
უძალიანმაგრესი გამოსვლა იყო. დაგლიჯა ელდრაინმა. ვაუ, რეპეტიციებზე არც ისე მომწონდა, მაგრამ დღეს გაფართოებული თვალებით ვუსმენდი. თითქოს დასაწყისიდანვე როკ-მომღერალი იყო სოფო, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

ძალიან მიხარია, გილოცავთ ყველას ფინალში გასვლას და, უპირველეს ყოვლისა, ელდრაინს ვულოცავ!
იმედია, ფინალში ამაზე არანაკლები გამოსვლა იქნება.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ალბანეთი მინდოდა გასულიყო. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი იყო და მაგრად მეწყინა. სამაგიეროდ, სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ფინალში ისლანდიის გასვლა.
თუმცა, უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ ლიტვა გავიდა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი, ევროვიზიის ფორმატიდან გამომდინარე. ყველანაირად ეკუთვნოდა ფინალში ადგილი.
This post has been edited by Drakula on 11 May 2011, 01:19
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.