აქ შეიძლება დაიდოს ყველანაირი რესურსი, რაც კვლევას ეხება:
- კვლევის მეთოდები
- კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში და საზღვარგარეთ
- მონაცემთა ბაზები
- წიგნები
- პუბლიკაციები და რეპორტები
ნებისმიერი რესურსები და შესაძლებლობები ნებისმიერ დისციპლინაში
პოსტი უნდა შეიცავდეს რესურსის აღწერას და ლინკს. წინააღმდეგ შემთხვევაში წაიშლება.
----------
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. CRRC-საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.
სამივე ცენტრი დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. 2013 წლიდან CRRC-საქართველო და CRRC-სომხეთი საქმიანობას დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით აგრძელებენ.
CRRC-ის აქვს მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ათ წელზე მეტი გამოცდილება მკვლევარების, მთავრობების, დონორებისა და კერძო სექტორისათვის საქართველოში და რეგიონში არსებული ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ. CRRC გთავაზობთ კვლევებს, ანალიზს და ტრენინგს სანდო მეთოდოლოგიით, რომელიც მოსახლეობის ჯგუფებისა და ქვეყნების შედარების შესაძლებლობას იძლევა.
CRRC-ის მონაცემთა ბაზები საჯაროა და ყველას აძლევს შესაძლებლობას, გაიგოს და შეაფასოს სოციალური და პოლიტიკური ტენდენციები როგორც საქართველოში, ასევე მთელს სამხრეთ კავკასიაში. ბაზების სწრაფი და იოლი ანალიზისთვის გამოიყენეთ CRRC-საქართველოს
ონლაინ ანალიზის პროგრამა. * * *
სოციალური კვლევის პლატფორმა ახლადშექმნილი ინიციატივაა, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეცნიერებების და სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ ახალი ცოდნის შექმნა, გაზიარება და მკვლევართა გაძლიერება ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის გზით.
პლატფორმაა ღიაა სოციალური მეცნიერების კვლევებით და კვლევის მეთოდოლოგიით/მეთოდებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუ სურვილი გაქვთ, წვლილი შეიტანოთ სოციალური კვლევის პლატფორმის განვითარებაში, შესაძლებლობა გაქვთ შეავსოთ წევრთა რეგისტრაციის ფორმა.