მაშ გავარდა ჯიგიტი? იქ ვეღარ ჩააწყო სანათესაოს ამბავში…
მაგარი შეცდომა დაუშვეს ეგ რომ გაუშვეს… მაგრამ გაიმარჯვა
ხმის უმრავლესობით, ერთი ხმის უფლება უნდა ყოფილიყო თვითიეულ
ტელეფონზე და მაშინ ვერ უშველიდა სანათესაო.. ეხლა იქნებ შემდეგზე
მაინც მიხვდენ და ცოტა სხვა წესები შემოიღონ, თანაც ისა სიმღერები არ
გვივარგა, ვიძახე გია ყანჩელს დააწერიონ ერთი სიმღერა მეთქი სანამ ის
კაცი ცოცხალია …
* * *
თამთას ვუყურე ეხლა და კარგად გამოვიდა, შანსები აქვს…
* * *
ლიზა უნდა გაეშვათ წესით, ევროვიზიაზე. თანაც ის ტიპი მაინც წაუყვანიათ რობოტივით
რომაა წინა ევროვიზიიდან რომ გავარდენ იმ ანსამბლიდან. ეგ თარსია მეთქი მაგრამ ვინ იჯერებს?
მაგრამ ეს აგრესია მართლა არაა ევროვიზიის ფორმატი, ლიზა იმღერებდა ანგელოზივით და
მოაჯადოვებდა თავისი ანგელოზური ენერგიით, ნუ ფინალში მაინც გავიდოდა, ისე სიმღერა
არც მას ჰქონდა მანდამაინც კარგი, ამდენი კომპოზიტორის სიმღერებიდან რა აარჩიეს მაგათმაც…
* * *
მე შვეიცარიას გულშემატკივრობ, ძაან კარგი ხმა აქვს და სიმღერაც კარგია, უბრალოდ
პერფორმანსი მანდამაინც არც თუ ისე კარგია, ბომბა ქალები რომ ცეკვავენ რავიცი…
პერფორმანსი ყველაზე კარგი ავსტრალიას აქვს მგონი, შეულამაზებიათ, თავიდან
ის ქალი დიდ კაბაზე შემომჯდარი მღეროდა და ვინცხა ყვანთალებდა მის უკან,
საშიშიც იყო რომ დასჯახებოდა ჩამოაგდებდა კაბიდან. ეხლა უფრო დაუხვეწიათ
და მომღერალიც ყვანთალებს და კიდევ ორი .. მოკლედ კარგი სანახაობა გააკეთეს..
* * *
ყველაზე მეტად ქულების გამოცხადებებზე ვკაეფობ… ისე ბავშვების ევროვიზაზე თუ გავიმარჯვებთ,
მანდ მე მეგონი სიმღერებიც კარგი აქვთ და შერჩევითაც კარგს არჩევენ… ვნახოთ ეხლა თუ არ აურიეს..