latoგაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის სერიებში:
2.2 გაზაფხულის სერიის დაწყების წინ პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფი ასახელებს 2012 წლის სეზონში მონაწილე გუნდებს. მათ ენიჭება ადგილები გუნდების მიმდინარე რეიტინგში (შემდგომში - გმრ) 1-დან 9-ის ჩათვლით. გმრ-ს წინასწარ აქვეყნებს პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფი. გმრ-ში მე-9 ადგილი უკავია „ახალ გუნდს“, რომელსაც არა აქვს გაზაფხულის სერიაში თამაშის უფლება.
2.3 2012 წლის სეზონში ელიტარულ კლუბში იმოქმედებს „მატჩ-რევანში“-ს წესი (იხ. პუნქტი 2.15).
2.4 გაზაფხულის სერია (5თამაში)
2.5 გაზაფხულის სერიაში მონაწილეობენ გმრ-ს პირველ ხუთეულში მყოფი გუნდები. სერიის დაწყების წინ გუნდის კაპიტნები ირჩევენ რიგით მერამდენე თამაშში სურთ მონაწილეობა. არჩევის პრიორიტეტით სარგებლობს კაპიტანი, რომლის გუნდიც უფრო მაღლა დგას გმრ-ში.
2.6 თუ მოაზროვნეთა გუნდი იგებს თამაშს (ნებისმიერი ანგარიშით), ის ავტომატურად აინაცვლებს გმრ-ს პირველ საფეხურზე, ხოლო დანარჩენი გუნდები (რომლებიც გმრ-ში მოცემულ გუნდზე მაღლა იმყოფებოდნენ) დაქვეითდებიან ერთი პუნქტით.
2.7 თუ მოაზროვნეთა გუნდი მარცხდება თამაშში (ნებისმიერი ანგარიშით), ის ავტომატურად ჩაინაცვლებს გმრ-ს ბოლო საფეხურზე, ხოლო დანარჩენი გუნდები (რომლებიც გმრ-ში მოცემულ გუნდზე დაბლა იმყოფებოდნენ) აღზევდებიან ერთი პუნქტით.
აქ მხოლოდ გაზახულის სერია დავდე, და იგივე წესები ვრცელდება ზაფხულზე და შემოდგომაზე
რაც შეეხება ზამთარს:
2.24 ზამთრის (ფინალური) სერია (5 თამაში)
2.25 ზამთრის სერია შედგება 4 შესარჩევი თამაშისა და ფინალისგან.
2.26 ზამთრის სერიაში მონაწილეობას იღებენ გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის სერიის ჩემპიონი გუნდები+ ზამთრის სერიის დაწყების წინ გმრ-ში პირველ საფეხურზე მყოფი გუნდი.
2.27 თუ რომელიმე სერიის ჩემპიონი არ გამოვლინდა (მოაზროვნეებმა წააგეს სერიის ფინალში), ზამთრის სერიაში დარჩენილ ვაკანსიებს იკავებს Wild Card-ის პრინციპით დაშვებული გუნდ(ებ)ი.
2.28 Wild Card-ს ანიჭებს პროგრამის წამყვანი. წამყვანს აქვს უფლება მიანიჭოს Wild Cardნებისმიერ(მათ შორის ახლად შექმნილ) გუნდს, გარდა მატჩ-რევანშში წაგებული გუნდებისა.
2.29 ზამთრის სერიის შესარჩევ ეტაპზე ჯერ ითამაშებენ Wild Card-ით დაშვებული გუნდები, შემდეგ დანარჩენები. Wild Card-ით დაშვებული გუნდების თამაშების თანმიმდევრობას განსაზღვრავს გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი. დანარჩენი გუნდების თანმიმდევრობა დგინდება წილისყრით.
2.30 შესარჩევი თამაშების შედეგად სერიის ფინალში გადის მოაზროვნეების გუნდი, რომელმაც მოუგო ტელემაყურებელს საუკეთესო შედეგით (უფრო დიდი ანგარიშით). შესარჩევთამაშებშიერთნაირისაუკეთესოშედეგისმქონეგუნდებისშემთხვევაში (გარდა ანგარიშისა 6:0, რომელიც მოპოვებულია „გადამწყვეტ რაუნდში“)ფინალშიგადისგუნდი, რომელიცსხვებზეგვიან ატარებდათამაშს.
2.16.1 „გადამწვეტ რაუნდში“ მოპოვებული გამარჯვების (6:0) გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ იგივე შედეგის გამეორებით.
ზურატი96
flying teapotრა ლამაზი იყავი :*
აუ მე ყველაზე საშინელი მაკიაჟი და ვაცხნილობა მქონდა)))))