ფეისბუკზე აქტიურად განიხილება ჟორჟოლიანის სტატუსი და გვახარიასთან დაპირისპირება
,,Nanuka Zhorzholiani
"liberali"gogi gvaxaria cers rom me dambadacemuli var! chemi tvini gansakutrebit:) netav ras gulisxmobs? misi ena vinem tu icit, is xom umciresobashia iqneb kitxot ra da momcerot:) cinascar madloba:)
p.s. gogi ise im qveknis deda vatore shen rom blataob! amovida kelshi es cinikoshi aqlemi!:)))"
* * *
http://www.facebook.com/note.php?note_id=206359452714440გვახარია – ტერორისტი!
Shalva Ramishvili-ის მიერ 2011 წლის 07 03, ორშაბათი, 21:46-ზე
"იმედის" მაუწყებლობა წყდება. ეკრანზე ჩნდება საქართველოს მტრების ვერაგობით აღშფოთებული, მაგრამ მაინც საოცრად კეთილშობილური გამომეტყველების მქონე ახალგაზრდა დიქტორი კაცის სახე. ის გვამცნობს
– ძვირფასო ტელემაყურებლებო, სულ ახლახან დასრულდა კრიმინალური პოლიციის, სოდის, კუდის, გარემოს დაცვის ინსპექციის და ქალაქის დასუფთავების სამსახურის ერთობლივი სპეც. ოპერაცია საქართველოს მტრების წინააღმდეგ. გაუვნებელყოფილია ძალზედ საშიშ დამნაშავეთა დაჯგუფება, რომელსაც სათავეში ედგა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირი, კონოკრიტიკოსის ნიღაბამოფარებული გიორგი იგივე გოგი გვახარია.
აქ კადრში ჩანს თუ როგორ გამოჰყავთ ბორკილებდადებული გოგი ავტომატიან–ნიღბიანებს . დიქტორი აგრძელებს
– წლების წინ გვახარიამ შექმნა დაჯგუფება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იდეოლოგიური დივერსიების მოწყობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, გვახარია და მისი დამქაშები აწარმოებდნენ მიზანმიმართულ კამპანიას ქართველი ერის კარგ ხასიათზე მოყვანის, მათთვის იმედის ნაპერწკლის ჩასახვის ბოლო შანსის – "ნანუკას შოუს" წინააღმდეგ. მათ გეგმებში შედიოდა ამ შესანიშნავი შოუს დისკრედიტაცია, ქართველი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ნანუკა ამ დუხჭირ დროში ჩვენი რუხი ცხოვრების გაფერადებას კი არ ცდილობს, არამედ არის უგემოვნო ნუვორიში, რომელიც თავისას ისწორებს. გვახარიას დაჯგუფებას კარგად ორგანიზებული სტრუქტურის სახე ჰქონდა. სტრუქტურისა რომლის მეთაურიც თავად გვახარია გახლდათ. გთვაზობთ შსს–ს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალას, რომელშიც კარგად ჩანს თუ როგორ ამუშავებენ ბანდის ახალ წევრებს.
აქ ეკრანზე ჩანს ფარული კამერით გადაღებული კადრები. ვხედავთ გვახარიას რომელიც ეუბნება ფარულკამერიან ტიპს
– მთავარია დავცინოთ დავცინოთ ნანუკას გაიგე?!... ამიტომ დაწერე რამე ისეთი დამცინავი და სარკასტული რომ დაიბოღმონ ეგენი... მაგათ დაცინვის ეშინიათ.
დიქტორი განაგრძობს:
– სამწუხაროდ ბოროტმოქმედებმა მოახერხეს საზ. მაუწყებელში და რადიო თვისუფლებაში შეღწევა.
აქ ეკრანზე ჩანს საზ მაუს უფროსი გიორგი ჭანტურია. მას სახის დაბნეული გამომეტყველება აქვს:
– არც კი ვიცი რა გითხრათ, ჩემს დაუდევრობას არა აქვს გამართლება . გვახარიას პროექტი არაა საზ. მაუს მიერ წარმოებული . მე უამრავი საქმე მქონდა და ამ მიმართულებით ყურადღება შევასუსტე. როგორც იცით ახალი არხით – "პიკით" ჩვენ გვინდა რუსების დამარცხება საინფორმაციო ომში და რაოდენ სავალალოა რომ ამ რთულ დროს, იმ დროს როცა მტერი 40 კილომეტრშია ჩვენ ზურგში გვირტყავენ დანას – ანხორციელებენ რა იდეოლოგიურ დივერსიებს არა მარტო ნანუკა ჟორჟოლიანის, არამედ მთელი ქართველი ერის წინააღმდეგ.
კადრი იცვლება და ჩანს იმედის ჟურნალისტი გოგონა, რომელიც ქუჩაში დგას. გოგონა ამბობს:
– აი ჩვენ ვიმყოფებით გოგი გვახარის საცხოვრებელ სახლთან. აქ ხშირად ტარდებოდა დანაშაულებრივი დაჯგუფების შეკრებები, რომლებზეც იგეგმებოდა მორიგი ტერორისტული აქტები ხალხის წინააღმდეგ.
კადრში ჩანს მეზობელი ქალი. იგი ოდნავ შეღებული კარიდან ელაპარაკება ჟურნალისტს:
– წყნარი კაცია გოგი. მშვიდად ცხოვრობს. უბრალოდ ამ ბოლო დროს ახალგაზრდები იკრიბებოდნენ მასთან ხშირად. ერთხელ ნაგვის გადასყრელად გამოვედი და გოგის სტუმრები ჩამოდიოდნენ კიბეებზე. ხელში ნანუკას ცვილის თოჯინა ეჭირათ, სულ დაჩხვლეტილი იყო ნემსებით. ასეთი ლაპარაკიც შემომესმა "გაიგე თვით გოგიმ რა გვითხრაო?! უნდა დავცინოთ ნანუკასო"... – აქ მეზობელი ქალი ბრაზდება – არა... რა სჭირს ჩვენს ნანუკას გოგისნაირების დასაცინი?! ეგ ერთადერთი გოგო თუ გვილამაზებს ცხოვრებას გენაცვალე.
კადრი ინაცვლებს სტუდიაში სადაც დიქტორის გვერდზე ზის თავად ნანუკა, რომელსაც საოცრად მშვიდი და კეთილშობილური გამომეტყველება აქვს. ნანუკა ამბობს
– იცი რა მინდა ვთქვა?! მე ახლა ძალიან ცუდათ ვარ, ძაან... სულაც არ მინდა რომ ეს ადამიანები ციხეში ჩასხდნენ. დედას და ღმერთს გეფიცებით არც ერთი შოუ არ მიღირს იმად, რომ თუნდაც დამნაშავე ციხეში იჯდეს. თუმცა ხანდახან გიწევს ისეთ რაღაცეებთნ შეგუება რაც არ გსიამოვნებს, მაგრამ საჭიროა ქართველი ხალხისთვის. ეს ადამიანები არა მარტო ჩემი შოუს რეიტინგის დაგდებას ცდილობდნენ... ეს არაა პრობლემა... ისინი შეეხნენ ყველაზე სანუკვარს რაც დაგვრჩა – იმედს ნათელი მომავლისა. მათ არ უნდოდათ რომ ლუკმა პურის საშოვნელად ქუჩაში გასულ ადამიანს, ჩვენს თანამოქალაქეს, რომელსაც ძალიან უჭირს, რომელსაც არა აქვს აუცილებელი წამლის ფულიც კი ეცქირა ჩემი შოუსათვის. არ უნდოდათ რომ თქვენ გენახათ შემდეგი რამ: ჩვენს გვერდზე არსებობს ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება. აი ამას დედა მომიკვდეს არ ვაპატიებ არავის. მძიმეა ეს ჩემთვის მაგრამ მე მოვითხოვ, რომ ტერორისტები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით რათა ვერავინ ვერ გაბედოს წმინდათა წმინდაზე –ერის იმედზე ბინძური ხელის აღმართვა
ამის შემდეგ კადრში კვლავ დიქტორი ჩანს.
– როგორც ცნობილი ხდება პროკურატურა მოითხოვს ბოროტმოქმედთათვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებას, მათთვის "ნანუკას შოუს" ყველა გამოშვების იძულებით ჩვენებას. სახალხო დამცველი , "ჰუმან რაიტს ვოჩი" და "ამნისტი ინტერნეიშენელი" რა თქმა უნდა ეთანხმებიან სამართალდამცავებს იმაში, რომ დანაშაული იმდენად საზარელია რომ უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს, მაგრამ მაინც გამოთქვამენ იმედს, რომ ჰუმანური ქართული სასამართლო შეცვლის მას (ანუ სასჯელის ზომას) და ტერორისტებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.