ისე რომ ვაკვირდები ამ წელს არავინ არის ისე გამორჩეული სიმღერით, მე მგონი ეს ჩვენი "ვარადა" რაღაცნაირად
ველურად ჟღერს და ეს შეიძლება რაიმე სიახლედ მიიღონ, მითუმეტეს ეს ოთოც ისე ლომივით შემტევ ტალღაზეა…
ვინ იცის იქნებ მოეწონოთ კიდეც…
* * *
ცოტა დუდუკებიც რომ შეუშვან არანჟირებაში შესაძლოა სიმღერას დაემსგავსოს…
ხო პერფორმანსით გამოირჩევა ავსრალია: სიმღერა იმდენად არაფერი, მაგრამ ორიგინალურობა
არის ამ გამოსვლაში:
ასევე პორტუგალიამ დადო რაღაც ორიგინული მუსიკა და პერფორმანსი:
მემგონია ესენი ფოქრობენ, წინაზე ის ქათამივით რომ კაკანებდა და პირველზე გავიდაო იქნებ ჩვენც რაღაცა ისეთი გავაკეთოთო…
არადა სწორედ ეგაა დიდი შეცდომა, არ უნდა მიბაძონ წინას… ყოველთვის იცვლება ევროვიზიის გემოვნება…
კვიპროსი
თამთაც არ აკლებს პერფორმანსებს, მაგრამ სიმღერა რაღაცნაირი სტანდარტულია:
ისე რომ დავაკვირდეთ მართლა სიახლე და მიმბაძველობაც რომ არაა ესაა ოთოს სიმღერა, ჩვენ კი არ მოგვწონს,
მაგრამ სრულიად შესაძლებელია რომ ევროვიზიას მოეწონოს… გააჩნია რას შეცვლიან სამოსში თუ მუსიკაში, ისე
ჯობია ასევე დატოვონ უფრო არ გააფუჭონ… შარშანწინ ბელგიელი გოგო მღეროდა ისე კარგად შარვლით.. და
გამოსვილისას კაბა ჩააცვეს და ხელების ზემოთ ქნევა დააწყებინეს ქორეოგრაფებმა, სულ გაუფუჭეს იმიჯიც და
საერთოდ ხმაც დაეკარგა და რაღაცეები მოუვიდა… ასეთი რამე რომ არ მოხდეს, მაგრამ აი მუსიკაში ის ოთხი
კაცი რომაა მისამღერზე მათ მაგივრად დუდუკებს ჩავსვამდი, ვინაიდან ის ტიპი თუ წაიყვანეს ისევ რომელიც
წინა ევროვიზიაზე დამარცხდა, დაითარსება:
საქართველო
* * *
ეხლა მოვასმენინე უცხოელს ოთოს სიმღერა, ვიფიქრე იქნებ სხვანაირად მოხვდეს ყურში მეთქი, მაგრამ არაოო..
არავითარი მელოდია არააო რაღაც ღრიალიაო და მეტი არაფერიო…
მოკლედ ჩემი ფავორიტია ჯერჯერობით:
შვეიცარია…
მერე დავამატებ ალბათ..
* * *
ბარემ სტატისტიკასაც დავდებ ვინ რამდენჯერ მოიგო ანუ გამარჯვებული ქვენყნების სტატისტიკა: