ფიზიკის ფაკულტეტის კრების რეკომენდაცია და დეკლარაცია
ივ. ჟავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თანამშრომელთა
დეკლარაცია
2005 წლის 6 ივლისს შედგა ივ. ჟავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის
ფაკულტეტის თანამშრომელთა საერთო კრება. დღის წესრიგის მიხედვით კრებამ განიხილა საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის - "საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება" შედეგები. განხილვის საგანს წარმოადგენდა 2005 წლის 28 ივნისის
ფაკულტეტის საერთო კრების მიერ არჩეული სპეციალური კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ფაკულტეტის
საერთო კრების გადაწყვეტილების პროექტი. ქვემოთმოყვანილი დასკვნები კენჭისყრით ერთხმად იქნა მიღებული
ფაკულტეტის საერთო კრების მიერ (საწინააღმდეგო ხმა არ ყოფილა).
"საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება" სათანადო
ინფორმაციული უზრუნველყოფის უკმარობის გამო ბადებს გარკვეულ ეჭვებს:
1. თსუ სამეცნიერო ნაწილის დაფინანსება გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ბიუჟეტით. ვის მიერ და რომელი
ნორმატიული აქტებით გადაეცა ეს თანხა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს? მოვითხოვთ,
ოფიციალურად იქნას განმარტებული, თუ ვის დაქვემდებარებაში იმყოფება უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილი.
2. არის თუ არა "საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების
დაფინანსება" სამეცნიერო ნაწილის დაფინანსების ძირითადი წყარო? რომელი კანონით, ან კანონქვემდებარე
აქტით განისაზღვრება დაუფინანსებლად დარჩენილი ე.წ. "სტიპენდიანტების" უფლებები, რა უფლებრივი
განსხვავება იქნება მათსა და დაფინანსებულ თანამშრომლებს შორის?
3. რომელი კანონით ან კანონქვემდებარე აქტით არის განსაზღვრული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ფუნქციები, უფლებამოვალეობები.
ვის მიერ და რის საფუძველზე აქვს მას მინიჭებული სამეცნიერო კვლევათა მართვის ფუნქცია?
4. რა ოდენობის თანხა დაიხარჟა ჩატარებული კონკურსის ორგანიზებისათვის და რომელი ფინანსური წყაროდან?
თსუ ფიზიკის ფაკულტეტის თანამშრომელთათვის მიუღებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდეგი ქმედებები:
1. "საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება" არ
არის კერძო პირის, ან უცხო სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების განაწილება, ამდენად სამინისტროს არა
აქვს უფლება საიდუმლოდ შეინახოს საკონკურსო კომისიის წევრების ვინაობა, მითუმეტეს კონკურსის შედეგების
გამოქვეყნების შემდეგ. ანონიმური შესაძლებელია იყოს ამა თუ იმ პროექტის რეცენზენტი, მაგრამ არა ჯიური,
რომელიც, სხვათა შორის, პასუხისმგებელია ობიექტური, მიუკერძოებელი და კომპენტენტური რეცენზენტების
შერჩევაზეც.
2. არც განათლების მინისტრს, არც დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არც "დანიშნული ფარული კომისიის"
თავმჟდომარეს ერთადაც კი რეალურად არ გააჩნიათ იმ დონის სამეცნიერო რეიტინგი, რომ თავის თავზე აიღონ
ისეთი წარმოუდგენლად რთული მისიის განხორციელება, როგორიცაა სრულიად განსხვავებული სამეცნიერო
მიმართულებების კვლევათა აქტუალურობის შეპირისპირებითი შეფასება. რაც შეეხება დაგვიანებულად
დეკლარირებული კრიტერიუმების სხვა პუნქტების რეალიზებას, ასეთი სახით ამ ამოცანის თუნდაც
მოკრძალებული სიმკაცრით შესრულება გასანაწილებელი ბიუჟეტის მოცულობაზე უფრო ძვირი დაჟდებოდა!
აქედან გამომდინარე, ფაქტიურად კონკურსი არ ჩატარებულა.
3. სამინისტროს მიერ კონკურსად გამოცხადებულ ქმედებებს ყველა ეტაპზე ახასიათებდა გაუმჭვირვალეობა და
უაღრესად მწირი ინფორმაციული უზრუნველყოფა. კერძოდ, კონკურსი გამოცხადდა ისე, რომ უცნობი იყო
საკონკურსო კრიტერიუმები, დღემდე საკამათოა ვის ჰქონდა კონკურსში მონაწილეობის უფლება, ბუნდოვანი იყო
კონკურსის მიზანი და პრინციპები, მუდმივად დალუქული იყო კონკურსის ამსახავი ვებ-გვერდი, საკონკურსოდ
წარდგენილი პროექტები და სხვა დოკუმენტები ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ კონკურსის დამთავრების შემდეგ.
არ გამოქვეყნებულა საექსპერტო დასკვნები. ანუ, ფაქტიურად, ჩვენ საქმე გვაქვს არა საჟაროდ, არამედ ფარულად
და საეჭვო კრიტერიუმებით ჩატარებულ შერჩევასთან.
4. მიუღებელია სამინისტროსა და დეპარტამენტის თსუ თანამშრომლებთან ურთიერთობის ფორმა. საექსპერტო
დასკვნების მიწოდებაზე უარის თქმით უხეშად დაირღვა უნივერსიტეტის მეცნიერთა უფლებები. მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების დეპარტამენტში მისულ თსუ თანამშრომლებს არათუ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, არამედ,
მათ შეკითხვებს უდიერადაც კი უპასუხებდნენ. საერთოდ, სამინისტროს დამოკიდებულება მეცნიერთა
უმრავლესობისადმი გაჟერებული იყო შეურაცხყოფითა და მათი უფლებების იგნორირებით.
5. ხელისუფლების მიერ სრულიად იგნორირებულია უნივერსიტეტის ავტონომია და ყველა მოქმედებაში იჩენს თავს
მის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ამ ფაქტის ერთ-ერთი სავალალო გამოვლინებაა ის, რომ
კონკურსის მომზადებისა და ჩატარებისას საჭიროდ არ ჩაითვალა უნივერსიტეტის ოფიციალურ
წარმომადგენელთა თანამონაწილეობა.
6. სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ნოვაციების შედეგად უკიდურესად მძიმე პირობები ექმნება
საბუნებისმეტყველო სპეციალობების, განსაკუთრებით კი ფიზიკის განვითარებას. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს
საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას. კითხვის ნიშნის ქვეშ
დგება, აგრეთვე, ჩვენს ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნების შესაძლებლობა.
ფიზიკის ფაკულტეტიდან წარდგენილი და დაფინანსებული პროექტების შეპირისპირებითი ანალიზის შედეგად იკვეთება
შემდეგი ტენდენციები: (ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონკრეტული თემის აქტუალურობა, პუბლიკაციების რანგირება და ა. შ., რაც
მოითხოვს სპეციალურ მიდგომას, ჩვენ არ ვეხებით, თუმცა ვთვლით, რომ გარკვეული ეჭვის საფუძველი აქაც არსებობს)
• განაცხადი გააკეთა და დაფინანსება მიიღო პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის (პედადაგოგიური
შტატების) მხოლოდ ნაწილმა. სხვებს დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი საკონკურსო დებულების შესაბამისად,
რომელიც პროექტების წარდგენას მხოლოდ სამეცნიერო ნაწილის მხრიდან გულისხმობდა, განაცხადი არ გაუკეთებია.
ეს ფაქტი თანაბარუფლებიანობის უხეში დარღვევაა.
• გამარჟვებულთა ნაწილს მინიჭებული აქვს უნივერსიტეტში დაკავებული საშტატო ერთეულის ადექვატური
პოზიცია, ნაწილი კი დაფინანსდა გაზრდილი ოდენობით, რაც ასევე უთანასწორობაზე მიუთითებს.
• მთლიანად დაფინანსდა ის განაცხადები, რომლებიც დეპარტამენტში მოხვდა ფაკულტეტის გვერდის ავლით.(?!)
• წარდგენილი პროექტების გადარჩევის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი
გამარჟვებული პროექტის შემსრულებლებს შორის ყოველგვარი ნორმის დარღვევით მითითებულია ისეთი პირები, ვინც
ფიზიკურად ვერ შეძლებს პროექტის შესრულებაში მონაწილეობას, მაგალითად, იმ მიზეზით რომ ხანგრძლივი
მივლინებით იმყოფება საზღვარგარეთ ან საერთოდ არ ირიცხება უნივერსიტეტის თანამშრომელთა სიაში.
• დაუფინანსებელი დარჩა აქტიურად მომუშავე, კვალიფიციურ და პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერთა ერთი
ნაწილი, რაც განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ეს ფაქტი დამატებით ადასტურებს ჩატარებული
კონკურსის არასრულყოფილებას და ნათელს ხდის მასში უნივერსიტეტის აზრის გაუთვალისწინებლობის სიმცდარეს.
• სახელმწიფოს მიერ სამეცნიერო პრიორიტეტების აღიარების გარეშე სამინისტროს მიერ შემოტანილი
დაფინანსების გრადაცია საეჭვო და უსაფუძვლოა. ბუნდოვანია აგრეთვე ერთი და იმავე დონით დაფინანსებული
პროექტებისათვის მნიშვნელოვნად განსხვავებული თანხების გამოყოფა ტექნიკური საშუალებებისათვის.
• უცნობია იმ თანამშრომელთა დაფინანსების საკითხი, ვინც ფარულად მონაწილეობდა სამინისტროს მიერ შემნილ
საკონკურსო კომისიაში. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ხომ არ იმალება ამგვარი ფარული თანამშრომლობის მიღმა
ინტერესთა კონფლიქტი.
ხელისუფლების მხრიდან ივ. ჟავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ავტონომიის და მის თანამშრომელთა უფლებების უხეში იგნორირება იმდენად აშკარაა, რომ
კონკურსში გამარჟვებულმა თსუ თანამშრომელთა ნაწილმა საჟაროდ განაცხადა უარი გრანტით
მოპოვებული ხელფასის მიღებაზე.
ვითარების უკიდურესი სიმწვავიდან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:
− საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ზოგადად, მეცნიერებისადმი და, კერძოდ, ივ. ჟავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი ადექვატურ დამოკიდებულებას, მისი ავტონომიის აღდგენასა და
სამომავლო ხელშეუხებლობას.
− საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების კომპენტენტურ
განსაზღვრას და შესაბამის კვლევათა ხელშეწყობას.
− სახელმწიფო ბიუჟეტით მეცნიერებისათვის გათვალისწინებული თანხების მიზნობრივ განკარგვას, ანუ
უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილისთვის საბაზო სახელფასო დაფინანსების აღდგენას და არავითარ შემთხვევაში
შეურაცხმყოფელ "სტიპენდიებს".
− არასწორად ჩატარებული კონკურსის შედეგების ლიკვიდაციას. კონკურსები აკადემიური და სამეცნიერო
თანამდებობების დასაკავებლად, ან დამატებითი სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად უნდა
ჩატარდეს მხოლოდ ღიად, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესების დაცვით, სახელმწიფო მოხელეთა
შეზღუდული მონაწილეობით და სამეცნიერო წრეებში უდავო ავტორიტეტის მქონე მეცნიერთაგან დაკომპლექტებული
კომისიების მიერ. დაშვებული უნდა იყოს ყველა იმ დაწესებულების ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელთა
თანამონაწილეობა საკონკურსო პროცესში, რომელის თანამშრომლებიც მონაწილეობენ კონკურსში. უნივერსიტეტის
ის თანამშრომლები, რომელთაც ნამდვილად ეკუთვნოდათ კონკურსში გამარჟვება, არ უნდა დაზარალდნენ
სამინისტროს შეცდომების გამო. კონკურსი ზემოთაღნიშნული პირობების გათვალისწინებით აუცილებლად უნდა
ჩატარდეს ხელახლა.
− სამეცნიერო კვლევათა მართვა, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოითხოვს სრულიად განსაკუთრებულ მიდგომას.
ადმინისტრაციულ-მბრძანებლური პრინციპები, რომელთა დანერგვის მცდელობა ჩვენთან ამჯამად სახეზეა ყველაზე
ნაკლებადაა ეფექტური ამ სფეროში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედებები ამ მიმართებაში აშკარად
უარყოფით შედეგებს იძლევა. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი მკაცრად
უნდა განისაზღვროს სამეცნიერო საზოგადოების მიერ ერთობლივად გამომუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.
− მკაცრად უნდა იქნას განსაზღვრული მისი საქმიანობის სფერო და უფლება-მოვალეობები.
− სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემის "სამეცნიერო კომპონენტის" რეფორმა საქართველოში უაღრესად
აქტუალურია და მოითხოვს გაცილებით უფრო ღრმა ანალიზსა და განზოგადოებულ, დასაბუთებულ მიდგომას,
ვიდრე ეს დღეისათვის ხორციელდება.
− საგანმანათლებლო-სამეცნიერო სისტემის რეფორმის უარყოფითი გადახრებისათვის პასუხი უნდა აგონ ერთის მხრივ
შესაბამის თანამდებობებზე დანიშნულმა სახელმწიფო მოხელეებმა და მეორე მხრივ იმ კომისიის წევრებმა, რომლის
შემადგენლობასაც პირველ რიგში უნდა აეხადოს ფარდა.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლებს არა გვაქვს ხელისუფლებასთან კონფრონტაციის სურვილი,
ვაცხადებთ, რომ ჩვენ უკმაყოფილებას აქვს დასაბუთებული საფუძველი და არ დავუშვებთ, საფრთხე შეექმნას
უნივერსიტეტის მიერ იმ ეროვნული მნიშვნელობის ფუნქციის შესრულებას, რაც მას დაარსების დღიდანვე ჰქონდა.
******************
2005 წლის 28 ივნისს ივ. ჟავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თანამშრომელთა საერთო კრებამ შექმნა
სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში ჩატარებული სამეცნიერო თემატიკების კონკურსის
შედეგების შესწავლა.
კომისიის შემადგენლობა:
1. წერეთელი სიმონ (თავმჟდომარე)
2. გორგილაძე ბადრი
3. მებონია ჟემალ
4. ნოსელიძე ირაკლი
5. სალია ზურაბ
6. ქამუშაძე თენგიზ
7. ქარქაშაძე დავით
აღნიშნული კომისია საჭიროდ მიიჩნევს, მიემართოს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და ივ. ჟავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რათა კანონით დადგენილი
წესით ოფიციალური პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
1. თსუ სამეცნიერო ნაწილის დაფინანსება გათვალისწინებული იყო 2005
წლის სახელმწიფო ბიუჟეტით. ვის მიერ იქნა დარღვეული კანონი და რის
საფუძველზე გადაეცა ეს თანხა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების
დეპარტამენტს?
2. ვის დაქვემდებარებაში იმყოფება უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილი და
რომელი კანონის ან კანონქვემდებარე აქტი ადასტურებს ამას?
3. არის თუ არა "საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება" სამეცნიერო ნაწილის
დაფინანსების ძირითადი წყარო? რომელი კანონით, ან კანონქვემდებარე
აქტით განისაზღვრება დაუფინანსებლად დარჩენილი ე.წ.
"სტიპენდიანტების" უფლებები, რა უფლებრივი განსხვავება იქნება მათსა
და დაფინანსებულ თანამშრომლებს შორის?.
4. რომელი კანონით ან კანონქვემდებარე აქტით არის განსაზღვრული
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა
და ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ფუნქციები,
უფლება-მოვალეობები. ვის მიერ და რის საფუძველზე აქვს მას
მინიჭებული სამეცნიერო კვლევათა მართვის ფუნქცია?
5. რა ოდენობის თანხა დაიხარჟა ჩატარებული კონკურსის
ორგანიზებისათვის და რომელი ფინანსური წყაროდან?
კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე იკვეთება შემდეგი
დასკვნები:
1. არც განათლების მინისტრს, არც დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არც
"დანიშნული ფარული კომისიის" თავმჟდომარეს ერთადაც კი რეალურად
არ გააჩნიათ ისეთი დონის სამეცნიერო რეიტინგი, რომ თავის თავზე
აიღონ ისეთი წარმოუდგენლად რთული მისიის განხორციელება,
როგორიცაა სრულიად განსხვავებული სამეცნიერო მიმართულებების
კვლევათა აქტუალურობის შეპირისპირებითი შეფასება. რაც შეეხება
დეკლარირებული კრიტერიუმების სხვა პუნქტების რეალიზაციას, ასეთი
სახით ამ ამოცანის თუნდაც მოკრძალებული სიმკაცრით შესრულება
გასანაწილებელი ბიუჟეტის მოცულობაზე უფრო ძვირი დაჟდებოდა! ანუ,
რეალურად, კონკურსი დეკლარირებული, საკამათო კრიტერიუმებითაც კი
არ ჩატარებულა.
2. "საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიეროკვლევითი
სამუშაოების დაფინანსება" არ არის კერძო პირის, ან უცხო
სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების განაწილება, ამდენად
სამინისტროს არა აქვს უფლება საიდუმლოდ შეინახოს კონკურსის
ჯიურის წევრების ვინაობა, მითუმეტეს კონკურსის შედეგების
გამოქვეყნების შემდეგ. ანონიმური შესაძლებელია იყოს ამა თუ იმ
თემატიკის რეცენზენტი, მაგრამ არა ჯიური, რომელიც, სხვათა შორის,
პასუხისმგებელია ობიექტური, დაუინტერესებელი და კომპენტენტური
რეცენზენტების შერჩევაზე.
3. სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსს ყველა ეტაპზე ახასიათებდა
საჟაროობის დარღვევა და უაღრესად მწირი ინფორმაციული
უზრუნველყოფა. კერძოდ, კონკურსი გამოცხადდა ისე, რომ უცნობი იყო
საკონკურსო კრიტერიუმები, გაურკვეველი იყო, ვის ჰქონდა კონკურსში
მონაწილეობის უფლება, ბუნდოვანი იყო კონკურსის მიზანი და
პრინციპები, მუდმივად დახურული იყო კონკურსის ამსახავი ვებ-გვერდი,
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტები და სხვა დოკუმენტები გაიხსნა და
ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ კონკურსის დამთავრების შემდეგ, არ
გამოქვეყნებულა საექსპერტო დასკვნები. ანუ, ფაქტიურად, ჩვენ საქმე
გვაქვს არა საჟაროდ, არამედ ფარულად ჩატარებულ შერჩევასთან.
4. მიუღებელია სამინისტროსა და დეპარტამენტის თსუ თანამშრომლებთან
ურთიერთობის ფორმა. საექსპერტო დასკვნების მიწოდებაზე უარის თქმით
უხეშად დაირღვა უნივერსიტეტის მეცნიერთა უფლებები. მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების დეპარტამენტში მისულ თსუ თანამშრომლებს არათუ
სრულ ინფორმაციას არ აწვდიდნენ, არამედ ხშირად უდიერადაც კი
ეკიდებოდნენ. საერთოდ, სამინისტროს დამოკიდებულება მეცნიერთა
უმრავლესობისადმი გაჟერებული იყო შეურაცხყოფითა და მათი
უფლებების იგნორირებით.
5. ხელისუფლების მიერ სრულიად იგნორირებულია უნივერსიტეტის
ავტონომია და ყველა მოქმედებაში იჩენს თავს მის მიმართ
შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ამ ფაქტის ერთ-ერთი სავალალო
გამოვლინებაა ის, რომ კონკურსის მომზადებისას და ჩატარებისას
საჭიროდ არ ჩაითვალა უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელთა
თანამონაწილეობა.
6. სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ნოვაციების შედეგად უკიდურესად
მძიმე პირობები ექმნება საბუნებისმეტყველო სპეციალობების,
განსაკუთრებით კი ფიზიკის განვითარებას. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს
საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის
ჩამოყალიბებას. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, აგრეთვე, ჩვენს ქვეყანაში
არსებული სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნების შესაძლებლობა.
ფიზიკის ფაკულტეტიდან წარდგენილი და "გამარჟვებული" პროექტების
შეპირისპირებითი ანალიზის შედეგად კომისია გამოკვეთს შემდეგ
ტენდენციებს:
(ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონკრეტული თემის აქტუალურობა, პუბლიკაციების
რანგირება და ა. შ., რაც მოითხოვს სპეციალურ მიდგომას, ჩვენ არ ვეხებით, თუმცა
ვთვლით, რომ გარკვეული ეჭვის საფუძველი აქაც არსებობს)
• განაცხადი გააკეთა და დაფინანსება მიიღო პროფესორ-მასწავლებელთა
შემადგენლობის (პედადაგოგიური შტატების) მხოლოდ ნაწილმა.
დარჩენილ ნაწილს დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საკონკურსო
დებულების შესაბამისად, რომელიც თემატიკების წარდგენას მხოლოდ
სამეცნიერო ნაწილის მხრიდან გულისხმობდა, განაცხადი არ
გაუკეთებია. კომისიას ეს ფაქტი თანაბარუფლებიანობის უხეშ
დარღვევად მიაჩნია.
• გამარჟვებულთა ნაწილს მინიჭებული აქვს უნივერსიტეტში
დაკავებული საშტატო ერთეულის ადექვატური პოზიცია, ნაწილი კი
დაფინანსდა გაზრდილი ოდენობით, რაც ასევე უთანასწორობაზე
მიუთითებს.
• მთლიანად დაფინანსდა ის განაცხადები, რომლებიც დეპარტამენტში
მოხვდა ფაკულტეტის გვერდის ავლით.
• გამარჟვებულად გამოცხადებული ზოგიერთი პროექტის შემსრულებლებს
შორის ყოველგვარი ნორმის დარღვევით მითითებულია ისეთი
პირები, ვინც ფიზიკურად ვერ შეძლებს პროექტის შესრულებაში
მონაწილეობას, იმ მიზეზით რომ ხანგრძლივი მივლინებით იმყოფება
საზღვარგარეთ ან დაკავებულია სხვა არასამეცნიერო საქმიანობით,
არის ისეთი შემთხვევაც, როცა შემსრულებელი საერთოდ არ ირიცხება
უნივერსიტეტის თამშრომელთა შორის. კომისია ამ ეტაპზე თავს იკავებს
დაკონკრეტებისაგან, თუმცა მოუწოდებს შესაბამისი პროექტების
მეცნიერ-ხელმძღვანელებს, ოფიციალურად ჩაანაცვლონ ამგვარი პირები
რეალური შემსრულებლებით. სათანადო დროის შემდეგ კომისია
საჭიროდ მიიჩნევს ამ პროცესის გადამოწმებას.
• დაუფინანსებელი დარჩა აქტიურად მომუშავე, კვალიფიციურ და
პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერთა ერთი ნაწილი, რაც
განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ეს ფაქტი დამატებით
ადასტურებს ჩატარებული კონკურსის არასრულყოფილებას და ნათელს
ხდის მასში უნივერსიტეტის აზრის გაუთვალისწინებლობის სიმცდარეს.
• ეჭვს იწვევს, თუ რის საფუძველზე მოხვდა ესა თუ ის
დაფინანსებული პროექტი რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში.
ბუნდოვანია ერთსა და იმავე კატეგორიაში გასული თემების
დაფინანსების გრადაციაც. მაგალითად, მესამე კატეგორიით
დაფინანსებულ ზოგ პროექტს 10-ჟერ მეტი თანხა მიეცა ტექნიკური
საშუალებებისათვის ვიდრე იმავე კატეგორიაში გამარჟვებულ სხვა
თემებს.
• უცნობია იმ თანამშრომელთა დაფინანსების საკითხი, ვინც
ფარულად მონაწილეობდა დეპარტამენტში ა.ღონღაძის
თავმჟდომარეობით შემნილ საკონკურსო კომისიაში. ჩნდება
საფუძვლიანი ეჭვი, ხომ არ იმალება ამგვარი ფარული
თანამშრომლობის მიღმა ინტერესთა კონფლიქტი.
• კომისიას არ განუხილავს ფიზიკის ფაკულტეტის შემადგენლობაში
ახლადშემოსული მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის
დაფინანსების საკითხები. ჩვენ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ
ინსტიტუტიდან წარდგენილი იყო რვა სამეცნიერო თემა და რვავე
დაფინანსდა. გარდა ამისა, ფიზიკის ფაკულტეტზე მიწერილ
გამარჟვებულ ჟგუფებს შორის ერთ-ერთის ფაკულტეტისადმი
კუთვნილება ბუნდოვანია რჩება.
ზემოთმოყვანილი ფაქტებისა და ანალიზის საფუძველზე კომისია ფიზიკის
ფაკულტეტის საერთო კრების წინაშე შემოდის შემდეგი რეკომენდაციებით:
1. კატეგორიულად იქნას მოთხოვნილი ხელისუფლების მხრიდან
სახელმწიფო ბიუჟეტით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივი
განკარგვა, ანუ უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილისთვის სახელფასო
დაფინანსების აღდგენა;
2. ხაზგასმულად იქნას მოთხოვნილი კვლევითი ქვედანაყოფების საბაზო
დაფინანსების აუცილებლობა, როგორც მსოფლიო პრაქტიკით
აპრობირებული სამეცნიერო პროგრესის ეჭვმიუტანელი პირობა;
ხელისუფლებისადმი შეთავაზებულ იქნას დაფინანსების შერეული
მოდელი: საბაზო (ძირითადი) დაფინანსებას პლუს საკონკურსო
(საგრანტო) დაფინანსება. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუშლის ათწლეულების
მანძილზე ჩამოყალიბებული სამეცნიერო პოტენციალის ერთბაშად
გაქრობას, ხოლო, მეორე მხრივ, სტიმულს მისცემს წარმატებულ კვლევით
მუშაობას.
3. შექმნილ ვითარებაში გამოსავლად მივიჩნიოთ და მოვითხოვოთ, რომ
გამარჟვებული პროექტების დაფინანსება ჩაითვალოს (როგორც ეს
თავიდან იგულისხმებოდა) საგრანტო (საკონკურსო) დაფინანსებად, ხოლო
წარუმატებელი პროექტების შემსრულებლებს მიეცეთ საბაზო
დაფინანსება ხელფასის სახით და არა ე.წ. სტიპენდიების ფორმით,
მითუმეტეს რომ თანხობრივად მათ შორის დიდი განსხვავება არ არის.
4. სამეცნიერო თემატიკების მომდევნო კონკურსი, რომელიც წლის
მიწურულს გაიმართება მომზადდეს და ჩატარდეს აუცილებელი
გამჭვირვალობის პირობებში, მას წინ უსწრებდეს საკონკურსო წესების
საჟარო შემუშავება, რაც გულისხმობს სამეცნიერო პრიორიტეტების
დაკონკრეტებას, გამოყენებითი და ფუნდამენტური პროექტებისათვის
ადექვატური კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, ასევე, თეორიული და
ექსპერიმენტული სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებას და სხვ.
როგორც გამარჟვებულთა ობიექტური გამოვლენის აუცილებელი პირობა
მოთხოვნილ იქნას ფაკულტეტის (ზოგადად კი, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის) ნდობით აღჭურვილ ოფიციალურ წარმომადგენელთა
თანამონაწილეობა საკონკურსო პროცესში.
5. მოთხოვნილ იქნას უნივერსიტეტის შელახული ღირსებისა და უფლებების,
ანუ ავტონომიის აღდგენა და სამომავლო ხელშეუხებლობა.
6. უნდობლობა გამოეცხადოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
იმ ჟგუფს, რომელიც პასუხისმგებელია უმაღლესი განათლებისა და
მეცნიერების სფეროში რეფორმების მომზადებასა და გატარებაზე;
უარყოფითად იქნას შეფასებული მათ მიერ გაწეული საქმიანობა, მათ
შორის სამეცნიერო თემატიკების კონკურსის უხეში დარღვევებით
ჩატარებაც; მხარი დაეჭიროს პროფ. თ.სანაძის მიერ პრეზიდენტისადმი
მიმართულ წერილში გამოთქმულ შეფასებებს; მოთხოვნილ იქნას
მეცნიერების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობათა მკაცრი განსაზღვრა
სამეცნიერო საზოგადოების მიერ ერთობლივად გამომუშავებული
კრიტერიუმების საფუძველზე.
7. მოთხოვნილ იქნას საგანმანათლებლო-სამეცნიერო რეფორმების არსებითი
გაღრმავება და მის განხორციელებაში კომპეტენტურ მეცნიერთა
მონაწილეობის ხელშეწყობა.
This post has been edited by shoshia on 7 Jul 2005, 19:47
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 44 )
physdep.zip
"There are two kinds of spurs my friend, those that come in by the door, and those that come in by the window."