრენდად აქცია და ალბათ უახლოესი წლების განმავლობაშI ამ წარმატებას შეინარჩუნებს... მიზეზი ალბათ ის რესპოდენტები და სტატიებია, რომელსაც საკმაოდ საინტერესოდ არჩევს რედაქცია
* * *
ცხელი შოკოლადი - იყო ეს ჟურნალი რაღაც სიახლე ქართულ მედია ბაზარზე... პირველი ნომერი რომ ვნახე და წავიკითხე (ერთ დღეში სხვათაშორის) შოკში ვიყავი

) აი თურმე რა ყოფილათქო ნამდვილი ჟურნალი

წლებია ამ საინტყერესოობას ინარჩუნებენ

) ყველა ნომერი მაქვს ბოლო რამოდენმე მაკლია მხოლოდ მაგრამ ისიც მექნება აუცილებლად დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან გასაზოგადოებრივ პოლიტიკურდნენ და არ მინდა

) ისევ ძველი შოკოლადი მინდა
ანაბეჭდი - საინტერესო პროექტი იყო, რომელიც დასრულდა

(
მოკელდ სულ ეს იყო

ვისაც არ დაგეზარათ და მთელი პოსტი წაიკიტხეთ, საღოლ თქვენ

)
მე მემგონი ყველაფერი ვთქვი, თუ რამე გამომრჩა დავწერ აუცილებლად...
ჩემი წიგნის მაღაზია... მინდა !