http://www.facebook.com/notes/gogi-gvakhar...164761763552716საქართველო მღერის და ხუმრობს
Gogi Gvakharia-ის მიერ 2010 წლის 24 10, კვირა, 10:19-ზე
დღეს აღმოვაჩინე, რომ ტელეკომპანია "იმედზე" გადის მამა–შვილი ბაღაშვილების რაღაც შოუ პოლიტიკოსების პაროდიებით, სიმღერებით და ანეგდოტებით. მოკლედ, ის, რაც შევარდნაძის ეპოქაში ფილარმონიაში იდგმებოდა, ახლა სატელევიზიო პროექტში ვიხილეთ. თანაც, საღამოს საუკეთესო დროს.
გამახსენდა, როგორ ვეკამათე ამას წინათ ჩემს მეგობარს, რომელიც მიმტკიცებდა, შევარდნაძის დროს მედია უფრო საინტერესი იყოო.
ცხადია, "საინტერესოში" ის კაცი სულ სხვა რამეს გულისხმობდა. მას მოსწონს "სატელევიზიო კორიდა" ეთერში, რაც, იცოცხლე, დიდი რაოდენობით იყო შევარდნაძის ეპოქის ტელევიზიაში... მე – ვერ ვიტან! ამიტომ იმ პერიოდის თუნდაც "ღამის კურიერს" ნამდვილად ვერ ვინატრებ.. ვერც "ღამის მზერას" ინგა გრიგოლიას და მერე, ირაკლი იმნაიშვილის "მოდერატორობით".
მაგრამ დღევანდელი ქართული ტელევიზია რომ დაბრუნდა შევარდნაძის ეპოქაში, ეს ფაქტია; დაბრუნდა სწორედ გასართობი პროგრამებით, რომელთაც ნაციონალურია არხები ჯერ კვირაში ერთხელ, მერე ორჯერ, მერე სამჯერ და ახლა უკვე ყოველ საღამოს გადასცემენ.
გახსოვთ, რამდენს ვშაყირობდით "ბადრივიზიის" გადაცემაზე – სუფრა რომ იშლებოდა ეთერში და სადღეგრძელოებს სვამდენენ? არ ვიცი, რატომ მოიხსნა ეს გადაცემა. არ არის გამორიცხული ტელევიზია თავის პრესტიჟს გაუფრთხილდა. ვინ–ვინ და "იმედი" იმხანად სერიოზულად ზრუნავდა თავის ავტორიტეტზე. მერე იყო "ერისთავის სათვალე", "კორკოტას შოუ".. ესეც მოიხსნა.
მაგრამ ტელევიზიის ერთ დიდ "ოპერეტად" გადაქცევის ტენდენციას ბოლო არ მოეღო. "იმედმა" ნელ–ნელა უარი თქვა სკანდალურ გადაცემებზე, რომელიც ერთნაირად აღიზიანებდა როგორც მმკ–ს, ასევე ქართველ ლიბერალებს და გადაწყვიტა რეგიონების მიმართულებით აეღო გეზი ("ნანუკას შოუს" ანტიპროფილურ "სვეტსკობას" თუ არ ჩავთვლით).. "რუსთავი 2" კი გასულ კვირას "გასვეტსკებული ბაღაშვილებით" წარსდგა მაყურებლის წინაშე – გაგრძელებული, ყველანაირ დრამატურგიას და კონცეფციას მოკლებული პროგრამით "ბრავო", რომლის პროდიუსერი ქალაქის მერის მეორე ნახევარი გახლავთ. არ არის გამორიცხული ჩვენი მომავალი "პირველი ლედი"!
არც მეტი, არც ნაკლები
მე უკვე ძალიან მენატრება სანდრა, თავისი კარგი რადიო "მუზათი"