მდაა,
ვუყურე...
მარიამმა და ვიქტორმა გამაოცეს და მასიამოვნეს,
მიმაჩნია, რომ ბოლო ცეკვის შედეგებით დამსახურებულად გაიმარჯვეს,
მაგრამ...ჩერტკოევისა არ იყოს
მაგრამ ბოლოში თუ არ ჩაკუკეს ამ ქართველებმა, ხო არ შეიძლება რა!
მთელი შოუს მანძილზე, ძალიან სასიხარულო და ამაღელვებელ მომენტებში მარიამი სიხარულისგან ხტოდა-ხოლმე,
რაც ადასტურებს, რომ სიხარულს ბუნებრივად გამოხატავს ასე!
და გამარჯვებულად გამოცხადების დროს რა საჭირო იყო ეს არტისტობები, ჩაკეცვები და ვითომ გულის წასვლები?!
აი, ამ მომენტმა განმხიბლა ეგრევე!
თიელმა თავი დამამახსოვრა, როგორც კარგმა ადამიანმა...
მაგრამ ბინა რომ მოეგო პატარა ბინას აჩუქებდა?
დიდი ეჭვი გამიჩინა მანქანების ვიდეო-რგოლმა!
მინიმუმ რამდენი ხანი უნდა მასეთი ვიდეოს დამზადებას?
მინიმუმ მაგდენი ხნით ადრე იცოდნენ, რომ თიელი მეორე ადგილზე გადიოდა,
რამაც მე პირადად გამაღიზიანა!
ყიფშიძე, როგორც წამყვანი თავიდან მომწონდა, მაგრამ ბოლო შოუებში ძაან სისულელეებს ბოდიალობდა, "მონეტი" ავაგდე და ა.შ.
ნუ, ბარგნართნ დაკავშირებულ აჟიოტაჟზე ვერაფერს ვიტყვი კარგს და ამიტომ არ ვიტყვი არაფერს!
ნანკამ და დუტამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ნიჭები,
მაგრამ მეტი რომ იმუშაონ მეტყველებაზე და ლექსიკურ მარაგზე, არ იქნებოდა ურიგო!
მოკლედ რა!
დამთავრდა რავარც იქნა და ახლა იურმალაზე უნდა ვიშალო ნერვები!
იმ გოგოშკას, ბუზალაძეს, თუ ვინმე იცნობთ, გადაეცით, რომ იღლიებიც დაიზაგროს, ძაან ანათებდა!