გამომცემლობა "დიოგენე" აცხადებს ვაკანსიას მულტიფუნქციური კრეატიული რედაქტორის/კოპირაიტერის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
• ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ ფილოლოგებს)
• კომპიუტერი _ საოფისე პაკეტი, ინტერნეტში მუშაობის სერიოზული გამოცდილება, ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ელექტრონული მეთოდების ფლობა
• ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერითი უნარები)
• მისასალმებელია მხატვრულ და სარეკლამო ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაოს აღწერილობა:
ორიგინალური მხატვრული ტექსტების შემოქმედებითი რედაქტირება
სარეკლამო ტექსტების, კატალოგების მომზადება, სლოგანების მოფიქრება
კორპორატიული ბლოგის წარმართვა
მცირე მოცულობის საინფორმაციო ტექსტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად
სამუშაო რეჟიმი _ კვირაში 40 საათი.
საწყისი ხელფასი _ 1 200 ლარი.
ბონუსები _ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა (სემინარები, წიგნის ბაზრობები)
გამოსაცდელი ვადა _ 2 კვირა.
მსურველებმა უნდა გამოაგზავონ ავტობიოგრაფია და ესე "მე და წიგნები" (მოცულობა _ 300-დან 500 სიტყვამდე).
მხოლოდ ავტობიოგრაფია არ განიხილება !
განაცხადები მიიღება 2010 წლის 10 დეკემბრამდე.
სხვა თემიდან გადმოვწერე, იქნებ ვინმე დაინტერესდეთ, ხალხო ძალიან კარგები ხართ აქა!!!!!!!!!!!
"ვაკანსია მულტიფუნქციური კრეატიული რედაქტორის/კოპირაიტერის თანამდებობაზე"
ამათ კაი ქართულის მცოდნე აშკარად სჭირდებათ!!!!!!!!!!