შენ გააჩნია სად აბარებ და რა მნიშვნელობას ანიჭებ ქულებს

რთული არ იყო უაზრო იყო
ისე 1984 შI ხარ დაბადებული?
* * *
გამოცდების ხანგრძლივობა
ქართული ენა და ლიტერატურა – 3,5 საათი;
ზოგადი უნარები – 3 საათი;
უცხოური ენა – 2 საათი;
საქართველოს ისტორია – საზოგადოებრივი მეცნიერებები – 3 საათი;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 3,5 საათი;
მათემატიკა – 3,5 საათი;
ლიტერატურა – 3,5 საათი;
გთავაზობთ პასუხებს გამოცდების დაწყების დღიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე:
აუცილებელია, რომ აბიტურიენტმა პასუხების ფურცელი შეავსოს გელიანი კალმით, თუმცა იყო შემთხვევები როდესაც აბიტურიენტებმა გამოიყენეს ჩვეულებრივი საწერი კალმები, გამონაკლისის სახით მათი ნაშრომები გასწორდება ხელით. თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდა, ნაშრომი არ გასწორდება.
თუ აბიტურიენტმა დაკარგა პლასტიკური ბარათი მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს სადაც მას ახალ ბარათს დაუმზადებენ (ივანე ჯავახიშვილის 60, 94 33 11, 96 80 78).
გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და მათი სწორი პასუხები თანამიმდევრულად განთავსდება გამოცდების ცენტრის საიტზე. საკუთარი პასუხების ფურცლების ნახვას კი აბიტურიენტები აგვისტოში შეძლებენ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თუ აბიტურიენტმა არ შემოხაზა თემის ნომერი თემა მაინც გასწორდება.
და კიდევ დღეს ვინც წერა უნარები მგონი ამ ტესტებს დღესვე გამოაქვეყნებენ