http://www.interpressnews.ge/ge/mnishvnelo...-televizia.htmlGDS TV - ახალი თაობის ტელევიზია
დიდი ხანი არაა, რაც GDS TV-მ დაიწყო მაუწყებლობა, ჯერ ერთი წელიც არ გასულა პირველი ეთერიდან. ამ ხნის მანძილზე, ტელეკომპანიამ შეძლო მოეპოვებინა მაყურებლის სიმპათია. პარალელურად, მიმდინარეობდა ტექნიკური ბაზის სრულყოფად მაუწყებლობის გაფართოვება, რომ არხი ყოფილიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ახალ სეზონზე GDS TV მაყურებელს სთავაზობს ბევრ სიახლეს. არხი ხელმისაწვდომია დეციმეტრულად და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით (პირველი სტერეოს სიხშირეზე).
ახლა უკვე განურჩევლად ყველას, ვისაც სახლის ანტენა აქვს, სატელიტური, IP თუ საკაბელო ტელევიზია, შეუძლია უყუროს GDS TV-ს.
16 სექტემბრიდან არხმა საცდელი მაუწყებლობა მოხსნა და ახალo სატელევიზიო სეზონი ახალი პროექტებით დაიწყო. ეს იქნება გასართობი ფორმატის ტელევიზია, ძირითადი აუდიტორია განისაზღვრება 12-40 წლის ასაკობრივი ჯგუფით. ახალი გადაცემები და პროექტები შეესაბამება მათ ინტერესებსა და მოთხოვნებს.
დილის გასართობი პროგრამა, ტოპ 10, შუადღის თოქშოუ “მიქსერი”, საბავშვო პროექტი “ტყუილის გარეშე”, ”სონგსთორი”, “ურბანსთორი”, იუმორისტული გადაცემა “მისტერამიკო”, “კიბერჰაუსი”, “პოპკორნი”, ლიცენზირებული მხატვრული ფილმები, უცხოური ახალგაზრდული სერიალები, წამყვანი ტელეკომპანიების დოკუმენტურ- შემეცნებითი ფილმები, 2 ახალი ქართული ტელესერიალი: კომედიური ჟანრის “პანიკის გარეშე” და მისტიკური ჟანრის “პარადოXი”, მხატვრულ-შემეცნებითი ფილმების სერია “დროისმანქანა”, ენდემოლის მუსიკალური მეგაშოუ “ერთიერთში” - ეს იმ გადაცემების ჩამონათვალია, რასაც იხილავს მაყურებელი GDS-ზე.
ჯგუფი, რომელიც ახლა GDS-ს ახალ სატელევიზიო სეზონზე წარადგენს, არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული და მათი დიდი გამოცდილება გახდება მისი წარმატების სათავე.
GDS TV - ახალი თაობის ტელევიზია
მიმაგრებული სურათი