ბევრი რომ არ გავაგრძელოთ. მეგრულზე, სვანურზე და მეგრელებზე და სვანებზე მარაზმულ დისკუსიას ისევ ამ ენების შესწავლა სჯობია. ვიცი, რომ მეგრელებს აღიზიანებს, როცა მათ შორის სამეგრელოში არამეგრელი (მაგალითად იმერელი) ჩადის და იმისათვის, რომ მასაც გააგებინონ, ქართულად უხდებათ საუბარი. ცხადია, შეგნებული მეგრელები აუცილებლად ქართულად ილაპარაკებენ ასეთ შემთხვევაში (თუმცა ისინიც გარკვეულწილად ღიზიანდებიან), ხოლო შეუგნებლები საერთოდ პირიქით, იმ იმერელის გულის გასახეთქათ სიტყვას არ დაძრავენ ქართულად. მაგრამ წარმოიდგინეთ, ვთქვათ, თქვენ მასპინძელს უჩვენეთ, რომ რამოდენიმე ათეული სიტყვა იცით მეგრულად და ცდილობთ კიდევ მეტი ისწავლოთ. ასეთ შემთხვევაში შეუგნებლებიც (შეგნებულები მით უმეტეს) აუცილებლად იწყებენ საუბარს ქართულად და უკვე სრულიად თავისიანად გაღიარებენ, თუნდაც თქვენ მხოლოდ 15-20 სიტყვაზე მეტი არ იცოდეთ მეგრულად. ეს ცნობილი მეთოდია და ყველგან ჭრის (მარტო მეგრული და ქართული ენები არ მაქვს მხედველობაში).
ჰოდა, ამ თემაში ვეცადოთ ვისწავლოთ და ვასწავლოთ მეგრული ენა...
* * *
არასოდეს არ მისწავლებია მეგრული ენა და მით უმეტეს ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ, ამიტომ თუ აქ იქნება უსისტემობა და სხვა ხარვეზები, რაც აუცილებლად მოსალოდნელია, წინასწარ ბოდიშს ვიხდი.
********
A. ჯერ ანბანი და ბგერები.
1. იგივეა რაც ქართულში, მხოლოდ არის ბგერა, რომლის შესაბამისი ასო-ბგერა ქართულში არ არის. ეს ბგერა ჰგავს რუსულ სიტყვა
это-ს წარმოსათქმელ პირველ ბგერას (რომელიც ამ სიტყვაში არც წერია).
იწერება როგორც "ყ", ოღონდ შებრუნებულად.
შემდეგში მის აღსანიშნავად გამოვიყენებ ასოებს "ყყ" (რადგან ქართულ-მეგრულში 2 ყ ერთად არასოდეს არ გვხვდება, ხოლო ეს ბგერა ისედაც ახლოს დგას ქართულ ბგერა ყ-სთან).
მაგალითები:
ყყუდე = სახლი
ყყვამინთა = პიტნა
ყყვალი = ყველი
2. სერიოზულად განსხვავდება მეგრული ლ ქართულისაგან. მეგრული ლ თითქმის ყველგან დაახლოებით ისე რბილად წარმოითქმის როგორც შესაბამისი ბგერა რუსულ სიტყვაში мальчик. ამიტომ მეგრული ლ-ს ქართულისაგან გასარჩევად თავიდან დავწერ აი ასე ლ'.
მაგალითები:
ლ'ომი = ლომი,
ლ'აკვი = ლეკვი,
ლ'უღი = ლეღვი.
სხვა რამე ანბანთან და ბგერებთან მიმართებაში ჯერ-ჯერობით არაფერი არ მახსენდება. თუ გამახსენდა, დავამატებთ...
B. ცოტა რამ ლექსიკიდან. სახელები
ჯერ დავიწყებ ყველაზე სასაუბრო სიტყვებით.
(ბოლოში ასო ი ნიშნავს სახელობით ბრუნვას)
B1. არსებითი სახელები.
კაცი = კოჩი
ქალი, ცოლი = ოსური
გოგონა = ძღაბი
ბიჭი = ბოში
კომპიუტერი = ...
მონიტორი = ...
კლავიატურა = კლ'ავიატურა
ქმარი = ქომონჯი
ცოლი = მეგრულში ცოლი და ქალი სხვადასხვა სიტყვებით ან განირჩევა, ანუ ცოლი = ქალი = ოსური.
მანქანა = ...
მოტოციკლეტი = მოტოციკლ'ეტი
გზა = შარა
მდინარე = ან მდინარე ან წყარი = წყალი
ვაკე = ზენი
ზეგანი = ნარაზენი
მთა = გვალ'ა
ზღვა = ...
გვალვა = გოლ'ოფა
ვარსკვლავი = მურიცხი
ბუზი = ჭანჯი
შენობა = ...
სამეგრელო = სამარგალო
თბილისი = ქართი
ქუთაისი = ქუთეში
მეგრელი = მარგალი
ქართველი = ქორთუ
რუსი = ...
სომეხი = ...
* * *
B2. ზედსართავი სახელები.
კარგი = ჯგირი
ცუდი = გლ'ახა
ლამაზი = სკვამი
უშნო = ...
მახინჯი = ...
უცნობი = უჩინებუ
მაღალი = მაღალ'ი
დაბალი = დაბალ'ი
მსხვილი = შხუ
წითელი = ჭითა
მწვანე = ...
ყვითელი = ყვინთელ'ი
თეთრი = ჩე
შავი = უჩა
ყავისფერი = კარიჩნი
ცისფერი = ...
* * *
B3. რიცხვითი სახელი.
1 = ართი
2 = ჟირი
3 = სუმი
4 = ...
5 = ...
6 = ამშვი
7 = შკვითი
8 = რუო
9 = ჩხორო
10 = ვითი
11 = ვითაართი
12 = ვითოჟირი
13 = ვითოსუმი
14 = ვითაანთხი
15 = ვითოხუთი
16 = ვითაამშვი
17 = ვითოშკვითი
18 = ვითორუო
19 = ვითოჩხორო
20 = ეჩი
21 = ეჩ და ართი
22 = ეჩ დო ჟირი
...
40 = ჟარნეჩი
41 = ჟარნეჩ და ართი
...
60 = სუმონეჩი
80 = ოთხონეჩი
100 = ოში
1000 = ათასი ან ანთასი
...
B4. ნაცვალსახელები
მე = მა
შენ = სი
ის = თინა
ჩვენ = ჩქი
თქვენ = თქვა
ისინი = თინეფი
მას = თის
მან = თიქ
ჩემი = ჩქიმი
შენი = სკანი
მისი = თიში
ჩვენი = ჩქინი
თქვენი = თქვანი
მათი = თინეფიშ
მას -> მათ = თინეფს, მათ მისცეს = თინეფს ქიმეჩეს
მან -> მათ = თინეფქ, მათ დაკარგეს= თინეფქ მიოდინუეს
* * *
თანამედროვე მეგრულში ცოლი და ქალი სხვადასხვა სიტყვებით არ განირჩევა, ანუ ცოლი = ქალი = ოსური.
გერმანული Frau-ს ვარიანტია.

ისე საერთოს მარტო გერმანულთან კი არა ბევრ სხვა ენასთან იპოვით. მაგალითად, ქართულში "რამდენი" იხმარება ორი მნიშვნელობით: How Many და How Much. მეგრულში 2 სიტყვაა ამათთვის, ისევე, როგორც ინგლისურში.
How Many = მუზმა
How Much = მუსხი.
* * *
C. ზმნები.
ქართული ზმნები ხომ იცით რამდენად რთულია. ჰოდა მეგრულში კიდევ უფრო რთულია (უფრო მეტი ფორმა აქვთ). არ ვარ ენის სპეციალისტი და ვერ მოვიყვან გრამატიკის გარჩევას, სამწუხაროდ.
სიარული = ულა
სირბილი = რულა
მოსვლა = მოულა
მისვლა = მეულა
სიყვარული = ყყოროფა
სიცილი = ძიცა
ტირილი = ნგარა
ნახვა = ძირაფა
ჯდომა = გეხუნა
დგომა = გერინა (ადამიანზე), გეჩანა (მცენარეზე), გედგინა (სახლზე)
მაგალითად:
კაცი დგას = კოჩ გერე,
ხე დგას = ჯა გეჩანს,
სახლი დგას = ყყუდე გედგუ
ყოფნა = რინა
ქონა = ღუნა
ყოლა =ყყუნა
კაცურად ქონა-ყოლა ზმნა აუღლე რა, მაგრად გთხოვ
მყავს = მიყყუნს ან მიუნს
გყავს = გიყყუნს ან გიუნს
ჰყავს = უყყუნს ამ უუნს
გვყავს = მიყყუნა ან მიუნა (შემდეგში არ დავწერ მეორე ვარიანტს)
გყავთ = გიყყუნა
ჰყავთ = უყყუნა
.....
მაქვს = მიღუ
გაქვს = გიღუ
აქვს = უღუ
გვაქვს = მიღუნა
გაქვთ = გიღუნა
აქვთ = უღუნა
* * *
"ძირეს კოჩი უჩინებუ, რდუ, ინგარდუ წყარიშ პირსუ"
"ნახეს კაცი უცნობი, იყო, ტიროდა წყლის პირას" = "ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა".
(მეგრული თარგმანის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ. )
ნახვა = ძირაფა
ნახეს = ძირეს
ყოფნა = რინა
იყო = რდუ
ტირილი = ნგარა
ტიროდა = ინგარდუ
წყალი = წყარი
წყლის = წყარიშ
პირი, ნაპირი = პიჯი, პირი
პირსა = პიჯის, პირსუ
*******
ბრუნება.
მეგრულშიც იგივეა, როგორც ქართულში, ოღონდ რომ ვაკვირდები, ქართულ სახელობითს მეგრული ფუძის ბრუნვა უფრო შეესაბამება.
სახელობ. კოჩი, კოჩ =კაცი
მოთხრობ. კოჩქ =კაცმა
მიცემითი. კოჩის, კოს =კაცს
ნათესაობ. კოჩიშ = კაცის
მოქმედებ. კოჩით =კაცით
ვითარებთ. კოჩო = კაცად
წოდებითი. კოჩი, კოჩ = კაცო
* * *
ახლა კი შეგვიძლია ფრაზებზე გადასვლა.
დამისახელეთ თქვენთვის საინტერესო ფრაზა და შეძლებისდაგვარად გითარგმნით მეგრულად.
მანამდე მე თავად შემოგთავაზებთ ფრაზებს:
"მე შენ მიყვარხარ"
"მა სი მიყყორქ" (ან მიორქ)
მიყვარხარ = მიყყორქ, მიორქ
სიყვარული = ყყოროფა.
მიყვარს = მიყყორს, მიორს
გიყვარს = გიყყორს, გიორს
უყვარს = უყყორს, უორს
გვიყვარს = მიყყორა, მიორა
გიყვართ = გიოყყორა, გიორა
უყვართ = უყყორა, უორა
მიყვარდე = ქომიყყორდე, ქომიორდე
შემდეგი ფრაზა:
მოდი აქ = მორთი აშო.
მოსვლა = მოულა, მოდი = მორთი.
ბევრს ნუ ლაპარაკობ = "ბრელ ვე-ჩუა" ან "ბრელს ნუ იჩიებუქ"
ბევრი = ბრელი
ლაპარაკი = ჩიება
ლაპარაკობ = იჩიებუქ
ნუ = ვე, ვარ, ნუ
ნუ ლაპარაკობ = ვე-ჩუა
ფრაზა #4. "მეგრული კარგად ვიცი" = "მარგალურ ჯგირო მიჩქ"
ფრაზა #5. "მე პატარა ქართველი ვარ" = "მა ჭიჭე ქორთუ ვორექ"
ფრაზა #6. "არ დაივიწყო შენი ენა" = "ვა-გიჭყოლიდუა სკანი ნინა"
ფრაზა #7. "დაწექი და დაიძინე" = "ქიდინჯირ დო ქიდირულე"
* * *
Rindi
QUOTE
მეცნიერება და ტექნიკა როგორ იქნება?
ახლანდელი მეგრულით იქნება "მეცნიერება დო ტექნიკა" ან "მენცარობა დო ტექნიკა".
თუმცა ახლა მეცნიერებას ნაკლებად ეძახიან "მენცარობა"-ს, თუმცა სიტყვა "მენცარი" = მეცნიერი დღემდე აქტიურად გამოიყენება.
კიდევ ერთი - ტექნიკისთვის არის სახუმარო სიტყვა: "ხინტურ-მანტური", რომელიც ჩემი აზრით არაა რეალური სიტყვა, უფრო ხუმარა მეგრელების გამოგონილი მგონია და უფრო ჩხირკედელაობას ნიშნავს.
ერთი მეგრული ლექსის ფრაგმენტები:
მა სი ვარდი თიშენ მერჩი, ბაღის ოკო დორგიყყონი, თინა დღასი ვა-ხომუდუ, მა სი ქოგიყყორდიკონი.
მე შენ ვარდი იმიტომ მოგეცი, ბაღში უნდა დაგერგო, ის არასდროს არ გახმებოდა, მე შენ რომ გყვარებოდი.
სერი იშენ სერი რე დო უკუმელა მაფუ დღაში
ღამე მაინც ღამე არის და ბნელი მაქვს დღე