რა უბედურებაა ეს..

ამ ხალხს, უკომპლექსობა უზრდელობაში ერევა..

რაში მაინტერესებს, ბოლოს როდის ჰქონდა სექსი თიკო სადუნიშვილს? ან ვინ არის, მალხაზ ქვრივიშვილის შეყვარებული?
_______________________________
ეს წაიკითხეთ, კვირის პალიტრაში იყო.. მე ბევრი ვიცინე..

_______________________________
წერილი ქართულელიტურ (Fეშენ) საზოგადოებაში მიმღებ კომისიას გამარჯობა(თ). ვარ ცხრამეტი წლის, თქვენს რიგებში მოხვედრის სურვილით აღტყინებული ყმაწვილი. მიმაჩნია, რომ ჩემი მიღებით კიდევ ერთ ფრიად საჭირო სახეს (Fეისს) შეიძენთ, რადგანაც მე სრულიად ვაკმაყოფილებ იმ სტანდარტებს, რომლებიც დღეს ქართულ ელიტაში მოსახვედრად აუცილებელია.
მეტი დამაჯერებლობისთვის იხილეთ ჩემი CV.
პროფესიული უნარები:ვარ პერსპექტიული ჟურნალისტი. შემიძლია, პირდაპირ ეთერში გავუკეთო რეკლამა ნებისმიერ რამეს (ან ვინმეს) და პირიქით, მიწაში დავმარხო ყველა და ყველაფერი - მთავარია, ანაზღაურება იყოს მაღალი. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია საზოგადოების აზრის მიმართვა იქით, საითაც ამას უფროსობა მიბრძანებს.
არ ვიცი ქართული გრამატიკა, არა მაქვს მდიდარი ლექსიკა, მაგრამ მარჯვედ ვიყენებ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ეგზისტენციალიზმი, პლურალიზმი, კონსენსუსი, კონტრიბუცია, ბიჰევიორიზმი და ა.შ. (რაღა თქმა უნდა, მათ მნიშვნელობაზე წარმოდგენაც არა მაქვს). ასევე, წარმოდგენა არა მაქვს, რა წერია ჟურნალისტური ეთიკის კოდექსში. სამაგიეროდ, მაქვს საკუთარი კოდექსი, რომელშიც საჭიროებისამებრ დროდადრო შესწორებები შემაქვს.
ვარ იმედისმომცემი მუსიკოსი. არა მაქვს სმენა, არც ხმა, არც გემოვნება, სამაგიეროდ ვწერ სიმღერებს ნებისმიერ თემაზე. ჩემს რეპერტუარში არის სიმღერები პატრულზე, სატელევიზიო გადაცემებსა და რამდენიმე სახელისუფლებო სტრუქტურაზეც.
ვარ ასევე ძალიან ამბიციური მწერალი. შემიძლია, ვწერო მთელი ათი გვერდი აბდაუბდა და მას სიღრმისეულად გასაანალიზებელი მოთხრობა ვუწოდო. ვწერ თეთრ ლექსებს, რადგან არა მაქვს რითმისა და რიტმის შეგრძნება. შემიძლია, დავწერო ნაწარმოები სახელწოდებით: "ბანანის ქერქში მოჟონავს მუზა" და შემდეგ ვამტკიცო, რომ ის ნეოსიურრეალისტური პოეზიის ნიმუშია (რა თქმა უნდა, წარმოდგენა არა მაქვს, რას ნიშნავს ნეოსიურრეალიზმი).
სხვა უნარები:არა მაქვს ჯგუფური მუშაობის უნარი, რადგან საჭიროებისამებრ შემიძლია გავაკრიტიკო და გავლანძღო (უსამართლოდაც) ნებისმიერი, ვინც ორი წუთის წინ ჩემი პარტნიორი იყო.
შემიძლია, სოფლელი, ხეპრე და გოიმი ვუწოდო ყველას, ვინც თვალში არ მომივა - მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც სოფლელი ვარ (თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არამც და არამც არ ვამხელ).
არა ვარ კომპეტენტური თითქმის არც ერთ სფეროში, მაგრამ შემიძლია, ნებისმიერ საკითხში ექსპერტის როლი მოვირგო. თუკი ამის გაკეთება რომელიმე ტელეშოუში მიწევს - მით უმეტეს.
შემიძლია ასევე არ გამოვტოვო არც ერთი ქართული Fეშენშოუ, სანახაობა (პერფორმანსი) და ა.შ. და, რაც მთავარია, მაქვს უნარი ზედმიწევნით დამაჯერებლად ვიძახო, რომ ირგვლივ ძალიან მაგარი აურაა, ყველაფერი საუკეთესო ჩვენთან ხდება და ვურჩიო ყველას, რომ არ ჩამორჩნენ Fეშენფერხულს.
ყოველთვის ვყიდულობ ტანსაცმელს რომელიმე ბაზრობაზე საქართველოში, თუმცა მუდამ ვამბობ, რომ უცხოეთში ვიმოსები.
გაკეთებული მაქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ან არ ვაღიარებ ამას, ან თუ გარემოება მოითხოვს, შემიძლია გავამხილო, რომ მხოლოდ ოდნავ მაქვს შესწორებული ცხვირი.
ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს:თვით კომპიუტერი, მაუსი, კლავიატურა, მონიტორი, Skype, Facebook-ი. ამჟამად ვეუფლები Twitter-ს, რადგან ამბობენ, ცოტა ხანში მოდაში შემოვაო. ადრე ვფლობდი "ოდნოკლასნიკსაც" (ოდნოებს), მაგრამ შემდეგ გაბანძდა და გავაუქმე.
ვარ წევრი საზოგადოებრივი ჯგუფებისა (Facebook-ში): ყველაზე ლამაზები; თბილისის გამორჩეულები; Fეშენ სასტავი; ყველაზე "ჭკ"-ები.
მაქვს:სურვილი, გავხდე ქართული ელიტური (Fეშენ) საზოგადოების ოფიციალური წევრი.
ასევე მაქვს:იმედი, რომ ჩემი მონაცემების გაცნობის შემდეგ დაუფიქრებლად მიმიღებთ თქვენს რიგებში, რადგან მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.
This post has been edited by ელენ on 3 Jan 2011, 17:13