სიბრალულის გამო ვინმეს ნიჭიერად გამოცხადებას ადრეც ვეწინააღმდეგებოდი და არც ახლა ვიქნები ორიგინალური.
ასაკი და ფიზიკური ნაკლი არ უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტს. გუშინ აკობია აშკარად დაიჩაგრა ამ ტენდენციების გამო. რატომ გაუშვეს მოხუცები? - იმიტომ, რომ შეეცოდათ, მეტი არაფერი. მასე ბებიაჩემიც მღერის და მისი მეგობრებიც. გარდა ამისა, მშვენივრად უკრავს

(სერიოზულად ვამბობ, გადაჭარბების გარეშე). არაფერი განსაკუთრებული. საშინელებაა ნარიმანიძე. ნატო ვეფხვაძე კიდევ უკეთ გამოიყურება მათ ფონზე და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ჩამოთვლილებიდან გახდება რომელიმე ფინალში გამარჯვებული.
საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ პროფესიონალები და ამა თუ იმ სფეროში დამკვიდრებული (თუნდაც პოპულარულ კონკურსებში მონაწილეობა მიღებულები და სხვა) ადამიანები თავისი პროფილით არ უნდა გამოდიოდნენ. მაგ პრინციპით, თამამად შეეძლო მონაწილეობა მიეღო ნიჭიერში ირმა გიგანს და ვერავის მოუბრუნდებოდა ენა, უნიჭოაო

რატომ არა აქვს უფლება, ნიჭიერად ჩათვალოს თავი მაგალითად პაატა ბურჭულაძემ - არ არის ნიჭიერები თუ მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს?

ან გამოვიდეს ნინო ანანიაშვილი და იცეკვოს
აქ გამოსვლის საშუალება უნდა ეძლეოდეთ საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებს, ისეთებს, სპეციალური განათლება რომ არ მიუღიათ და ამ საქმეს ათწლეულები რომ არ ემსახურებიან. სხვანაირად ძალიან უსამართლო იქნება ნებისმიერ შემთხვევაში.
ჩემი აზრით ნიჭიერი გახდება აქედან ერთერთი:
სოსო ნარიმანიძე
ნატო ვეფხვაძე
მოხუცები
საწყალი პარეზიანი ბავშვი რომ იყო, გვარი არ მახსოვს, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად.