ბევრი არაფერია, მაგრამ მაინც დავდებ ინფოს:
ეროვნული გამოცდების ანალიზი"ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდამ ჩაჭრა"შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრი ახლა აპელაციის შედეგებს შეაჯამებს. პირველადი სიები სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ გამოქვეყნდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი სახეზეა, გამოცდებს ყველაზე მეტი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისურისა და მათემატიკის გამოცდებმა ჩამოაცილა. ყველაზე მეტად ქულათა მაქსიმალური ოდენობა აბიტურიენტებმა რუსულ ენაში მოაგროვეს: 100 ქულიანი შეფასება 74 მათგანს აქვს. ქულათა ოდენობა აპელაციის შემდეგ ალბათ უმნიშვნელოდ შეიცვლება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საერთო ჯამში 682 სააპელაციო განაცხადი შევიდა. 160 განაცხადი საქართველოს რეგიონებშია დარეგისტრირებული, 522 კი თბილისში. სააპელაციო განაცხადების რაოდენობა გასული წლისას 57%-ით ჩამორჩება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამოწმებს არა მთელ ტესტს, არამედ ტესტის იმ დავალებას, რომელიც, აბიტურიენტის აზრით, არაობიექტურად შეფასდა. ამდენად, ცენტრს ბევრი სამუშაო არ ექნება და აპელაციის შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული შედეგები გააპროტესტა. ქართული ენისა და ლიტერატურის შემდეგ კი უცხო ენა მოდის. 307-მა აბიტურიენტმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 274-მა კი უცხო ენაში მიღებული შეფასება გაასაჩივრა. ქულათა ოდენობა აპელაციის შემდეგ სავარაუდოდ უმნიშვნელოდ შეიცვლება.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 32 033-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. მაქსიმალური შეფასება კი მხოლოდ ერთმა მიიღო. 99 ქულიანი შეფასებაც მხოლოდ ერთმა დაიმსახურა. 98 ქულა აქვს 6 აბიტურიენტს. 15 ქულაზე ნაკლები დააგროვა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 300-მა აბიტურიენტმა. მათმა უმრავლესობამ 61-დან 80-მდე ქულა დააგროვა.
ზოგად უნარებში გამოცდა ჩააბარა 31 493 აბიტურიენტმა. ზოგად უნარებში მაქსიმალური შეფასება ვერც ერთმა ვერ მიიღო. 99 ქულა აქვს 2 აბიტურიენტს, 98 ერთს, 97 კი ოთხს. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 80-მა. აბიტურიენტთა უმრავლესობას 41-დან 60-მდე ქულა აქვს.
ინგლისურ ენაში გამოცდა 17 359-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. ქულათა მაქსიმალური ოდენობა 24-მა დააგროვა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 737-მა. აბიტურიენტთა უმრავლესობამ 21-დან 40 ქულამდე დააგროვა. მაქსიმალური შეფასება აქვს 24 აბიტურიენტს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში გამოცდა 1075 აბიტურიენტმა ჩააბარა. აქედან 97 ქულა მხოლოდ ერთმა დააგროვა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 46-მა. აბიტურიენტთა უმრავლესობამ ამ საგანშიც 21-დან 40 ქულის მოგროვება შეძლო.
ისტორია ჩააბარა 3546-მა აბიტურიენტმა. ყველაზე მაღალი შეფასება 89 ქულა აქვს მხოლოდ ერთს. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 41-მა აბიტურიენტმა. უმრავლესობას 41-დან 60-მდე ქულა აქვს. 81-დან 100 ქულამდე აქვს მხოლოდ 44 აბიტურიენტს.
მათემატიკა ჩააბარა 10 716 აბიტურიენტმა. ქულათა მაქსიმალური ოდენობა 19-მა მოაგროვა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 793-მა აბიტურიენტმა. უმრავლესობას 21-დან 40-მდე ქულა აქვს.
ფრანგულ ენაში გამოცდა 1224-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. 100 ქულა ორმა მოაგროვა. ქულათა საშუალო რაოდენობა აქვს აბიტურიენტთა 60,78%-ს. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 31-მა. უმრავლესობას 61-დან 80-მდე ქულა აქვს.
გერმანულში გამოცდა ჩააბარა 4849 აბიტურიენტმა. 100 ქულა 8 აბიტურიენტმა მოაგროვა. მათმა დიდმა უმრავლესობამ 41-დან 60-მდე ქულა მოაგროვა. გერმანული ენის წყალობით ერთიან ეროვნულ გამოცდებს 169 აბიტურიენტი ჩამოსცილდა.
რუსულ ენაში კი გამოცდა 7637 აბიტურიენტმა ჩააბარა. მაქსიმალური შეფასება 74-მა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 660-მა. აბიტურიენტთა დიდმა უმრავლესობამ 21-დან 40 ქულამდე დააგროვა.
http://www.akhaliversia.com/cgi-bin/n_vers..._statia&id=5743 This post has been edited by Geronti on 25 Aug 2006, 15:48