ნიკო:
დავიბადე თბილისში. საბავშვო ბაღის დამთავრების შემდეგ დავიწყე სწავლა სენტ-ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში, რომელიც დავამთავრე 2007 წელს. შესაბამისად, თავისუფლად ვსაუბრობ ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. მშობლიური ენა - ქართული. ბოლო დროს დავიწყე ესპანური ენის სწავლა. 2007 წელს ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლაში. ამჟამად ვარ მე-4 კურსზე.
მიყვარს მუსიკა, ბავშვობიდან ვუსმენ კლასიკურ მუსიკას და ყოველ დილაას ვიღვიძებ ჩაიკოვსკის პირველი კონცერტით ფორტეპიანოსთვის. 13 წლისამ ვიყიდე პირველი CD player-ი. ძალიან მალევე მივხვდი, რომ მარტო CD player-ის საკმარისი არ იყო და მას სჭირდებოდა დისკები. მაღაზიაში შესვლისთანავე თვალსი მომხვდა Beateles-ის დისკი. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ და რა იყო, მაგრამ მომეწონა დისკის გარეკანი. მას შემდეგ ვარ ბიტლომანი.
ძალიან მიყვარს კინო, განსაკუთრებით ძველი ფილმები. საყვარელი რეჟისორებია სტენლი კუბრიკი და ეტორე სკოლა. საყვარელი ფილმი „ქალი და მამაკაცი“. იშვიათია ისეთი დღე, რომ ორი ფილმი მაინც არ ვნახო.
ბავშვობიდან მიტაცებს თხილამურები. წელიწადში ორჯერ დავდიოდი გუდაურის სათხილამურო სპორტსკოლაში. ძალიან მიყვარს ბილიარდის თამაში. კვირაში დაახლოვებით 3-ჯერ დავდივარ მეგობრებთან ერთად საბილარდოში („რიო“-ში).
მიტაცებს კულინარია. შემიძლია მოვამზადო ბიფშტექსი, კარგი აჯაფსანდალი (ცუდიც არსებობს და იმიტომ), სხვადასხვა სოუსები სპაგეტისა და სხვა კერძებისათვის (პომიდვრით და ნივრით). მიყვარს გვიანი სადილები.
სირბილი არ მიყვარს მაგრამ თუ საჭიროა შემიძლია გავირბინო კიდეც.
სიმღერა არ ვიცი მაგრამ კარგი მსმენელი ვარ რაც როგორც ამბობენ ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კარგი მომღერალი.
ძალიან მაინტერესებს „კრეატიული რეკლამა“ და მასზე მუშაობა, რადგან იგიიდეების რეალიზების საშუალებას იძლევა. დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს, ალბათ უფრო სატირულს.
* * *
ირაკლი ჩიქავა
განათლება
ზუგდიდის I საშუალო სკოლა 1995-2004
“ESM სკოლა-ლიცეუმი” ზუგდიდის განყოფილება 2004-2005
“ფრანკლინის” უმაღლესი სკოლა, სიეტლი, ამერიკა 2006-2007
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” თბილისი, საქართველო
სპეციალობა: მენეჯმენტი
ბაკალავრის დიპლომი ბიზნეს ადმინისტრაციაში 2007- 2011
უნარ-ჩვევები
ენები: ინგლისურის ძალიან კარგი ცოდნა. რუსულის კარგი ცოდნა. გერმანული ენის საშუალო ცოდნა
კომპიუტერი: Microsoft Office (Word, Excel, Access, Power Point) Internet
პროფესიული ცოდნა და გამოცდილება პრეზენტაციის ტექნიკებში.
მოხალისეობრივი გამოცდილება
მოხალისე არასამთავრობო ორგანიზაციაში “ათინათი”, “დრონი”
მონაწილე სემინარებში, ტრენინგებში, ახალგაზრდულ პროგრამებში სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის: სომხეთი, მოლდავეთი, თურქეთი, პოლონეთი.
ლიდერი საქართველოს წარმომადგენლობისა, რომელიც იღებდა მონაწილეობას ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში. მოლდოვეთი (თემა: ”დიალოგი ცვლილებებისათვის”)
სამუშაო გამოცდილება
პროექტი “თანასწორთა განათლება” ზუგდიდი, საქართველო, ტრენერი
“სახალხო ბანკი”- გაყიდვების აგენტი
“USAID”, ბიზნეს გარემოს განვითარების პროგრამა, პროექტების მენეჯერი
CM Consultng-პროექტების მენეჯერი
* * *
ვასკა გეგელია

სალომეს გაუმართლა, გადასარევი მეუღლე ეყოლება

ეს მოხდა ბათუმში, 1985 წლის შემოდგომის გრილ დილას ( 5 ნოემბერს) გეგელიების ოჯახში დაიბადა ვაჟი. მას ბაბუის სახელი, ვასილი (ვასო) დაარქვეს. ასე დაიწერება XXII საუკუნის ქართული სკოლების, ერთ-ერთი საგნის სახელმძღვანელოში... ეს ხუმრობით... დავიბადე ქალაქ ბათუმში, პირველი ორი კლასი ვისწავლე ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. მესამე კლასიდან გადმოვედი თბილისში. გამოცდების შემდეგ მიმიღეს სკოლა " ბალავარში" საიდანაც დაიწყო ჩემი თბილისური ოდისეა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გარკვეული წლების შემდეგ, უკვე ყმაწვილკაცობაში ჩავაბარე ESM თბილისში. 2008 წელს მორჩა ჩემი სტუდენტობა და ჩავეწერე საქართველოს, სრულ განაკვეთზე მომუშავე მუშათა კლასში. გავიდა დრო და აღმოვჩნდი შორეულ და ჩემთვის უცნობ ჩინეთში, სადაც დავყავი ერთი წელი პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში. დავეუფლე ჩინური ენის საფუძვლებს და დავბრუნდი სამშობლოში. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ოჯახთან ერთად. ვარ რეალითი შოუს ერთ ერთი თორმეტთაგანი. ღრმა ახალგაზრდობაში ვთამაშობდი კალათბურთს. დღეს აღარ ვეწევი აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, უბრალოდ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად თუ გავერთობი. საერთოდ ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, იქნება ეს სათამაშო მოედანზე, სუფრასთან თუ უბრალოდ სახლში. ძალიან მიყვარს ფიქრი, დროის უმეტეს ნაწილს ფიქრში ვატარებ. ვფიქრობ ყველაფერზე დაწყებული ბიზნეს იდეებიდან დამთავრებული ზოგად საკაცობრიო თემებით. წიგნი ჩემი ერთ-ერთი კარგი მეგობარია, ყოველ საღამოს ძილის წინ ერთი გვერდი მაინც უნდა წავიკითხო ხოლმე. თავს ვიქცევ წერითაც, მსიამოვნებს როდესაც ფურცლელზე გადამაქვს ხოლმე ჩემი ნააზრევი, ლექსის ან რაიმე ჩანახატის სახით. აუცილებლად კალმით ფურცელზე და არა კომპიუტერში. ბავშვობაში ბაკურიანის ჯაგლაგ ცხენებზე ვისწავლე ჯირითი და შეძლებისდაგვარად დღემდე ვერთობი ამ სპორტით. მიყვარს კარგი და ხარისხიანი მუსიკა, ვარ ქართული ფოლკლორისა და ქალაქური სიმღერის მოტრფიალე. ხშირად ჩემი გამბედაობა და სურვილი აღემატება ჩემს სასიმღერო მონაცემებს. თუმცა, ძირითადად მეგობრების წრეში სიმღერის წამომწყები მე გახლავართ გამგრძელებლები კი შესანიშნავი მომღერლები. საქმეში ვაფასებ, ერთგულებას, პროფესიონალიზმს, გუნდურობას და პასუხისმგებლობას. მიყვარს როდესაც დაკავებული ვარ საქმით და ვარ რეჟიმში. ვცდილობ წინასწარ განვსაზღვრო რისკები და შესაძლო ნაბიჯები მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ვრისკავ კიდეც, რადგან შეუძლებელია ყველაფრის წინასწარ განსაღვრა. აუცილებლად მიმაჩნია სხვისი აზრის მოსმენა. მჯერა, რომ ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე სწავლობს. P.S. ეს არის ჩემი უმოკლესი ავტობიოგრაფია, მგონი საკმარისია პატივისცემით ვასილ გეგელია