ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც გამომცემლობა ”პალიტრა L”-მა და ჟურნალმა ”გზამ” საზოგადოებას პროექტი _ ”ქართული პროზის საგანძური” წარუდგინა.
იმედია, თავის ქებად არ ჩამოგვამრთმევთ, თუ ვიტყვით _ არჩეული სლოგანები: ”ყოველკვირა _ ერთი წიგნი, წლის ბოლოს _ მთელი ბიბლიოთეკა” და _ ”თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის” _ ლიტონ სიტყვებად არ დარჩენილა...
პროექტი დასასრულს უახლოვდება.
63-ე ტომით დასრულდება წიგნებთან დაკავშირებული ეს პირველი, ყველაზე მასშტაბური პროექტი.
დასრულებამდე კი წინ გელით:
58-ე ტომი: შიო არაგვისპირელი (დღეს გამოვიდა);
59-ე და მე-60 ტომები: ნაირა გელაშვილი;
61-ე ტომი: გიორგი ლეონიძე;
62-ე ტომი: სერგი ჭილაია;
63-ე ტომი: ჯემალ ქარჩხაძე.
მოკლედ, პროექტი სრულდება და... იწყება ახალი, განსხვავებული, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი პროექტი!
ამჯერად რჩეულთა რჩეულებს წარმოგიდგენთ, - რაც კი საუკეთესო შეუქმნიათ ქართველ მწერლებს. ყველაზე, ყველაზე დიდი მწერლების რჩეული ნაწარმოებების ტომეულებს (დაახლოებით 3-5 ტომი) მაგარ ყდაში!
პროექტი დაიწყება ვაჟა-ფშაველას ხუთტომეულით. შემდეგ მოყვება სხვა დიდი ავტორის ტომეული და ა.შ.
ახალი პროექტი ”საგანძურისგან” განსხვავებით, გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ყოველ ავტორზე ტომების ნუმერაცია თავიდან დაიწყება, ასე რომ, მკითხველს შესაძლებლობა ექნება, თავად აირჩიოს, ყველა ავტორის ტომეულს შეაგროვებს თუ მხოლოდ მისთვის განსაკუთრებით საყვარელს.
გვსურს, ახალ პროექტს სახელიც გამო-რჩეული ჰქონდეს. ჩვენც გვაქვს საკუთარი ვერსია, თუმცა გვინდა თქვენც იყოთ ამ იდეის თანაავტორი და სახელიც ერთად შევურჩიოთ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შერჩეული სახელი დაერქმევა პროექტს, რა თქმა უნდა, დაჯილდოვდებით!
მაშ ასე, გელოდებით...
პ.ს. ფორუმელებო, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!
თქვენი შენიშვნები, თქვენი პრეტენზიები, თქვენი შეფასებები, მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ”პალიტრა ელ”-ისთვის და ჟურნალ ”გზის” გუნდისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ დიდი ყურადღებით ვეცნობოდით თითოეული თქვენგანის პოსტს, თქვენს იდეებს.
ვიმედობნებთ, რომ ”ქართული პროზის საგანძური” მუდამ იქნება თქვენთან და თქვენს შვილებთან!
ეს იყო პირველი ქართული მედიაპროექტი, რომელმაც საზოგადოებას წიგნი ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზა.
ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ და აქვე, ამავე განყოფილებაში, ახალ თემაში გელოდებით.
შემოგვიერთდით ->
ჟურნალ ”გზის” ახალი პროექტი იწყება!