Gia_Gia2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვს 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და 3 ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი. 01/04/2013 -დან 19/04/2013 ჩათვლით. სკოლაში რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ შემდეგი კატეგორიის მოსწავლეებისათვის:
ვისი და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და-ძმები).
II ეტაპი. 25/04/2013-დან 03/07/2013. განხორციელდება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.
სპეციალური აპლიკაცია განთავსდება საიტებზე www.registration.emis.ge; www.mes.gov.ge. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და რეგისტრაციის ფორმაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველ სკოლაში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მშობელი იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. მას სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი სმს-ის საშუალებითაც ეგზავნება, რომლის შენახვაც აუცულებელია.
მშობელს სკოლის არჩევაში დაეხმარება ვებ-გვერდი www.catalog.edu.ge, სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.
მშობელი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. ვადის გასვლის შემდეგ სისტემა რეგისტრაციის გაუქმებას ავტომატურად მოახდენს.
III ეტაპი. 29/06/2013-დან 05/07/2013. სურვილის შემთხვევაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი ხელახლა დაარეგისტრირონ.
მშობელს რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის და ბავშვის პირადი ნომრის მიხედვით შეუძლია. თუ მშობელმა გადაწყვიტა ერთ სკოლაში მოხსნას და მეორეში დაარეგისტრიროს შვილი, წინასწარ ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილები უნდა შეამოწმოს.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს.
2013-2014 სასწავლო წელს I კლასში სკოლაში მიღებისას საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. დაბადების მოწმობის დედანი სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული პირადი ნომრით და 1 ც ქსეროასლი ნოტარიულად დამოწმებული;
3. სამოქალაქო რეესტრიდან ამონაბეჭდი ჩასარიცხი მოსწავლის პირადი ნომრის (არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი);
4. ორი ფოტოსურათი ¾-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია;
წარმოდგენილი CD დისკის სახით 2X2,5 -JPG ფორმატში, რომელსაც უნდა ეწეროს მოსწავლის გვარი, სახელი და დაბადების თარიღი ფორმატით:
IVANISHVILI ZURABI 01021981 (დღე, თვე ,წელი);
5. ჯანმრთელობის ცნობა (2013 წელს გაცემული);
6. მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები ( 2 ცალი);
7. მშობელთა და მოსწავლის ლტოლვილის მოწმობის და სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლები (2013 წლის აპრილის თვეში გაცემული) თუ მიეკუთვნებიან ამ კატეგორიას.
8. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
P.S. საბუთები წარმოადგინეთ სრულყოფილად, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღება
საბუთების მიღება იწარმოებს 1200 სთ-დან 1400 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა)
დირექცია
წყარო
http://www.51school.ge/